9 ივნისს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება2019-06-08 16:28:44

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოში, ფართობების თერმული ნისლით დამუშავება დაიწყო2019-06-08 16:18:33

სოფიო ქაცარავა: ყველაზე ეფექტური გზა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის არის ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ერთიანობა და მდგრადობა2019-06-08 16:16:10

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი2019-06-08 16:14:18

პოლიციამ ძარცვის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა2019-06-08 16:04:02

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

21.05.2019

18:59

ზაზა გაბუნია: „ჩემთვის დეცენტრალიზაციის რეფორმა გახლავთ ცივილიზაციური საკითხი, რადგან 100 წლის წინ ჩვენ ამ რეფორმის და პოლიტიკის დანერგვის საკითხში ევროპაში და მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გახლდით“

რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით, წყალტუბოში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი IV ფორუმი - „რეგიონული ეკონომიკა - ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში“ გაიმართა.

ფორუმის მონაწილეებს კომიტეტის თავმჯდომარემ მოხსენებით მიმართა და რეგიონების და მუნიციპალიტეტების ეკონომიკური და ფინანსური გაძლიერების საკითხებზე ისაუბრა.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დეცენტრალიზაციის პოლიტიკა არის მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის, სამოქალაქო ინტეგრაციის, ქალაქების და რეგიონების საცხოვრებლად და სამუშაოდ მიმზიდველ ადგილებად ქცევისთვის უკვე კარგად აპრობირებული და წარმატებული პოლიტიკა, რეფორმა და მოდელი პარტნიორ ევროპულ სახელმწიფოებში. დეცენტრალიზაცია მიმდინარეობს სახელმწიფო ხელისუფლებიდან, რადგან სწორედ ცენტრის მხარდაჭერითაა შესაძლებელი ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიძინოს ის უფლებამოსილებები, რაც მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის, თუმცა, ამავდროულად ყველას გვესმის, რომ განვითარება შეუძლებელია ეკონომიკური გაძლიერების ახალი შესაძლებლობების გარეშე. თუ ქალაქებს არ ექნათ შესაძლებლობა განკარგონ ადგილობრივი ქონება და კაპიტალი და თუ მათ არ გადაეცათ საჭირო ფინანსები, არ იარსებებს თვითმმართველობის იდეაც. სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომლითაც სახელმწიფო ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება მუნიციპალიტეტები უზრუნველყოს მათი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონებრივი და ფინანსური შესაძლებლობებით. ეს კონსტიტუციური წინაპირობები კი როგორც პარლამენტს, ისე მთავრობას გვავალდებულებს გადავდგათ ნაბიჯები ამ მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისივე განცხადებით,  საჭიროა მცირე/საშუალო ბიზნესის და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის შესაძლებლობების გაჩენა, რადგან სწორედ ამ ფუნქციის შესრულებით  მუნიციპალიტეტი ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს მიაღწევს. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, მუნიციპალიტეტების და ბიზნესის თანამშრომლობა შესაძლებელია, მაშინ როცა ადგილობრივი ხელისუფლება განკარგავს ადგილობრივ ქონებას და კაპიტალს, სწორედ ამიტომ და ამისთვის საჭიროა არამხოლოდ უფლებამოსილებათა, არამედ ქონების დეცენტრალიზაციაც.

„დღეს მუნიციპალიტეტების წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 3.5%-ზეა, ეს არ არის საკმარისი, ამიტომ მთავრობის მიერ მომზადებულ სტრატეგიაში გაიწერა 7%-იანი ზღვარის მიღწევის ამოცანა, რაც მნიშვნელოვანია რადგან შემდგარ, დეცენტრალიზებულ, ევროპულ ქვეყნებში მუნიციპალიტეტები ხარჯავენ საჯარო ფინანსების 25-30%-ს, რადგან ჩვენი მიზანია არა უბრალოდ სერვისის მიმწოდებელი და ერთჯერადი სოციალური დახმარებების გამცემი მუნიციპალიტეტები, არამედ ეკონომიკური განვითარების პროცესში მონაწილე მუნიციპალიტეტები. ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, რომლის მიღებიდან 15 წლის იუბილეს აღვნიშნავთ დღეს, გვავალდებულებს, აღვადგინოთ გათანაბრების პოლიტიკა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილიდან შეიქმნას გათანაბრების ფონდი.

მუნიციპალიტეტისთვის ფინანსური რესურსების და ქონების გადაცემით, ანუ კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებით ჩვენ გავაჩენთ შესაძლებლობას იმისა, რომ ქალაქებმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ იფიქროს არა მოკლევადიან და 1 წლიან დაგეგმვაზე, არამედ შეძლონ 3-4-5 წლიანი განვითარების გეგმების შედგენა. ამ საკითხების მხრივ სამუშაოები ჩასატარებელია და მე იმედი მაქვს რომ ჩვენ თანმიმდევრულად მივაღწევთ ევროპულ სტანდარტებს, რადგან ფინანსურად ძლიერი და ქონების მესაკუთრე მუნიციპალიტეტები იქნება ეკონომიკური განვითარების პროცესში ცენტრალური ხელისუფლების და ბიზნესის მთავარი დასაყრდენი.

ჩემთვის დეცენტრალიზაციის რეფორმა გახლავთ ცივილიზაციური საკითხი, რადგან 100 წლის წინ ჩვენ ამ რეფორმის და პოლიტიკის დანერგვის საკითხში ევროპაში და მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გახლდით. 100 წლის წინ თვითმმართველობის კომპეტენცია იყო ადგილობრივი გადასახადის დაწესება-აკრეფა; ადგილობრივი უძრავი ქონების და კაპიტალის მართვა; მიწის გადასახადის 30% თვითმმართველობებს რჩებოდათ და სხვა. ეს იყო დეცენტრალიზებული სახელმწიფოს მოდელი და ხალხთან ახლოს მყოფი მმართველობა“, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

 

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

30.05.2019

20:38

ირაკლი ლექვინაძე: რეგიონებში საინვესტიციო გადაწყვეტილებებში ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიურობა უნდა გაიზარდოს

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძე, მონაწილეობა მიიღო კახეთის საერთაშორისო რეგიონულ საინვესტიციო ფორუმში „მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“ და პანელზე „საქართველოს ეკონომიკური ზრდის კონცეფცია და საინვესტიციო შესაძლებლობები“ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ...

23.05.2019

20:59

ანაკლიის განვითარების კონსორციუმში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეხვედრა გაიმართა

დღეს, 23 მაისს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ ბრიტანულმა კომპანია „როიალ ჰასკონინგმა“ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. სადაც ეგრეთ წოდებული „ზურმუხტის ქსელის“ შესაბამისობის ანგარიშის /Appropriate Assessment განხილვა მოეწყო. ...

01.05.2019

21:46

1-ლი მაისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო

1-ლი მაისიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს შესაძლებლობა აქვს, ელექტროენერგია საბაზრო ფასად შეისყიდონ. ა...

01.05.2019

21:44

დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე ტექნიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა

პირველ მაისს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტის პროექტის განხილვის მიზნით ტექნიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა. ...

01.05.2019

21:42

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ფარგლებში ორკვირიანი სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. მისიას ხელმძღვანელობს მერსედეს ვერა-მარტინი....

24.04.2019

19:53

ნინო წილოსანი: „ჩვენს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები იქნება რეალური საფუძველი იმისთვის, რომ უფრო მეტმა ქალმა მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს ეკონომიკურ პროგრამებში“

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფმა - „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ მორიგი ზეპირი მოსმენა ჩაატარა. ...

19.04.2019

19:04

ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ნათია თურნავა საზოგადოებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის რანგში წარუდგინა....

19.04.2019

18:46

სადაზღვევო სექტორში კონკურენციის რეგულირების საკითხებზე სემინარი გაიმართა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა სემინარი „კონკურენციის პოლიტიკა და დაზღვევის სფერო“ გახსნა, რომლიც ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ფარგლებში გაიმართა. ...

17.04.2019

19:54

ირაკლი ლექვინაძე: აჭარიდან მომართვიანობის 50% მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორებიდან გვაქვს

„ბიას“ რეგიონული შეხვედრების ფარგლებში ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში ტარიელ გიორგაძე ბათუმში ადგილობრივი ბიზნესის 150მდე წარმომადგენელს შეხვდნენ....

17.04.2019

19:13

ეკატერინე გალდავა უზბეკეთში აზიის ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიწვევით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა სამუშაო ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაშიიმყოფება. ...