დიმიტრი ხუნდაძე: არჩილ ტატუნაშვილი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას2020-02-22 23:03:05

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში ეკო კლუბი ,,მწვანე მებრძოლები“ შეიქმნა2020-02-22 23:00:16

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ადგილობრივი რესურსცენტრებისა და სკოლების დირექტორებთან დისკუსია გაიმართა2020-02-22 22:57:05

პოლიციამ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი2020-02-22 22:55:16

შალვა გოგოლაძემ იმერეთის სპორტსკოლებს სპორტული ინვენტარი გადასცა 2020-02-22 22:52:08

ევროკავშირმა სირიის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

კორონავირუსის გამო, გადაადგილებასა და ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესება არ არის საჭირო- აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში

კორონავირუსი მსოფლიოს 20 ქვეყანაში ფიქსირდება

04.06.2019

15:39

თეა წულუკიანი: „GITI“-მ შექმნა საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის უნიკალური მოდელი, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაზე ერთობლივად მუშაობს“

კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება, ინოვაციური IT პროექტები და ამ სფეროში სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული გამოცდილების გაზიარება − ეს რეგიონული კონფერენციის მთავარი თემებია, რომელსაც ყოველწლიურად საქართველო მასპინძლობს. წლევანდელი მე-11 კონფერენცია 4 ივნისს დაიწყო და ის ტრადიციულად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.  

იუსტიციის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ახალი ტექნოლოგიების მნიშვნელობას  სახელმწიფოსა და მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორც მან აღნიშნა, ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორიცაა: ელექტრონული მმართველობის განვითარება,  მოქალაქეებისათვის სერვისების მიწოდების ერთიანი პლატფორმის (My.gov.ge) ფუნქციონირება, ელექტრონული დეკლარირების სისტემა, ელექტრონული აუქციონი და შესყიდვები, საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მიწოდება, შეუძლებელი იქნებოდა IT ტექნოლოგიების განვითარების გარეშე:

„თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია ამა თუ იმ ორგანიზაციისა თუ ქვეყნის სრულყოფილი ფუნქციონირება.  ნებისმიერი რეფორმის განხორციელებისას უმნიშვნელოვანესი წილი მოდის IT სფეროზე.  საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ელექტრონული მმართველობის განვითარების პროცესში.  ჩვენი სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი სტრუქტურების − მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სმართ ლოჯიქის მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად საქართველო სხვადასხვა საერთაშორისო, მათ შორის, მსოფლიო ბანკის, რეიტინგში მოწინავე ადგილს იკავებს ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით“.

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებზეც, რომლებიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე − დიდ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებს მოშორებულ პატარა სოფლებში − ერთნაირად მაღალი სტანდარტით გასცემს სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებს, რაც სწორედ ტექნოლოგიების განვითარების შედეგია. უძრავი ქონების რეგისტრაციისა და ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველო მოწინავე ადგილზეა, ბიზნესის ონლაინ რეგისტრაცია კი, ინოვაციური მომსახურებაა. იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველომ, როგორც თანამედროვე ქვეყანამ, უნდა გააგრძელოს ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მომსახურებისა თუ სხვა მიმართულებების განვითარება, ამ პროცესში კი, კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა განუზომლად დიდია.

„საქართველოს სახელმწიფო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის კიბერუსაფრთხოების დონის ამაღლებას.  ამ მიმართულებით მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ძალისხმევით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ამჟამადაც ხორციელდება. „GITI“ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში რეგიონული მასშტაბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც თავს უყრის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სფეროში ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნების წამყვან მოთამაშეებს, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს. მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციამ თავისი არსებობის განმავლობაში შექმნა საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის უნიკალური მოდელი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებისთვის ერთობლივად ვიმუშაოთ“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე ნიკოლოზ გაგნიძემ. მისი თქმით, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება წარმოუდგენელია ინფორმაციული უსაფრთხოების გარეშე.

