შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავა2019-09-20 22:52:49

გიორგი ვოლსკი: „კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვახასიათებდა“2019-09-20 22:15:20

ირაკლი სესიაშვილი: პროტესტი მიუღებელია მათგან, ვინც თავად აწამებდა ათასობით ადამიანს2019-09-20 22:10:22

საქართველოს პარლამენტმა, 85 ხმით, მესამე მოსმენით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო2019-09-20 22:05:40

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს2019-09-20 22:03:22

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

21.05.2019

19:40

ლადო კახაძე მთაწმინდის ამომრჩეველს მიმართავს

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს ქართული ოცნებიდან არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების იმედი აქვს. ლადო კახაძემ ამომრჩევლებს საკუთარი დაპირებები კიდევ ერთხელ შეახსენა და განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, არსებულ პრობლემების აღმოსაფხვრელად აქტიურად იმუშავებს.

კახაძემ ამომრჩევლებს მეორე ტურში მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"იმედი მაქვს, რომ მეორე ტურისთვის  ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით და შედეგი იქნება გაორმაგებული, იქნება სასურველი შედეგი იმისთვის, რომ თქვენი წარმომადგენელი იგულოთ პარლამენტში.

მე არა ერთხელ აღმინიშნავს, რომ  „ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა , რომელიც არსებული გამოწვევების პირობებში,  რეალურად ხედავს გამოსავლის გზებს და სტაბილურობის  შენარჩუნების გზაზე, ეკონომიკური პროექტების განვითარების გზაზე ცდილობს მდგომარეობიდან გამოსავლის საუკეთესო ვარიანტის ძიებას, არა მარტო შეთავაზებას, არამედ მასში აქტიურად ჩართვას და ამ პრობლემების მოგვარებას.

მე როგორც მთაწმინდის, თქვენს მაჟორიტარ დეპუტატს, ამ ძალის წარმომადგენელს მაქვს შეთავაზებები, რომელიც უცვლელია.  ეს არის ძველი ავარიული სახლების გამაგრება, რეაბილიტაცია, ეს არის ისტორიული კუთვნილების ობიექტების გაკეთილშობილება, უსაფრთხოების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე მისი რეალიზაცია, სწორი ორიენტაცია და ამ კუთხით მისი,  როგორც საკუთრების გაზრდა თითოეული მოსახლისათვის,  ტურისტულ პოტენციალში სწორად მოაზრება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

ვიცით, რომ გაჭირვებაა, სოციალური გამოწვევებია, ვიცით დასაქმების პრობლემები, რომელიც ქვეყანასაც ისევე აწუხებს, როგორც ჩვენს მთაწმინდელებს და ჩემი პარლამენტში მოხვედრის პირობებში გააქტიურდება მუშაობა ამ კუთხით. ეკონომიური პროექტების აქტიური მხარდაჭერა თქვენთან ერთად, თქვენი  მიერ დელეგირებული უფლებებით იქნება განხორციელებული  ზუსტად იმ პოზიციიდან  გამომდინარე, რომ ჩვენ უნდა ვაშენოთ, შევქმნათ ახალი კონსტრუქციები, ახალი ურთიერთობები,  რომელიც ჩვენი სისხლისა და ხორცის, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების  ჩვენთან  გაერთიანების სურვილს გააათმაგებს.

დასახულია ბევრი პროექტი, რომელიც ეხება მთაწმინდის რაიონში ცალკეული ქუჩების და კონკრეტული ქუჩების  რეაბილიტაციას, რომელიც გაზრდის ტურისტულ არეალს და პოტენციალს.

მოგეხსენებათ, რომ სრულდება შესანიშნავი პროექტი, საჩვენებელი,  შესანიშნავი პროექტი ორბელიანის  მოედანზე, რომელიც არის ნათელი მაგალითი,  როგორ მოვუაროთ წარსულს და როგორ შევქმნათ მისგან ის პროდუქტი, რომელიც ღირსეულად მოემსახურება მის მომავალს, ერთი-ორად გაზრდის სურვილს ქალაქის დათვალიერების იმ ტურისტებისთვის, რომელთა რიცხვი  კიდევ მეტად გაიზრდება.

