ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო2019-12-04 19:10:37

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქსნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა 2019-12-04 19:08:31

„ვისოლ ჯგუფმა“ სტუდენტურიდასაქმების ფორუმი გამართა 2019-12-04 18:42:13

ნათია თურნავა - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო მეტი ბრიტანული ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში2019-12-03 22:00:08

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა 2019-12-03 21:54:32

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

14.05.2019

22:38

ზუგდიდში კოლხი პოეტის, მიმოზა ცანავას "მიმიკა"-ს პრეზენტაცია

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში საქართველოს მწერალთა კავშირის ინიციატივითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გამოცემული კოლხი პოეტის, მიმოზა ცანავას ერთტომეულის, ,,მიმკას'' პრეზენტაცია გაიმართა. 

შემოქმედებით საღამოს, პოეტთან ერთად, მსახიობი ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა და ის პოეტის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. წიგნში შეტანილია პოეტის როგორც ავტობიოგრაფიული მოთხრობა ,,დამსხვრეული ყავარჯენი", ისე 300-მდე რჩეული ლექსი. 

საქართველოს მწერალთა კავშირის წარმომადგენელმა ანა კალანდაძისა და ტერენტი გრანელის პრემიის ლაურეატ მიმოზა ცანავას გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატის წოდებაც მიანიჭა. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, კობა ჯიქიამ პოეტს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II ხელმოწერილი ღვთისმშობლის ხატი გადასცა. 

პოეტის შემოქმედებით საღამოს ზუგდიდიდან მიწვეული მეგობრებიც დაესწრნენ.

 

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

01.11.2019

21:19

“ჩვენ ქვეყანას დღეს განსაკუთრებით სჭირდება გურამ ტატიშვილის რანგის პროფესიონალები" - განაცხადა მარიამ ჯაშმა პროფესორ გურამ ტატიშვილის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოზე

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე აკაკი ზოიძე და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ლადო კახაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გამართულ გრიგოლ მუხაძის სახელობის საქართველოს ქირურგთა ასოციაც...

04.10.2019

19:54

გალერია თბილისში მხატვარ ქეთი დავლიანიძის გამოფენა გაიმართება თბილისის თემაზე

5-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით, გალერია თბილისში მხატვარ ქეთი დავლიანიძის გამოფენა გაიმართება თბილისის თემაზე. ნამუშევრები, რომელიც სპეციალურად თბილისობის დღესასწაულისთვის შეიქმნა, სავაჭრო ცენტრის მე-2 სართულზე გამოიფინება....

08.06.2019

15:55

მარიამ ჯაში: 2020 წლის ივნისში საქართველო ასტროფიზიკისა და კოსმოსური კვლევების პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

„მომავალ წელს, 2020 წლის ივნისში საქართველო ასტროფიზიკის და კოსმოსური კვლევების პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ეს შეხვედრა გახდება ახალი დიალოგის საფუძველი, თუ როგორ შეუძლია საქართველოს და ჩვენი ქვეყნის მსგავს სახელმწიფოებს საკუთარი როლი შეიტანონ კოსმოსური კვლევების გლობალურ დღის წე...

01.05.2019

21:49

ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმს - "თეთრი ქარავანი" კანის კინოფესტივალის სექციაში - Cannes Classics აჩვენებენ

ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმს - "თეთრი ქარავანი" კანის კინოფესტივალის სექციაში - Cannes Classics აჩვენებენ. ამ თემასთან დაკავშირებით, ეროვნულ კინოცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა. ...

23.04.2019

19:26

საქართველოს პარლამენტი „აჩუქე წიგნი“-ს კამპანიაში ჩაერთო

საქართველოს პარლამენტი, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით გამართულ, კამპანიაში „აჩუქე წიგნი“, ჩაერთო....

12.04.2019

20:49

14 აპრილს გაიხსნებალელა და ეთერ თათარაიძეების ვარსკვლავი

ორი გამორჩეული სახელი ქართულ სახელოვნებო სივრცეში დიდი ხნია დამკვიდრდა. თავიანთი განსაკუთრებულობისთვის და შემოქმედებითი გზის უღალატობისათვის ისინი მთელმა საქართველომ შეიყვარა. თბილისის საკონცერტო დარბაზში 14 აპრილს, 19:30 საათზე ლელა და ეთერ თათარაიძეების შემოქმედებითი საღამო გაიმართება და მათი სახ...

27.06.2017

15:00

ზვიად კვაჭანტირაძემ ემიგრანტული შემოქმედების პირველ ფესტივალში - "EM.ART.GE-2017" მონაწილე ემიგრანტული ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელმძღვანელები და წევრები დააჯილდოვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით, ემიგრანტული შემოქმედების პირველი ფესტივალის - "EM.ART.GE-2017" დასკვნითი ღონისძიება და ლიტერატურული კონკურსის „ემიგრანტის წერილი 2017“ - ის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გა...

16.05.2017

19:54

მიხეილ გიორგაძე საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლებს შეხვდა

16 მაისს, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებსაც სხვადასხვა ნომინაციაში სიგელები და საჩუქრები გადასცა. გაიმართა იმ ღონისძიებების პრეზენტაცია, რომლებიც 18 მაისს - მუზეუმების საერთაშორისო დღე...

11.05.2017

20:56

ეროვნული ბიბლიოთეკა ნავთობკომპანია ფრეგოს მხარდაჭერით ვირტუალურ მუზეუმს შექმნის

დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა და ნავთობკომპანია „ფრეგოს“ გენერელურმა დირექტორმა რუსუდან რამაზაშვილმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმად კომპანია დააფინანსებს ეროვნული ბიბლიოთეკის ვირტუალურ მუზეუმს. ...

01.05.2017

15:07

1 მაისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტარტი აიღო საქველმოქმედო პროექტმა „წიგნი ყველა სოფელს".

პროექტი „წიგნი ყველა სოფელს" მეოთხე წელია მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებს შეუქმნას თანაბარი პირობები შემოქმედებითი, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის. 3 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში შეგროვდა 50 000- მდე წიგნი და მომარაგდა 200-მდე ბიბლიოთეკა. წიგნების შეგროვების პროცეს...