„დღეისათვის საქართველო ელექტრონული მმართველობის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან ეტაპს გადის.  სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მიერ იქმნება  ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული არაერთი მომსახურება და ამით მარტივდება და, ფაქტობრივად, ახალ ეტაპზე გადადის სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობა,  ეს პროცესი კი,  მჭიდროდ არის დაკავშირებული ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან.  ამდენად, კონფერენციას ამ მხრივაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.  ამასთან, როგორც ელექტრონული მმართველობის, ისე ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა და მოხარული ვართ, რომ ჩვენი სააგენტო მისი დაარსებიდან მოყოლებული ამ კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია“, − განაცხადა ნიკოლოზ გაგნიძემ.

მე-11 რეგიონულ კონფერენციას მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი ესწრება და ის მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და „ICT ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით იმართება.

ღონისძიების მეორე დღეს, 5 ივნისს, მონაწილეები კიბერუსაფრთხოების სფეროს მსოფლიოში აღიარებული ექსპერტების პრეზენტაციებს მოისმენენ. კონფერენცია საუკეთესო IT პროექტების ავტორთა დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება. 15 ნომინაციაში წელს საჯარო და კერძო სექტორის 20 პროექტია წარდგენილი.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

21.02.2020

21:50

გიორგი გახარია - ყველაფერი იქნება წყნარად, მშვიდად, ისე, როგორც დასავლური ოჯახის ღირსეულ წევრს, საქართველოს შეეფერება

კიბერსივრცე მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის არ არის პრობლემა და რისკების შემცველი, კიბერსივრცე არის გლობალური გამოწვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა....

21.02.2020

21:43

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების თემაზე გამართული კონფერენციის გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ...

21.02.2020

21:34

თავდაცვის მინისტრი კანადელ დიპლომატებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კანადის ახალდანიშნულ ელჩს, ჯამალ ქოქარს და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიულ და ევროპულ საკითხთა დირექტორატის გენერალურ დირექტორს, დევიდ სპრულს უმასპინძლა. ...

19.02.2020

17:56

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

20-21 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიმართება....

19.02.2020

17:54

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას და მერაბ ქვარაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,საქართველოს ორგნულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შ...

18.02.2020

22:10

პრეზიდენტმა მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე, კრიზისული ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფის შეხვდა, რომელიც საქართველოში წარმომადგენელთა პალატის დელეგაციასთან ერთად, სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ...

18.02.2020

21:24

დავით ზალკალიანი მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ იუსოფს შეხვდა....

18.02.2020

18:46

არჩილ თალაკვაძე: ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, რუსეთი საქართველოში ინარჩუნებს მავთულხლართების კედელს, რომელიც ხელოვნურად ყოფს ადამიანებს

„ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, რუსეთი საქართველოში ინარჩუნებს მავთულხლართების კედელს, რომელიც ხელოვნურად ყოფს ადამიანებს - ეს კედელი არის დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ. ჩვენ ჩვენს აფხაზ ძმებს აუცილებლად დავიბრუნებთ და ეს თაობა შეძლებს ქვეყნის გამთლიანებას“,- ამის შესახებ ა...

17.02.2020

21:10

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 50 მილიონამდე ლარი მოიპარა ბიუჯეტიდან -აპირებენ თუ არა, ეს ფული დააბრუნონ ბიუჯეტში?

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დადასტურებულად, 50 მილიონამდე ლარი შეჭამა, მოიპარა ბიუჯეტიდან - აპირებენ თუ არა, ეს ფული დააბრუნონ ბიუჯეტში? მერე ილაპარაკონ ყველაფერ დანარჩენზე, კითხვაზე მაინც გაგვცენ პასუხი, გრძნობენ თუ არა, პასუხისმგებლობას ამასთან დაკავშირებით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავ...

17.02.2020

18:00

ზაზა გაბუნია - მივესალმები გარემოს დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით

საქართვლოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფარგლებში, ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის შექმნას გამოეხმაურა....