შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავა2019-09-20 22:52:49

გიორგი ვოლსკი: „კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვახასიათებდა“2019-09-20 22:15:20

ირაკლი სესიაშვილი: პროტესტი მიუღებელია მათგან, ვინც თავად აწამებდა ათასობით ადამიანს2019-09-20 22:10:22

საქართველოს პარლამენტმა, 85 ხმით, მესამე მოსმენით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო2019-09-20 22:05:40

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს2019-09-20 22:03:22

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

24.04.2019

19:53

ნინო წილოსანი: „ჩვენს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები იქნება რეალური საფუძველი იმისთვის, რომ უფრო მეტმა ქალმა მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს ეკონომიკურ პროგრამებში“

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფმა - „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ მორიგი ზეპირი მოსმენა ჩაატარა.

დღეს, თემატური მოკვლევის ჯგუფმა ფერმერ ქალთა ასოციაციას, საქართველოს ფერმერთა ასოციაციას, გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) და შპს „ანასტასიას“ მოუსმინა.

მომხსენებლებმა გამოთქვეს მოსაზრებები და რეკომენდაციები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ეკონომიკური პროგრამების ქალებისთვის ხელმისაწვდომობაზე. მომხსენებლებმა თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრების კითხვებს უპასუხეს. 

ზეპირ მოსმენაში მონაწილეობა მიიღეს თემატური ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა ნინო წილოსანმა და ჯგუფის წევრებმა - დიმიტრი ცქიტიშვილმა და ირინე ფრუიძემ.

„თემატური მოკვლევის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები და დასკვნა, საბოლოო ჯამში, მიმართული იქნება გამოვკვეთო პრობლემები, რომლებიც ქალებს ხელს უშლის მონაწილეობა მიიღონ ეკონომიკურ  პროგრამებში.  მაგალითად, ისეთი, როგორიც არის: თანადაფინანსების არსებობა, რაც ქალებისთვის გაცილებით უფრო მძიმე ტვირთია, ვიდრე კაცებისთვის; მიწის, როგორც ქონების თანამფლობელობა, რომელიც ერთ-ერთი წინაპირობაა მაგალითად, სოფლის მეურნეობის პროგრამებში და ა.შ. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები  იქნება რეალური საშუალება და საფუძველი იმისთვის, რომ უფრო მეტმა ქალმა მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს ეკონომიკურ პროგრამებში“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას თემატური ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა, ნინო წილოსანმა.

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის საფუძველზე, დაიწყო თემატური მოკვლევა სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობის შესახებ.

თემატური მოკვლევის ჯგუფის მიზანია ეკონომიკურ გაძლიერებაზე მიმართული სახელმწიფო პროგრამების ანალიზი გენდერულ ჭრილში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის.

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო თემატურ მოკვლევებს ახორციელებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

10.09.2019

21:37

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9688 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9688 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9688 ლარი შეადგინა. ...

17.07.2019

18:50

ირაკლი ლექვინაძე: 2019 წლის 6 თვეში 42 საქმეზე დავასრულეთ მუშაობა და საქმეების 80%ში უწყებებმა ჩვენი პოზიციები გაითვალისწინეს

ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში მეწარმეების მომართვის საფუძველზე 171 საქმე დარეგისტრირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გ...

02.07.2019

22:00

„Marriott International“-მა შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ ევროპის 300-„ფრენჩაიზის“ სასტუმროებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა

„Marriott International“-მა 2018 წლის საუკეთესო „ფრენჩაიზის“ სასტუმროების ნომინაციაზე შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ ევროპის 300 სასტუმროს შორის პირველ ადგილზე დაასახელა. უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ცერემონია 26 ივნისს, ლონდონში გაიმართა, რომელსაც პარაგრაფის გენერალური მენეჯერი ფარვიზ იურჩიკ...

01.07.2019

15:21

ნათია თურნავა ამერიკული ტუროპერატორების წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსხვილი ამერიკული ტუროპერატორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან აშშ-დან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ტურისტების შემოყვანის გაზრდის საკითხი განიხილა....

30.05.2019

20:38

ირაკლი ლექვინაძე: რეგიონებში საინვესტიციო გადაწყვეტილებებში ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიურობა უნდა გაიზარდოს

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძე, მონაწილეობა მიიღო კახეთის საერთაშორისო რეგიონულ საინვესტიციო ფორუმში „მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“ და პანელზე „საქართველოს ეკონომიკური ზრდის კონცეფცია და საინვესტიციო შესაძლებლობები“ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ...

23.05.2019

20:59

ანაკლიის განვითარების კონსორციუმში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეხვედრა გაიმართა

დღეს, 23 მაისს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ ბრიტანულმა კომპანია „როიალ ჰასკონინგმა“ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. სადაც ეგრეთ წოდებული „ზურმუხტის ქსელის“ შესაბამისობის ანგარიშის /Appropriate Assessment განხილვა მოეწყო. ...

21.05.2019

18:59

ზაზა გაბუნია: „ჩემთვის დეცენტრალიზაციის რეფორმა გახლავთ ცივილიზაციური საკითხი, რადგან 100 წლის წინ ჩვენ ამ რეფორმის და პოლიტიკის დანერგვის საკითხში ევროპაში და მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გახლდით“

რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით, წყალტუბოში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი IV ფორუმი - „რეგიონული ეკონომიკა - ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში“ გაიმართა. ...

01.05.2019

21:46

1-ლი მაისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო

1-ლი მაისიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს შესაძლებლობა აქვს, ელექტროენერგია საბაზრო ფასად შეისყიდონ. ა...

01.05.2019

21:44

დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე ტექნიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა

პირველ მაისს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტის პროექტის განხილვის მიზნით ტექნიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა. ...

01.05.2019

21:42

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ფარგლებში ორკვირიანი სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. მისიას ხელმძღვანელობს მერსედეს ვერა-მარტინი....