აშშ-ს საელჩო „რუსთავი 2“-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.2019-07-19 19:09:45

არჩილ თალაკვაძე: როგორ გაგრძელდება „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი, არის მისი მფლობელის პრეროგატივა, ამაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა2019-07-19 18:59:35

ანაკლიის სანაპირო ზოლის დასუფთავება მიმდინარეობს2019-07-19 18:56:29

თავდაცვის მინისტრი „შამქორი 2019“ სწავლების აქტიურ პროცესს გაეცნო2019-07-19 18:53:23

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი”-ს დირექტორი დააკავა2019-07-19 18:51:13

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

14.05.2019

22:29

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე უძღვებოდა. სხდომაზე  ნარკომანიასთან  ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს და დაამტკიცეს. საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, აკადემიური წრის წარმომადგენლები.

მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება, განათლებისა და ჯანდაცვის მუშაკების გადამზადება, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება  ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარებით გამოწვეული ზიანის თაობაზე; ქალ ნარკოდამოკიდებულთა  მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა; ბავშვებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სკოლის ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის როლის გაძლიერება - ეს იმ საკითხების ნაწილია, რომელიც  სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული. 

ნარკომანიასთან ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია საბჭოს სამდივნომ (საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი) მოამზადა, სამუშაო პროცესში მონაწილეობდნენ  სამთავრობო უწყებათა წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. მათი  წინადადებები სამოქმედო გეგმის საბოლოო სამუშაო ვერსიაში აისახა. 

სამოქმედო გეგმა მოიცავს ყველა იმ თემატურ მიმართულებასა და პრიორიტეტებს, რომლებიც განსაზღვრულია ნარკომანაისთან ბრძოლის სტრატეგიაში და რომლის მიზანია დაბალანსებული პოლიტიკის ჩამოყალიბება და ქვეყანაში არსებულ პრობლემათა იდენტიფიცირება, პრაგმატული და რეალისტური სტრატეგიის განხორციელება.

2019-2020 წლების სამოქმედო გეგმით სახელმწიფო უწყებები გარკვეულ ვალდებულებებს იღებენ, რათა განახორციელონ ისეთი აქტივობები და შეასრულონ ისეთი ამოცანები, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ საერთაშორისო თანამედროვე სტანდარტებთან. 

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესში თითოეული გადაწყვეტილება და ამოცანა ეფუძნება ოთხსვეტოვან ნარკოპოლიტიკას (პრევენცია, მკურნალობა-რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება,  მიწოდება/მოთხოვნის შემცირება); დაგეგმილი ღონისძიებები ხორციელდება ადამიანის უფლებათა დაცვაზე დამყარებული  დაბალანსებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომებით.

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფუნქციას წარმოადგენს ნარკომანიასთან ბრძოლის სტრატეგიული დოკუმენტების, მათ შორის, ნარკომანიასთან ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების, პერიოდულად შემუშავება-დამტკიცება და მათი შესრულების მონიტორინგი.  

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

17.07.2019

19:31

გიორგი გახარია -„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე და შემდგომ, გამოძიების თითოეული დეტალი გახდეს ღია და საჯარო“a

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ...

17.07.2019

19:29

თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმზე პოლიტიკური პოლარიზაციის შესახებ ისაუბრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ...

17.07.2019

19:26

ირაკლი კობახიძე - აჭარაში რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებით კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ პარტიულ საქმიანობას

„აჭარაში რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებით კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ პარტიულ საქმიანობას“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. ...

16.07.2019

23:54

სოფიო ქაცარავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ გამართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, ოგთაი ასადოვთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან....

10.07.2019

00:21

არჩილ თალაკვაძე: რაც ამ დღეებში ვნახეთ, არის, ღია პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ - არავის არ მივცემთ საშუალებას, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება

„რაც ამ დღეებში ვნახეთ, არის, ღია პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ და მათი მხრიდან იყო მცდელობები, რომ ეს ყველაფერი გადაებრალებინათ ერთი ჟურნალისტისთვის, ასევე იყო მცდელობები, რომ ეს ყველაფერი პატრიოტული საფარის ქვეშ შეეფუთათ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელე...

09.07.2019

22:39

ზაზა გაბუნია დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხზე ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდება....

02.07.2019

21:54

არჩილ თალაკვაძე: შსს მინისტრმა და პოლიციამ უარი უთხრა ძალადობრივ სცენარს და შსს მინისტრმა შეასრულა ის მოლოდინი, რომელიც სახელმწიფოს და მოქალაქეებს ჰქონდათ

„როგორ ფიქრობთ, რომელიმე ბიზნესმენს, ან რომელიმე დედას ან სტუდენტს უნდა თუ არა ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც ოპოზიციის ან ოპოზიციურად განწყობილ მცირე ჯგუფს აქვს შესაძლებლობა, რომ მშვიდობიანი მანიფესტაცია გამოიყენოს აგრესიული სცენარისთვის და სახელმწიფო გადატრიალება მოახდინოს?“,- ამის შესახებ საქა...

01.07.2019

15:17

საქართველოს პარლამენტის აპარატსა და კორეის რესპუბლიკის საელჩოს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

საგამომცემლო მიმართულების განსავითარებლად საქართველოს პარლამენტში სტამბის მოწყობა მიმდინარეობს. საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობის მიერ სტამბის აპარატურის ნაწილის შესაძენად წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, კორეის რესპუბლიკის მთავრობამ, 50 ათასი აშშ დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება...

01.07.2019

15:06

უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა პროცესებმა გვიჩვენა, რომ პოლიტიკური სისტემის განვითარებაში ფუნდამენტური ცვლილებების შეტანა იყო საჭირო - კახა კალაძე

"დღევანდელი შეკრების მიზეზი, ვფიქრობ, ყველამ კარგად იცით. გვსურს წარმოგიდგინოთ საკონსტიტუციო ინიციატივა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით და რაც მთავარია ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ. ...