აშშ-ს საელჩო „რუსთავი 2“-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.2019-07-19 19:09:45

არჩილ თალაკვაძე: როგორ გაგრძელდება „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი, არის მისი მფლობელის პრეროგატივა, ამაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა2019-07-19 18:59:35

ანაკლიის სანაპირო ზოლის დასუფთავება მიმდინარეობს2019-07-19 18:56:29

თავდაცვის მინისტრი „შამქორი 2019“ სწავლების აქტიურ პროცესს გაეცნო2019-07-19 18:53:23

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი”-ს დირექტორი დააკავა2019-07-19 18:51:13

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

07.05.2019

17:39

სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

აღნიშნულთან დაკავშირებით სუს-ში საგანგებო განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

გვინდა ვაუწყოთ საზოგადოებას, რომ აღნიშნული უმძიმესი დანაშაული თავიდან იქნა აცილებული უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალისხმევის შედეგად.

მოგეხსენებათ, რომ სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობით მიკუთვნებულ დანაშაულთა გამოვლენის, აღკვეთის და გამოძიების გარდა, ამ დანაშაულთა თავიდან ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში ამჟამად გამოკითხვაზე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილის გეგმის მიხედვით, ჩართული უნდა ყოფილიყო აღნიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებაში.

საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში 2018 წლის 1 ივნისს დაიწყო და ამჟამადაც მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18,323-ე და 3231 მუხლებით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ქალაქ თბილისში პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 2018 წლის 31 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადება, რომლის თანახმადაც იგი და მასთან მყოფი პირები, რომლებსაც, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით ფიცი ჰქონდათ მიცემული, მზად იყვნენ, შეეღწიათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში და თავი აეფეთქებინათ.

გამოძიების ფარგლებში, ინფორმაციის გადამოწმებისა და მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით, შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის: სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერა და ფოტო გადაღება.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად ცნობილი გახდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა.

დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილი გახდა მალხაზ მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ, ამ დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, საქმის სავარაუდო ფიგურანტების, მჭიდრო ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ აყვანის პარალელურად, გატარდა პრევენციული ხასიათის სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა იოსებ გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ.

გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 23 მარტს უშუალოდ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისცა მითითება მორის მაჩალიკაშვილს, რათა ეს უკანასკნელი ჩამოშორებულიყო ყველა სხვა საქმიანობას და ემუშავა მხოლოდ ერთ პიროვნებაზე - იოსებ გოგაშვილზე. მორის მაჩალიკაშვილს უნდა დაედგინა იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი მისამართები, გადაადგილების მარშრუტები და, აგრეთვე, გამგზავრებულიყო სოფელ ზემო მაჩხაანში სასაფლაოზე, რათა დაედგინა იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ადგილმდებარეობა და გადაეღო ფოტოები, ხოლო მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დაგეგმავდა სხვა ქმედებებს.

დღესვე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმავე მიზნით იყო დაბარებული მალხაზ მაჩალიკაშვილი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავითვალისწინეთ მისი ადვოკატების თხოვნა, გამოკითხვა 4 მაისის ნაცვლად, 7 მაისს ჩატარებულიყო, მალხაზ მაჩალიკაშვილმა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე კვლავ უარი განაცხადა. შესაბამისად, მის მიმართ განხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით ასეთი შემთხვევებისთვის გათვალისწინებული ღონისძიებები.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებას საქმის მიმდინარეობის თაობაზე“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

19.07.2019

19:09

აშშ-ს საელჩო „რუსთავი 2“-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

"მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და უზრუნველყოფილი იყოს მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა, - ამის შესახებ აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება....

19.07.2019

18:59

არჩილ თალაკვაძე: როგორ გაგრძელდება „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი, არის მისი მფლობელის პრეროგატივა, ამაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა

„ევროსასამართლომ, პრაქტიკულად, დაადგინა, რომ სახელმწიფომ და მართლმსაჯულების სისტემამ ამ საქმეზე სწორი და კანონიერი გადაწყვეტილებები მიიღო. თუ როგორ გაგრძელდება „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი, ეს არის მისი მფლობელის პრეროგატივა, ამაში სახელმწიფო ვერანაირად ვერ ჩაერევა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენ...

17.07.2019

19:04

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯონათან პერიშს შეხვდა. ...

17.07.2019

18:53

თეა წულუკიანმა ერაყის დელეგაცია მიიღო

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ნიზარ ისსა აბდულ-ჰადი ალ-ხაირალას შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გაიმართა და მას მინისტრის მოადგილეები გიორგი პატარიძე და ალექსანდრე ტაბატაძე ესწრებოდნენ. ...

17.07.2019

18:39

ლევან იზორია და ელიზაბეთ რუდი GDRP-ის შემაჯამებელ სწავლებას დაესწრნენ

თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მომზადებას აგრძელებს. ...

17.07.2019

00:16

სტუდენტური დასაქმების ფორუმი შინაგან საქმეთა სამინისტროში - სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა სტუდენტებს 400-მდე ვაკანსია და სტაჟირება შესთავაზეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტური დასაქმების მეორე ფორუმი გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გახსნა. ...

17.07.2019

00:07

მაშველებმა ყაზბეგში ლიეტუვას მოქალაქე გადაარჩინეს

4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი ლიეტუვას მოქალაქე მაშველებმა ამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ მყინვარწვერზე მყოფ ტურისტთა ჯგუფიდან ერთ-ერთი, 53 წლის მამაკაცი ყინული ნაპრალში ჩავარდა და დაშავდა....

16.07.2019

23:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 16 ივლისს, 24:00 საათიდან, მეტეხის ხიდიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება გზი...

09.07.2019

22:38

ნათია თურნავა - გურიაში გაზიფიციფრების ძალიან მასშტაბური სამუშაოები მიდის და 6000-მდე ოჯახი მიიღებს გაზს

„ვაგრძელებთ გაზიფიცირების სამწლიან გეგმას, რომელსაც ახორციელებს მთავრობა და სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მთლიანად 3-წლიან გეგმაში 226 ახალი დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდება და საქართველოს გაზიფიკაციის დონე 85%-ს მიაღწევს. ...

02.07.2019

21:57

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამხედრო მოსამსახურეები დაშავდნენ

ბათუმიდან სენაკის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელსაც მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გადაჰყავდა, სავალი გზის ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ...