შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავა2019-09-20 22:52:49

გიორგი ვოლსკი: „კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვახასიათებდა“2019-09-20 22:15:20

ირაკლი სესიაშვილი: პროტესტი მიუღებელია მათგან, ვინც თავად აწამებდა ათასობით ადამიანს2019-09-20 22:10:22

საქართველოს პარლამენტმა, 85 ხმით, მესამე მოსმენით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო2019-09-20 22:05:40

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს2019-09-20 22:03:22

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

30.05.2019

20:30

ნათია მეზვრიშვილი „ქუჩური გარჩევის“ კანონპროექტზე - „ეს არის კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება, რომელიც იმ საკანონმდებლო ცვლილებებით დავიწყეთ, რასაც ამ პარლამენტმა მხარი დაუჭირა და პრაქტიკაში ძალიან წარმატებით მუშაობს“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა „ქუჩური გარჩევის“ შესახებ კანონპროექტი წარადგინა პარლამენტში, რომელიც ამჟამად მესამე მოსმენით გავიდა. ნათია მეზვრიშვილმა კანონპროექტის შესახებ დამატებითი განმარტებები გააკეთა და დეპუტატების, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.  

„საკითხი დგას ძალიან მარტივად და აქ უბრალოდ არის ღირებულებების თემა, რაშიც როგორც ჩანს არსებობს აზრთა სხვადასხვაობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გარკვეულ დეპუტატებს შორის, ბუნებრივია ყველას არ ვეხები. საუბარია იმაზე, გვინდა თუ არა, რომ ე.წ. „ქუჩური გარჩევები“ დავსაჯოთ სისხლის სამართლის წესით, რაც საკმაოდ ხშირია პრაქტიკაში და რასაც თან ახლავს ძალადობა, ძალადობის მუქარა, იძულება და სხვა უკანონო ქმედებების გამოყენება. შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ძალოვანი უწყების პასუხი 
არის ძალიან მარტივი. გვინდა, რომ დავსაჯოთ სისხლის სამართლის წესით, გასაგებია, რომ ამაში ზოგი დეპუტატი არ გვეთანხმება, თუმცა პარლამენტია, ვიხილავთ, განსხვავებული მოსაზრებები გამოითქმება და ამაში პრობლემას ვერავინ ვხედავთ.

ამ ქმედების კრიმინალიზაციასა და ჰუმანური პოლიტიკისგან ნაბიჯის უკან გადადგმას შორის, არანაირი კავშირი არ არსებობს. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ უკვე ვთქვით, რომ გარკვეულ დანაშაულებთან მიმართებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ჰუმანურ პოლიტიკას. აქ სიმკაცრესა და ჰუმანურობას შორის სხვაობაა და ეს ორი ცნება ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. ჰუმანური პოლიტიკის განხორციელებისგან ჩვენ არ გადაგვიხვევია. აქ საუბარია იმაზე, დავსაჯოთ თუ არა სისხლის სამართლის წესით გარკვეული ქმედება, რომელიც დღეს 
გამოწვევას წარმოადგენს.

ფაქტია, რომ ეს გამოწვევაა. სტატისტიკა, პრაქტიკა და მაგალითები, რომლებიც პრაქტიკაში არაერთი გვქონია, თუნდაც გასული წლის განმავლობაში, ამის საჭიროებას ადასტურებს. მარტივი საკითხია, გვინდა თუ არა, რომ ეს სისხლის სამართლის წესით დავსაჯოთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება, რომელიც იმ საკანონმდებლო ცვლილებებით დავიწყეთ, რასაც ამ პარლამენტმა მხარი დაუჭირა და პრაქტიკაში ძალიან წარმატებით მუშაობს.  ის კანონები, რომლებიც გასულ წელს მივიღეთ მანდატურებთან დაკავშირებით, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით, დანაშაულის დაფარვა- შეუტყობინებლობასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიბაროთ, მოვალთ 
და წარმოგიდგენთ  სტატისტიკურ მაჩვენებლებს, გნებავთ კომიტეტის ფორმატში, პარლამენტის მიერ მხარდაჭერამ პრაქტიკაში როგორი ნაყოფიერი შედეგი გამოიღო კრიმინალთან ბრძოლის კუთხით. ამიტომ, რადგან ამ კანონს პრინციპების დონეზე ვიხილავთ, ეს საკითხი უნდა იქნეს მხარდაჭერილი. იმიტომ, რომ საკითხი ძალიან მარტივია, ამ ტიპის ქმედებები  უნდა დავსაჯოთ.“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

20.09.2019

22:03

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

ტექნიკური სამუშაოების გამო, 21 სექტემბრის 21:00 საათიდან 22 სექტემბრის 09:00 საათამდე სრულად გაითიშება მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი. ...

19.09.2019

23:04

სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, არასრულწლოვნების, შშმ პირების, მარტოხელა მშობლებისა და დევნილების ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერად გათავისუფლებას ითვალის...

10.09.2019

21:12

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში ცოტა ხნის წინ მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინისტიტუტისა და სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან 5 კმ-ში, სომხეთში დაფიქსირდა. ...

06.09.2019

16:51

ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენეს

ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ...

05.09.2019

21:05

შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგიონებში „ჭკვიანი“ კამერების განთავსებას განაგრძობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, 8 სექტემბრის 00:00 საათიდან 15 სექტემბრის 00:00 საათამდე, ნუცუბიძის ფერდობის ცალკეულ საგზაო მონაკვეთებზე ავტოტრ...

02.09.2019

19:05

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს მშვიდობისმყოფელის დღე მიულოცა

31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა. საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო მართვის ცენტრიდან მიულოცა....

30.08.2019

20:25

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებაზე - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ ესკალაცია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თვალს ადევნებს ცნობებს სამხედრო ძალის ზრდის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს „სამხრეთ ოსე...

30.08.2019

20:17

საპატრულო პოლიციამ ძარცვის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული დ.კ. ძარცვის მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს....

22.08.2019

17:51

"რუსთავი2"-ში განვითარებული მოვლენები - ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

"რუსთავი2"-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. ...

22.08.2019

16:04

სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი 8 სახლის მშენებლობას ახორციელებს....