შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავა2019-09-20 22:52:49

გიორგი ვოლსკი: „კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვახასიათებდა“2019-09-20 22:15:20

ირაკლი სესიაშვილი: პროტესტი მიუღებელია მათგან, ვინც თავად აწამებდა ათასობით ადამიანს2019-09-20 22:10:22

საქართველოს პარლამენტმა, 85 ხმით, მესამე მოსმენით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო2019-09-20 22:05:40

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს2019-09-20 22:03:22

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

23.05.2019

18:50

ლონდა თოლორაია აღაიანში მომხდარზე - „ძალიან ფაქიზი თემაა, ამიტომ ნამდვილად ფრთხილ გაშუქებას საჭიროებს და სამინისტროს მხრიდანაც ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ მიმდინარე მოვლენებზე მედიის კითხვებს უპასუხა, მათ შორის კითხვა ეხებოდა აღაიანში მომხდარ ფაქტს, არასრულწლოვანი დედის მიერ ბავშვის მკვლელობას. ლონდა თოლორაიას თქმით, რადგან არასრულწლოვანს ეხება, ეს საქმე ფრთხილ გაშუქებას საჭიროებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც ძალიან ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო.

„ჩვენ გვყავს არასრულწლოვანი რომელიც დღეის მდგომარეობით იმხილება დანაშაულის ჩადენაში. ძალიან ფაქიზი თემაა, ამიტომ ნამდვილად ფრთხილ გაშუქებას საჭიროებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც ძალიან ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო.

ამ ფაქტზე გამოძიების დაწყება დაუყოვნებლივ მოხდა. ინფორმაციის გავრცელება ეფუძნებოდა იმ დროისათვის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ვნახოთ, როგორც შეიცვლება სურათი. მე თავს შევიკავებ გამოძიების სხვა დეტალებზე საუბრისგან, იმიტომ, რომ არის ძალიან სენსიტიური თემა. ვიტყვი იმასაც, რომ შეტყობინებაზე რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო შემოსული, თავის დროზე გამოძიება დაწყებული არ ყოფილა, რაზეც, როგორც თქვენთვის ცნობილია, გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა. ერთ 
თანამშრომელს შეჩერებული აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილება. მოკვლევა გრძელდება და თუ დღის წესრიგში დადგება სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაზეც მოახდენს მკაცრ რეაგირებას.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეფუძნება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, შესაბამისად იმ დროისთვის გავრცელებული ინფორმაცია შეესაბამებოდა ბრალდებულის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ბრალდებულს აქვს უფლება ყველა ეტაპზე შეცვალოს მისი პოზიცია, ყველა ეტაპზე შეცვალოს ჩვენება, შესაბამისად სურათის შეცვლა, ბრალდების აღიარების ან არაღიარების, ან ნაწილობრივ აღიარების კუთხით, ეს არის გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე აბსოლუტურად ბრალდებულის პოზიციაზე დამოკიდებული.“ - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

20.09.2019

22:03

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

ტექნიკური სამუშაოების გამო, 21 სექტემბრის 21:00 საათიდან 22 სექტემბრის 09:00 საათამდე სრულად გაითიშება მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი. ...

19.09.2019

23:04

სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, არასრულწლოვნების, შშმ პირების, მარტოხელა მშობლებისა და დევნილების ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერად გათავისუფლებას ითვალის...

10.09.2019

21:12

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში ცოტა ხნის წინ მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინისტიტუტისა და სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან 5 კმ-ში, სომხეთში დაფიქსირდა. ...

06.09.2019

16:51

ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენეს

ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ...

05.09.2019

21:05

შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგიონებში „ჭკვიანი“ კამერების განთავსებას განაგრძობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, 8 სექტემბრის 00:00 საათიდან 15 სექტემბრის 00:00 საათამდე, ნუცუბიძის ფერდობის ცალკეულ საგზაო მონაკვეთებზე ავტოტრ...

02.09.2019

19:05

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს მშვიდობისმყოფელის დღე მიულოცა

31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა. საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო მართვის ცენტრიდან მიულოცა....

30.08.2019

20:25

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებაზე - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ ესკალაცია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თვალს ადევნებს ცნობებს სამხედრო ძალის ზრდის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს „სამხრეთ ოსე...

30.08.2019

20:17

საპატრულო პოლიციამ ძარცვის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული დ.კ. ძარცვის მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს....

22.08.2019

17:51

"რუსთავი2"-ში განვითარებული მოვლენები - ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

"რუსთავი2"-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. ...

22.08.2019

16:04

სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი 8 სახლის მშენებლობას ახორციელებს....