ირაკლი კობახიძე: სისტემას აქვს ორი მიზანი - სტაბილურობა და პლურალიზმი2020-06-04 19:34:29

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება2020-06-04 19:28:04

ირაკლი კობახიძე: არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის უკეთესი ჩვენი ქვეყმის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის2020-06-04 19:24:38

თერჯოლის „ცხელების ცენტრის“ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა2020-06-04 18:34:50

ანრი ოხანაშვილი: ბუჯეტიდან 6 მლნ ლარის გადახდა მოგვიწია 2012 წლამდე ჩადენილი დარღვევების გამო2020-06-04 18:23:12

ესპანეთი პირველი ივლისიდან უცხოელებისთვის სავალდებულო კარანტინს აუქმებს

გასულ 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“-ის 8946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დიდ ბრიტანეთში ჩასულ მოგზაურებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ

19.04.2019

18:04

ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ნათია თურნავა საზოგადოებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის რანგში წარუდგინა.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, სათავეში ჩავუდგე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეს ის უწყებაა, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ, ეს არის სამინისტრო, სადაც მაღალი რანგის პროფესიონალები არიან დასაქმებულები. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, გვაქვს კონკრეტული დავალებები, კონკრეტულ ვადებში შესასრულებელი საქმეები და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემდამი გამოცხადებული მაღალი ნდობა გავამართლო“ - განცხადება ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„ნათია თურნავასთან მე მაკავშირებს ერთობლივი მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება. როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ნათია არის ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალი, ძალიან სერიოზული გამოცდილებით. ჩვენ ახლა გვჭირდება ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებები, ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებების მიღება ოპერატიულ რეჟიმში, რომელიც ემსახურება ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, ჩვენი მეწარმეების ინტერესებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნათია აუცილებლად წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ნათიას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა და მე დარწმუნებული ვარ, ის წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას,“ - განაცხადა პრემიერმა.

ნათია თურნავამ საქართველოს პრემიერ მინისტრს მადლობა გადაუხადა მისდამი გამოცხადებული ნდობისთვის. „მსურს ასევე მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი ქობულიას ხანმოკლე, მაგრამ ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რაც ჩვენს შორის შედგა ეკონომიკის სამინისტროში“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულია ნათია თურნავამ შეცვალა, რომელიც მანამდე მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. შესაბამის ბრძანებას პრემიერმა ხელი 18 აპრილს მოაწერა.
 

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

04.06.2020

16:45

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9841 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9841 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9841 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0416 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0....

29.05.2020

15:35

ნათია თურნავა: მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წყალობით ეკონომიკა ძალიან მალე ამოიქოქება

აპრილში მოსალოდნელი იყო ეკონომიკის კლება. ჩვენ ამაზე ყოველთვის ვამბობდით იმიტომ, რომ მთავარი ამოცანა გვქონდა - არ დაგვეშვა ვირუსის გავრცელება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წყალობით ეკონო...

28.05.2020

19:41

საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

სტანდარტები და რეგულაციები, რომელთა დაკმაყოფილება ტურიზმის სექტორში მოქმედ ყველა სუბიექტს მოუწევს, ხვალ გახდება ცნობილი. დოკუმენტის საბოლოო დეტალებზე პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გამართა....

26.05.2020

11:31

EBRD-ი საქართველოში ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების მასშტაბურ პროექტს დააფინანსებს და როგორც კრიზისის, ისე პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს მთავრობასთან აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი საქართველოში 90 მლნ ევროს ღირებულების ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების მასშტაბურ პროექტს დააფინანსებს, რომელიც სვანეთში, 500/220/35 კვ ნენსკრას ქვესადგურის, ნენსკრა-მესტიის ელექტროგადამცემი ხაზის, 500 კვ ლაჯანური-წყალტუბოს, 220 კვ წყალტუბო-ნამახვანისა ...

25.05.2020

16:47

კორონავირუსის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეგულარული რეისების აღდგენიდან ორი თვის გასვლის შემდეგ დაეკისრებათ

კორონავირუსის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეგულარული რეისების აღდგენიდან ორი თვის გასვლის შემდეგ დაეკისრებათ, – ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს....

25.05.2020

16:31

ეროვნულმა ბანკმა ლარის 26 მაისის კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 მაისისთვის ერთი აშშ დოლარი 3.1916 ლარი ეღირება, ევრო – 3.4801 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.8890 ლარი. ...

08.05.2020

20:52

მარიამ ქვრივიშვილი - მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ საქართველოს აღიარება მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს აღიარება არის ძალიან დიდი მესიჯი მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე, რადგან ეს არის ყველაზე მაღალი რანგის უწყება ტურიზმის ინდუსტრიაში, – ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა....

07.05.2020

15:15

ეკონომიკის მინისტრი - სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის მერწმუნეთ, ჩემთვისაც

სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის მერწმუნეთ, ჩემთვისაც , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სალონების გახსნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ...

07.05.2020

14:53

გიორგი გახარია - 11 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება, გარდა ამისა, ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით, ეს არ ეხება მოლებს

11 მაისიდან, ორშაბათიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, გაიხსნება ყველა სახის წარმოება და გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით...

07.05.2020

14:29

აფბა მთავრობას მოუწოდებს ეკონომიკის გახსნის ტემპი დააჩქაროს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ ეხმაურება მთავრობის მიერ დაანონსებულ ეკონომიკის გახსნის გეგმას და მთავრობას მოუწოდებს, კერძო სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვები უფრო სწრაფი ტემპით მოიხსნას. ...