„უკვე შეგვიძლია ბიზნესის ინტერესები საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავებშიც დავიცვათ“ - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კანონიერ ძალაში შევიდა და ამოქმედდა „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლიც მიხედვითაც რომლის მიხედვითაც ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილი ხდება საერთო სასამართლოების სისტემაში მიმდინარე ადმინისტრაციულ დავებშიც შეასრულოს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქცია.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, ამ დრომდე ბიზნესომბუდსმენის აღნიშნული ფუნქციის გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოში ჰქონდა.
„ჩვენი ანალიზის მიხედვით ბიზნესისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემურ საკითხად რჩება გაჭიანურებული სასამართლო პროცესები. სწორედ აქედან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მხრიდან გაჩნდა ინიციატივა, რომ ბიზნესის ინტერესების გასაძლიერებლად და ამ მიმართულებით სასამართლოს ეფექტიანობის გასაზრდელად გაფართოებულიყო ბიზნესომბუდსმენის სასამართლოს მეგობრის ფუნქცია. კანონში შესული ცვლილებით ბიზნესომბუდსმენის აპარატს უკვე აქვს შესაძლებლობა საერთო სასამართლოებში ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიმდინარე დავაში ბიზნესის პოზიციების გასაძლიერებლად გააგზავნოს დასკვნა ან საჭიროების შემთხვევაში მიავლინოს იურისტი.“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
სხვა სიახლეები
„ვისოლ ჯგუფმა“ „ფაბრიკაში“სტუდენტებისათვის დასაქმების ფორუმი გამართა და ახალგაზრდებს დასაქმების რეალური შანსის გარდა, „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანიებში - „ვისოლში“, „სმარტში“, „ვენდიში“, „დანკინ დონატსში“ და „ვიანორში“ სტაჟირების გავლისა და ცნობილი ტრენერის პაატა პაპავასა და კომპანიის დამფუძნებლე...
„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა....
„ვისოლი“ საქართველოს ნავთობბაზარზე თვითმომსახურების ქცევას ნერგავს. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოსთან პირველი თვითმომსახურების სადგური გახსნა. ...
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს მასშტაბით უაქციზო საქონლის უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. შესაბამის ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს....
„ვისოლ ჯგუფმა“ გორის „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის“ შემდგომ სტრატეგიული, რიგით მეორემულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზეც შექმნა და ტრანზიტული მარშრუტითა თუ ქვეყნის დასავლეთით მოძრავ მგზავრებს მოგზაურობის სრული კომფ...
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოში აზერბაიჯანის ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ...
„ვენდის“ ქართული რესტორნის მენეჯერმა ქეთი ჩოგოვაძემ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და „ვენდის“ მსოფლიო ქსელის 200 გამორჩეულ მენეჯერთა შორის აღმოჩნდა, ვისი ყოველღიური საზრუნავიც მომხმარებლისთვის ყველაზე კომფორტული გარემოს შექმნა და უმაღლესი ხარისხის, უგემრიელესი მენიუს მომსახურების ყველაზე თანამედროვე...
ბოლო პერიოდში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ქართულ ბიზნესში რუსული კაპიტალის არსებობის შესახებ. საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსული კაპიტალის შემოდინება საფრთხის შემცველია, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, ნებისმიერი ტიპის კაპიტალი საქართველოს ეკონომიკა...
სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომბათუმში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, ოდისეი დიმიტრაიდის ქ, #5-შიმორიგ სუპერმარკეტს ხსნის. ...
1 მაისს 12:00 საათზე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და ZPMC – ს შორის ამწეების თაობაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და კომპანია ZPMC -ის ვიცე პრეზიდენტმა ლიუ ქიზონგმა მოაწერე...