მამუკა მდინარაძე NDI-ის კვლევებს უნდობლობას უცხადებს2019-05-21 19:46:55

ლადო კახაძე მთაწმინდის ამომრჩეველს მიმართავს2019-05-21 19:40:29

ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია წელს დასრულდება2019-05-21 19:32:17

ირაკლი ლექვინაძე: უკვე შეგვიძლია ბიზნესის ინტერესები საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავებშიც დავიცვათ2019-05-21 19:03:26

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე–პრეზიდენტს შეხვდა2019-05-21 19:01:43

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

24.04.2019

20:09

იუსტიციის მინისტრმა ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

იუსტიციის მინისტრი ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა. თეა წულუკიანმა სიმონ მორდუსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის შენარჩუნების შესახებ ისაუბრა და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა უკანონო მიგრაციის შესამცირებლად.

მინისტრის თქმით, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების თვალსაზრისით. 

„დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშაოთ ერთობლივად უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისათვის, რომელსაც ბოლო დროს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა. ეს არის რეალობა და ჩვენი პარტნიორები ევროპიდან საუბრობენ უკვე იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეები −  ზოგიერთი მათგანი − ბოროტად იყენებენ უვიზო მიმოსვლის მექანიზმს და გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში და ვინც შემდგომ ბრუნდება. რა თქმა უნდა, ეს არის ამოსავალი წერტილი სწორედ უვიზო მიმოსვლისა, რომ ეს არ არის უფლება იქ წასვლის და დარჩენის ან იქ სამუშაოს მოთხოვნის; ეს არის ტურისტული ან სხვა მოკლევადიანი  მიზნებისთვის უვიზოდ მგზავრობის − ჩასვლის და ჩამოსვლის − უნიკალური შესაძლებლობა.  
ვისაუბრეთ იმაზე, რომ უვიზო რეჟიმი არის ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის, ვისაც ევროპული არჩევანი წინაპრების დროიდან აქვს გაკეთებული, და მათი ევროპული მომავლისათვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რომ თავიანთი თანამოაზრეები, მეგობრები  ევროპაში მოინახულონ, გაეცნონ იქაურ სისტემას ან, თუნდაც, საზაფხულო სკოლაში მიიღონ მონაწილეობა მოკლე ვადით და რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოს ახალგაზრდა თაობას უვიზო მიმოსვლა შევუნარჩუნოთ“, − აღნიშნა შეხვედრის შემდეგ თეა წულუკიანმა. 

თეა წულუკიანის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად, რაც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, უკვე განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებების ერთი ნაწილი. საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენციის მიზნით გამკაცრდა გვარისა და სახელის შეცვლის რეგულაციები ისეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, როდესაც, მაგალითად, მოქალაქე, რომელმაც ერთი გვარით ჩაიდინა დანაშაული  ევროკავშირის ტერიტორიაზე, იცვლის გვარს  და მოკლე ვადაში ახალი ვინაობით მიემგზავრება კვლავ შენგენის ზონაში; საქართველოს პარლამენტი კი განიხილავს კანონს, რომელიც უკანონო მიგრაციაში ხელშეწყობის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯას ითვალისწინებს. 

იუსტიციის მინისტრის თქმით, 2020 წლიდან საქართველოს მოქალაქის პასპორტი კიდევ უფრო მაღალტექნოლოგიური დოკუმენტი გახდება, გაიზრდება მისი უსაფრთხოება და მეტად დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის კიდევ უფრო შეამცირებს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საზღვრის უკანონო კვეთის რისკებს. მან აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა უკვე შეაფასეს დადებითად შენგენის ზონის ქვეყნების შესაბამისმა უწყებებმა.  

თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს მთავრობისა და პირადად იუსტიციის მინისტრის მიერ საჯარო და სატელევიზიო გამოსვლებში ყოველთვის ხაზგასმით აღინიშნება, რომ ვიზალიბერალიზაცია არ გულისხმობს დასაქმებას ან თავშესაფრის მოთხოვნას ევროკავშირის ქვეყნებში და ასეთი ქმედება საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს მთავარ მონაპოვარს − უვიზო მიმოსვლას ევროპის ქვეყნებთან. ამასთან, საქართველოს ყველა მოქალაქე 2015 წლიდან დღემდე პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღებისას იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში იუსტიციის სამინისტროსგან იღებს სპეციალურ ბროშურას, სადაც დეტალურადაა განმარტებული, თუ როგორია უვიზო მიმოსვლის წესები. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შექმნა სპეციალური მობილური აპლიკაცია, რომელიც ეხმარება მოქალაქეს, აკონტროლოს, თუ რამდენი დღე გაატარა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ, რათა არ დაარღვიოს ევროკავშირში კანონიერად ყოფნის წესები (აღნიშნული აპლიკაცია შექმნის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცა). ამასთან, იუსტიციის სამინისტრო ამ წლების განმავლობაში ყველა შესაძლო შემთხვევას იყენებს მოქალაქეთა ინფორმირებისთვის, რომელთა შორისაა პირისპირ შეხვედრები როგორც დედაქალაქში, ისე საზოგადოებრივ ცენტრებში რეგიონის მოსახლეობასთან. ისეთ ეროვნულ დღესასწაულზე, როგორიცაა 26 მაისი, უკვე წლებია, იუსტიციის სამინისტრო  ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ასამაღლებლად ინსტალაციებსა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებს იყენებს.  ამჯერადაც, 2019 წლის 26 მაისს, რომლის მთავარი თემაა „გააზიარე ცოდნა“, იუსტიციის სამინისტრო გორში უმასპინძლებს სადღესასწაულო ღონისძიებებს და გეგმავს სპეციალური მასშტაბური პავილიონის აგებას (თვითმფრინავის, მოცდის დარბაზის, საპასპორტო კონტროლის და სხვა ინსტალაციების გამოყენებით), რომლის მთავარი თემაა „გააზიარე ცოდნა ევროპაში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ“. 
შეხვედრის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად არსებული პრობლემების დაძლევა შესაძლებელი გახდება და საქართველო შეინარჩუნებს ისტორიულ წარმატებას − უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, რაც მრავალი თაობის შრომის შედეგია. 

 

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

21.05.2019

19:46

მამუკა მდინარაძე NDI-ის კვლევებს უნდობლობას უცხადებს

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს აკრიტიკებს და უნდობლობას უცხადებს. მისი თქმით, მოსახლეობის განწყობის ყველაზე კარგი მაჩვენებელი არჩევნები და მასზე დაფიქსირებული შედეგებია. ...

21.05.2019

19:40

ლადო კახაძე მთაწმინდის ამომრჩეველს მიმართავს

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს ქართული ოცნებიდან არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების იმედი აქვს. ლადო კახაძემ ამომრჩევლებს საკუთარი დაპირებები კიდევ ერთხელ შეახსენა და განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, არსებულ პრობლემების აღმოსაფხვრელად აქტიურად იმუშავებს. ...

15.05.2019

22:51

ლადო კახაძე პედაგოგებს: თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც უნდა გავუფრთხილდეთ და დავაფასოთ

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და საქართველოს მთავრობის ...

14.05.2019

22:29

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე უძღვებოდა. ...

14.05.2019

22:28

თამარ ხულორდავა გერმანიის ბუნდესტაგის წევრს და რუსეთის ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ფედერალური მთავრობის კოორდინატორს, დირკ ვიზეს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა გერმანიის ბუნდესტაგის წევრს და რუსეთის ცენტრალური აზიისა და აღმ. პარტნიორობის ქვეყნების საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ფედერალური მთავრობის კოორდინატორს, დირკ ვიზეს შეხვდა ...

14.05.2019

22:26

გიორგი გოგლიჩიძე თეა წულუკიანთან ერთად სოფელ მეორე სვირის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად სოფელ მეორე სვირის მოსახლეობას შეხვდა. ...

14.05.2019

22:19

საფრანგეთის რესპუბლიკის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები კახეთის რეგიონს ესტუმრნენ

საქართველოში ვიზიტით მყოფი ფრანგი პარლამენტარები საქართველო-საფრანგეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრთან, დავით სონღულაშვილთან ერთად კახეთის რეგიონს ესტუმრნენ. ...

03.05.2019

20:40

განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში გამოსვლა შეაფასა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ დადებითი დამოკიდებულება გამოხატა ახალი რეგლამენტის ფარგლებში „მინისტრის საათის“ ინიციატივის დამკვიდრებაზე და იმ ერთობლივ ინიციატივებზე ისაუბრა, რაც შსს-სთან ერთად განახორციელეს. ...

03.05.2019

20:38

ზაურ დარგალი - წელს, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

მიმდინარე წელს, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა სადახლოს მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ...

03.05.2019

20:36

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების მხარდაჭერას გააგრძელებს

ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერას, რათა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გახდეს კიდევ უფრო ქმედითი და ეფექტური ცენტრი საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში - ამის შესახებ დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და ევროპისა და აზიის საკი...