მინდა მოგახსენოთ, რომ საქმიანი შეხვედრა მქონდა თბილისის მერთან, ხშირად ხდება ასეთი შეხვედრები და ჩემს მთაწმინდელებს სასიხარულო ამბავი მინდა გითხრათ, რომ მთაწმინდის რაიონში სამი ქუჩა დგება სრული რეაბილიტაციის გრაფიკში, ეს არის ასათიანის ქუჩა, სულხან-საბას ქუჩა და ეს არის ინგოროყვას ქუჩა, რომელიც აქ მოსახლე ადამიანების უსაფრთხოების პრინციპიდან გამომდინარე, ასევე მათი ქონებრივი პოტენციალის გაზრდას მოემსახურება და რაც მთავარია მოემსახურება ქალაქის ურბანული პრინციპების განვითარების ხარჯზე ტურისტული არეალების გაზრდას.

მინდა გითხრათ, რომ გამოწვევები ძალიან ბევრია, საინტერესო გამოწვევებია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და ჩვენი ღირსეული თანადგომა კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ თქვენ ნათელი მომავლისა და ხვალინდელი დღის რწმენით ხართ გაერთიანებულნი მხარი დაუჭიროთ ამ ძალის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს.

ჩემო ძვირფასო მთაწმინდელებო, მინდა მადლობის მერე , კიდევ ერთხელ შემოგთავაზოთ ბრძოლის ველზე გამოსვლა, ბრძოლისა, რომელიც წასაგებად არ არის, მოსაგებადაა და ეს მოგება სრულიად საქართველოს მკვიდრთ და მათი ღირსეული დედაქალაქის და დედაქალაქში გამორჩეული მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას საამაყოდ გექნებათ.

მოგიწოდებთ აქტიურობისა და თანადგომისაკენ, რამეთუ დასახული მიზანი რეალური გავხადოთ."- მიმართა ამომრჩეველს ლადო კახაძემ.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

20.09.2019

22:15

გიორგი ვოლსკი: „კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვახასიათებდა“

აღნიშნული განცხადება აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს....

20.09.2019

22:10

ირაკლი სესიაშვილი: პროტესტი მიუღებელია მათგან, ვინც თავად აწამებდა ათასობით ადამიანს

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არანაირ ეჭვს და კითხვებს არ ბადებს....

20.09.2019

22:05

საქართველოს პარლამენტმა, 85 ხმით, მესამე მოსმენით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ამ კოდექსით დავიცავთ ჩვენს ბავშვებს, გავაძლიერებთ ოჯახებს და მივცემთ ბავშვებს უკეთეს განათლებას. ეს კოდექსი გრძელვადიან პერსპექტივაში დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ბავშვს გამოიყვანს სიღარიბიდან და ძალადობის ჭაობიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივად, ჩვე...

19.09.2019

23:01

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მფრინავებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს თავდაცვის ძალები 19 სექტემბერს სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული დღე სამხედრო მფრინავებს, ვეტერანებს შერეულ საავიაციო ბაზაზე მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმეში წარმატებები უსურვა. ...

19.09.2019

22:59

ზვიად ძიძიგური: „ძალიან სამწუხარო ფაქტთან გვაქვს საქმე, რაც გამოიხატება იმაში, რომ მკვლელები აღმოჩნდნენ შეწყალებულთა სიაში“

„ძალიან სამწუხარო ფაქტთან გვაქვს საქმე , რაც გამოიხატება იმაში, რომ მკვლელები აღმოჩნდნენ შეწყალებულთა სიაში. ეს არის ისეთი მოვლენა, როდესაც ისეთი ჰუმანური აქტი, რასაც შეწყალება ჰქვია, რაც გამთლიანებას და ჰარმონიას უნდა იწვევდეს საზოგადოებაში, პირიქით, იწვევს უკმაყოფილებას“-ამის შესახებ განცხადება ტე...

10.09.2019

21:32

ნიკა მელიამ სასამართლოს გადაწყვეტილება დაარღვია

ნიკა მელიამ სასამართლოს გადაწყვეტილება სამი თვის თავზე დაარღვია. ის ტელეკომპანია "კავკასიაში" სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. ...

10.09.2019

21:27

საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისადმი

საქართველოს პრეზიდენტმა, მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, თბილისში მიმდინარე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე....

10.09.2019

21:17

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, დეიმონ ვილსონსა და ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ...

10.09.2019

21:11

არჩილ თალაკვაძე ლიეტუვის სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ლიეტუვის სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ჟიგიმანტას პავილიონისს შეხვდა....

09.09.2019

21:37

არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ რიკერს შეხვდა. ...