მამუკა მდინარაძე NDI-ის კვლევებს უნდობლობას უცხადებს2019-05-21 19:46:55

ლადო კახაძე მთაწმინდის ამომრჩეველს მიმართავს2019-05-21 19:40:29

ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია წელს დასრულდება2019-05-21 19:32:17

ირაკლი ლექვინაძე: უკვე შეგვიძლია ბიზნესის ინტერესები საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავებშიც დავიცვათ2019-05-21 19:03:26

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე–პრეზიდენტს შეხვდა2019-05-21 19:01:43

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

15.05.2019

22:45

გოდოგნის თემის სოფლებში გზის კეთილმოწყობისა და გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

ქუთაისის N47 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილთან, ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატთან დიმიტრი მხეიძესთან, "სოკარ ჯორჯია გაზის" იმერეთის რეგიონალური ოფისის დირექტორთან დავით ჯაიანთან და იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლებთან ერთად გოდოგნის თემში შემავალი სოფლების_ გოდოგანი, ნაგარევი, ზედა ნაგარევი, ჭალასთავი, ბროლისქედი _ გზის კეთილმოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.

7,5 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო ასფალტი–ბეტონის საფარი, რომელიც ცენტრალურ მაგისტრალს უერთდება და საჭიროების შემთხვევაში შეასრულებს შემოვლითი გზის ფუნქციას.

აღნიშნული გზის პროექტი იყო გარდამავალი და განხორციელდა სამ ეტაპად. 
I-II ეტაპი დასრულდა 2018 წელს, რომლის ღირებულებამ შეადგინა 1 000 000 ლარი;
III ეტაპი დასრულდა წელს, ღირებულებით 670 000 ლარი. 
პროექტის მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 1 670 000 ლარი.

 მაშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ქუთაისის N47 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის გენადი მარგველაშვილის ინიციატივითა და შუამდგომლობით განხორციელდა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებლებს 27 წლის განმავლობაში ამორტიზებულ გზაზე უწევდათ გადაადგილება. ადგილობრივებისთვის ქალაქთან ტრანსპორტით დაკავშირებაც პრობლემა იყო, რადგან მიკროავტობუსმა, უგზოობის გამო, რეისების რაოდენობა შეამცირა. წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის უმთავრესი სათხოვარი აღნიშნული გზის მოწესრიგება იყო. გენადი მარგველაშვილის უშუალო ძალისხმევით გოდოგანი-ნაგარევი- ზედა ნაგარევი- ჭალასთავი- ბროლისქედის 7,5 კილომეტრიანი გზის დაგების პროექტი დროულად იქნა შემუშავებული. აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის თანხის 95% სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო, დარჩენილი თანხა კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ასევე დასრულდა გოდოგნის თემის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები. დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილთან ერთად, შველიძეების ოჯახში ბუნებრივი აირი სიმბოლურად აანთო.
აღნიშნულ სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები "სოკარ ჯორჯია გაზის" დაქვემდებარებაში მყოფმა შპს "გაზ სერვისმა" განახორციელა. გაზიფიცირების პრობლემის მოსაგვარებლად მოსახლეობამ დეპუტატს წინასაარჩევნო პერიოდში მიმართა. გენადი მარგველაშვილის შუამდგომლობით სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები 2017 წლის ზაფხულის დასაწყისში დაიწყო და წელს დასრულდა. ამჟამად სოფლების მოსახლეობას ბუნებრივი აირი უწყვეტად მიეწოდება.

მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოფლებისთვის. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა და ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა მზადყოფნა გამოთქვეს სოფლებისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების უახლოეს მომავალში განსახორციელებლად.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

21.05.2019

19:32

ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია წელს დასრულდება

ჭიათურის 24- საათიანი წყალმომარაგებისთვის თანამედროვე და ახალი სისტემის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. ...

15.05.2019

22:50

ანაკლია-განმუხურში წელს 6 მილიონ ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურა მოეწყობა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიას ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული კაფე-რესტორნის სარეაბილიტაციო საუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ...

15.05.2019

22:46

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ. ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრე...

05.05.2019

00:01

ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ანაკლიაში, 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება. ...

04.05.2019

23:53

ზუგდიდი განახლებული ავტოპარკი აქვს

2019 წელს გამოშვებული ოთხი, ახალი ,,ისუზუს" მარკის ავტობუსი უკვე ზუგდიდშია, დანარჩენი 11 კი ორი კვირის ვადაში ჩამოვა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ...

03.05.2019

23:05

ანაკლიაში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 50-ზე მეტი ბაღის მშენებლობას იწყებს. ...

03.05.2019

20:43

სოფელ ძველ ხიბულაში წყლის სისტემის მოწყობის მიზნით აზომვითი სამუშაოები დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში წყლის სისტემის მოწყობის მიზნით, აზომვითი სამუშაოები დაიწყო. ...

01.05.2019

21:37

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ქუთაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისში, მიმდინარე წლის 1 მაისის 22:00 საათიდან, 2 მაისის 21:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაიკეტება შემდეგ ქუჩებზე: პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ცისფერყანწელები...

24.04.2019

19:55

გიორგი შენგელია: ,,ჩემი მერობის პერიოდში ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება“

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდდიის მერობის კანდიდიატმა გიორგი შენგელიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმებზე ისაუბრა და ძირითად გამოწვევებს შეეხო. ...

23.04.2019

19:22

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. გზებზე სამშენებლო სამუშაოების აღწერილობის მიხედვით, თამარ მეფის ქუჩაზე 2300 გრძ/მ გზის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარიანი გზა დაიგება, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ...