აშშ-ს საელჩო „რუსთავი 2“-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.2019-07-19 19:09:45

არჩილ თალაკვაძე: როგორ გაგრძელდება „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი, არის მისი მფლობელის პრეროგატივა, ამაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა2019-07-19 18:59:35

ანაკლიის სანაპირო ზოლის დასუფთავება მიმდინარეობს2019-07-19 18:56:29

თავდაცვის მინისტრი „შამქორი 2019“ სწავლების აქტიურ პროცესს გაეცნო2019-07-19 18:53:23

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი”-ს დირექტორი დააკავა2019-07-19 18:51:13

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

24.04.2019

20:11

ნათია მეზვრიშვილი: "ჯიბღაშვილი გახლავთ ჩვეულებრივი ბრალდებული კონკრეტული დანაშაულისთვის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი კომპტენეციის ფარგლებში დააკავა"

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ლევან ჯიბღაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ბატონი ჯიბღაშვილი გახლავთ ჩვეულებრივი ბრალდებული კონკრეტული დანაშაულისთვის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში დააკავა. სამინისტრო არ გახლავთ უფლებამოსილი, რომ პირის მიმართ კონკრეტული აღკვეთის ღონისძიება მოითხოვოს. ყველაზე მკაცრი ზომა რისი გამოყენებაც სამინისტროს შეუძლია ეს გახლავთ დაკავება, იძულების ღონისძიების სახით და ეს ყველაზე მკაცრი ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბატონი ჯიბღაშვილის მიმართ გამოიყენა და დააკავა სისხლის 
სამართლის წესით. ახლა რაც შეეხება ბრალდებას, პროკურატურამ მას წაუყენა ბრალი, შემდეგ მოითხოვა კონკრეტული აღკვეთის ღონისძიება, რომელიც რატომღაც, სამწუხაროდ საზოგადოებას ხშირად ეშლება სასჯელში, აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება პირის მიმართ ინდივიდუალურად, პიროვნული მახასიათებლების, წარსული ნასამართლობის და აშ. შესაბამისად ამით ყველაფერი დამთავრებული არ არის, ეს ნიშნავს იმას რომ ხვალ სასამართლომ შეიძლება ბატონ ჯიბღაშვილს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდოს,"- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით,  260-ე მუხლის იმ ნაწილით, რა ნაწილითაც ჯიბღაშვილს  ბრალი ედება, საკმაოდ ბევრ ბრალდებულს ნახავთ გარეთ, გირაო შეფარდებულს. "ჩემთვის უბრალოდ ცოტა გაურკვეველია ბატონი ჯიბღაშვილი დღეს რომ პატიმარი ყოფილიყო, სხვანაირ კონტექსტში დაისმებოდა ალბათ შეკითხვები. რამდენად მძიმეა კანონმდებლობა და ნარკოპოლიტიკა და უნდა შევცვალოთ ეს ნარკოპოლიტიკა რომ აი ცნობილი სახეები პატიმრები არიან. კიდევ ერთხელ გეტყვით ჩვენთვის ბატონი ჯიბღაშვილი არის 
ჩვეულებრივი ბრალდებული რომლის მიმართაც არსებობს დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი და რის გამოც სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ის ბრალდებულის სახით. არ შეიძლება ყველაფერში შეთქმულების თეორიები ვეძებოთ,"- განაცხადა ნათია მეზვრიშილმა.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

19.07.2019

18:51

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი”-ს დირექტორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი”-ს დირექტორი, 1969 წელს დაბადებული შ.ბ. დააკავეს....

19.07.2019

18:48

ჩხოროწყუში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში, ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს. ...

17.07.2019

19:18

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურად გრძელდება გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით. ...

17.07.2019

18:40

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაღაზია „აიტექნიკსის“ ქურდობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით ორი პირი: 2000 წელს დაბადებული ლ.ბ. და 2001 წელს დაბადებული მ.ნ. დააკავეს. ...

08.06.2019

16:14

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობი...

08.06.2019

16:04

პოლიციამ ძარცვის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძარცვის ბრალდებით, თბილისში 1 პირი - 1999 წელს დაბადებული ნ.ლ. დააკავეს....

28.05.2019

22:09

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე, 1996 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს. ...

07.05.2019

17:24

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს აქტიურ ბრძოლას ნარკოდანაშაულთან, მათ შორის არაერთი ქვეყნის წინაშე მდგარ, ისეთ გლობალურ გამოწვევასთან, როგორიც ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღებაა. ...

05.05.2019

00:03

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინსიტროს მცხეთა- მთიანეთი პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის სამმართველოს თანამშრომელბმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩნების საფუძველზე, 1984 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, რ.უ. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის...

04.05.2019

23:58

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერაყის მოქალაქე თბილისში ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ერაყის მოქალაქე, ამჟამად საქართველოში დროებითი ბინადრობის უფლების მქონე, 1976 წელს დაბადებ...