მამუკა მდინარაძე NDI-ის კვლევებს უნდობლობას უცხადებს2019-05-21 19:46:55

ლადო კახაძე მთაწმინდის ამომრჩეველს მიმართავს2019-05-21 19:40:29

ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია წელს დასრულდება2019-05-21 19:32:17

ირაკლი ლექვინაძე: უკვე შეგვიძლია ბიზნესის ინტერესები საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავებშიც დავიცვათ2019-05-21 19:03:26

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე–პრეზიდენტს შეხვდა2019-05-21 19:01:43

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

01.05.2019

21:44

დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე ტექნიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა

პირველ მაისს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტის პროექტის განხილვის მიზნით ტექნიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა.

ვაჭრობასთან დაკავშირებული ნაწილის მოლაპარაკებებს საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო დიდი ბრიტანეთის მხრიდან დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ევროპასა და ცენტრალურ აზიასთან მთავარი მომლაპარაკებელი სარა კროფტი.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის (ბრექსიტის) პროცესიდან გამომდინარე, ორივე მხარის მიზანია, არ შეფერხდეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით მხარეთა შორის დარეგულირებული პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობები და მოლაპარაკებულ იქნას ორმხრივი შეთანხმება. აღნიშნული შეთანხმება ბრიტანეთთან ურთიერთობებში ჩაანაცვლებს ასოცირების შეთანხმებას და ამასთან, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის.

მხარეთა მიერ განხილულ იქნა მიმდინარე წლის იანვარში, ლონდონში კონსულტაციების პირველ რაუნდის შემდეგ დარჩენილი ღია საკითხები, მათ შორის საბაჟო, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და სხვა სფეროებში.

მხარეთა მიზანია შეთანხმების საბოლოო ტექსტის შეჯერება უმოკლეს ვადაში, რითაც ბრექსიტის შემდგომ უზრუნველყოფილი იქნება არსებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნება.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

21.05.2019

18:59

ზაზა გაბუნია: „ჩემთვის დეცენტრალიზაციის რეფორმა გახლავთ ცივილიზაციური საკითხი, რადგან 100 წლის წინ ჩვენ ამ რეფორმის და პოლიტიკის დანერგვის საკითხში ევროპაში და მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გახლდით“

რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით, წყალტუბოში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი IV ფორუმი - „რეგიონული ეკონომიკა - ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში“ გაიმართა. ...

01.05.2019

21:46

1-ლი მაისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო

1-ლი მაისიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს შესაძლებლობა აქვს, ელექტროენერგია საბაზრო ფასად შეისყიდონ. ა...

01.05.2019

21:42

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ფარგლებში ორკვირიანი სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. მისიას ხელმძღვანელობს მერსედეს ვერა-მარტინი....

24.04.2019

19:53

ნინო წილოსანი: „ჩვენს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები იქნება რეალური საფუძველი იმისთვის, რომ უფრო მეტმა ქალმა მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს ეკონომიკურ პროგრამებში“

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფმა - „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ მორიგი ზეპირი მოსმენა ჩაატარა. ...

19.04.2019

19:04

ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ნათია თურნავა საზოგადოებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის რანგში წარუდგინა....

19.04.2019

18:46

სადაზღვევო სექტორში კონკურენციის რეგულირების საკითხებზე სემინარი გაიმართა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა სემინარი „კონკურენციის პოლიტიკა და დაზღვევის სფერო“ გახსნა, რომლიც ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ფარგლებში გაიმართა. ...

17.04.2019

19:54

ირაკლი ლექვინაძე: აჭარიდან მომართვიანობის 50% მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორებიდან გვაქვს

„ბიას“ რეგიონული შეხვედრების ფარგლებში ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში ტარიელ გიორგაძე ბათუმში ადგილობრივი ბიზნესის 150მდე წარმომადგენელს შეხვდნენ....

17.04.2019

19:13

ეკატერინე გალდავა უზბეკეთში აზიის ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიწვევით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა სამუშაო ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაშიიმყოფება. ...

15.04.2019

19:55

ირაკლი ლექვინაძე: 2019წლის I კვარტალში, რეკომენდაციების 80%ში ჩვენი პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. მეწარმეების მომართვის საფუძველზე 2019 წლის I კვარტალში ბიზნესომბუდსმენის აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 29 შუადგომლობა, 17 რეკომენდაცია და 11 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა. ...

11.04.2019

22:12

ირაკლი ურუშაძე წყალმომზადების სისტემების შესახებ დაგეგმილ პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგება

12 აპრილს, თბილისი „წყალმომზადების სისტემები - EU სტანდარტები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ენერგოეფექტურობა" პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ...