გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ2019-08-16 18:42:07

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია2019-08-16 18:33:22

გურიის პოლიციის თანამშრომლებმა ოზურგეთში ახალშობილი გადაარჩინეს2019-08-16 18:28:45

ბექა ოდიშარია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა2019-08-16 18:26:05

აჭარის რეგიონში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს2019-08-15 21:01:26

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

04.06.2019

15:48

ორბელიანის მოედნის და მიმდებარე არეალის რეაბილიტაცია დასრულდა

პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისიდან დაიწყო და სამუშაოებს ჯამში, ორი წელი დასჭირდა.

ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების გახსნის ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დაესწრნენ და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

„დღეს ჩემთვის, ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, მოსახლეობას დავპირდი, რომ ორბელიანის მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები რეაბილიტირებული იქნებოდა. ჩვენ ეს დაპირება შევასრულეთ, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი შენი სამშობლოს, ხალხის, ოჯახის, შვილების, მომავალი თაობების მიმართ მსახურებაა. მე ყოველთვის ვეუბნები ჩემს თანამშრომლებს და ასევე, ჩემს შვილებს, რომ სადაც არ უნდა იყვნენ, რასაც არ აუნდა აკეთებდნენ, მათი ყოველდღიური საქმიანობა უნდა იყოს ისეთი, რომ სხვას ანიჭებდეს სიხარულსა და ბედნიერებას. ჩვენ ამ პრინციპით ვაგრძელებთ მუშაობას. უბედნიერესი ადამიანი ვარ ჩემს თანაგუნდელებთან - იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ, რათა ორბელიანის მოედანი მისი მიმდებარე ქუჩები ასეთი ლამაზი და კეთილმოწყობილი ყოფილიყო. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ მთელი ქალაქი ასეთი იყოს - გამართული ინფრასტრუქტურით, ეკოლოგიურად სუფთა, მოწესრიგებული, ძალიან ბევრი მწვანე სივრცით. დარწმუნებული ვარ, ამას ერთიანი ძალისხმევით მოვახერხებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლების თანადგომის გარეშე, მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, მამუკა ბახტაძე პირადად იყო ჩართული ჩვენი საარჩევნო პროგრამის შედგენაში და მისი ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ დღეს დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ ლარზე მეტია. ამით ჩვენ შეგვიძლია, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ და რომ არა ის მხარდაჭერა, რაც პრემიერ-მინისტრის, ცენტრალური ხელისუფლებისგან გვაქვს, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. მინდა, პრემიერ-მინისტრს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა საკანონმდებლო ორგანოსა და დედაქალაქის საკრებულოს წევრებსაც გადაუხადა.

„ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე ვდგავართ, უამრავი გამოწვევაა ქალაქში და ამას ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, გარკვეული რეგულაციების ცვლილება სჭირდება, რაც დაწყებული გვაქვს. ამაში ძალიან დიდი მხარდაჭერა და თანადგომა გვაქვს თბილისის საკრებულოს მხრიდან. შეუძლებელია, ვიფიქროთ წარმატებასა და წინსვლაზე, თუ რეფორმები არ განვახორციელეთ. მინდა, საკრებულოს თითოეულ წევრს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რასაც ისინი თბილისისა და თბილისელებისთვის ჩვენთან ერთად აკეთებენ.

ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება და წარმატებით დასრულება ასევე, შეუძლებელია საკანონმდებლო მხარდაჭერის გარეშე. ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ, გავამკაცრეთ კანონები, სამშენებლო რეგულაციები სხვადასხვა მიმართულებით. ეს გარდაუვალი იყო და ამის გარეშე შეუძლებელია, მომავალზე გვეფიქრა. ამაში ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება საქართველოს პარლამენტიდან. მინდა, თითოეულ ჩვენს პარლამენტარს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ნამდვილად მეამაყება, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. ამაყი ვარ, რომ ჩვენი გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე (ფხოვის, ფურცელაძის, ათონელის, აბჟანდაძის, ხაზინის, თაბუკაშვილის და ხიდის ქუჩებზე) სრულად შეიცვალა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები: მოეწყო სადრენაჟო სისტემა, განახლდა წყალარინების და სანიაღვრე ქსელები, ასევე წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდებისა და სუსტი დენის სისტემები. ჯამში, აღნიშნული სამუშაოების ღირებულებამ 10.5 მლნ ლარი შეადგინა.

აღნიშნულ ისტორიულ არეალში არსებულ 20 შენობას ჩაუტარდა რესტავრაცია-რეაბილიტაცია. მათგან 13 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. 20-დან ათი შენობა ხელახლა აშენდა. შენობების გარდა, სრულად განახლდა შიდა ეზოები. ძეგლებზე აღდგა ყველა არქიტექტურული და მხატვრული დეტალი, რესტავრაცია ჩაუტარდა გადარჩენილ ნაწილებს, განახლდა რკინისა და ხის ნაკეთობები. გარდა ამისა, შენობებზე დამონტაჟდა დეკორატიული განათება. რეაბილიტაციის ამ ნაწილის ღირებულება 45 მლნ ლარია.

შენობების რეაბილიტაციის პარალელურად, ფხოვისა და ხაზინის ქუჩების ქვეშ განთავსდა 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომლის ფართობი 5 700 კვადრატული მეტრია. სადგომი თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს, აღჭურვილია უსაფრთხოების (სახანძრო, ვიდეო-მეთვალყურეობა) და წვდომა-აღრიცხვის სისტემებით, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტოსადგომის მშენებლობის ღირებულება 9 მლნ ლარია.

რეაბილიტაციის პროცესში, ე.წ. ყვავილების ბაზრობისთვის დაგეგმილია სპეციალური, გარემოსთან ადაპტირებული მხატვრული სავაჭრო პავილიონების მოწყობა. რეაბილიტაციის პროცესში კერძო ინვესტიციით, უშუალოდ სარეაბილიტაციო ქუჩებზე დაიწყო ოთხი სასტუმროსა და ორი სავაჭრო-კომერციული ობიექტის მშენებლობა, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით, 15 მლნ ლარია.

დასკვნით ეტაპზე, განხორციელდა ორბელიანის მოედნის მიმდებარედ არსებული, ძეგლის სტატუსის მქონე ორი რეკრეაციული ზონის - 9 აპრილის სახელობის (ქვედა იარუსი) და ორბელიანების სახელობის სკვერების რეაბილიტაცია, სადაც ინფრასტრუქტურა და გამწვანების კომპონენტი განახლდა. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 1.5 მლნ ლარია.

რეაბილიტაცია დასრულდა კეთილმოწყობის სამუშაოებით, რაც შვიდი სარეაბილიტაციო ქუჩის, მათ შორის, ორი ძირითადი ქუჩის საფეხმავლო მონაკვეთად მოწყობას გულისხმობს. ქუჩები სრულად მოპირკეთდა, დაირგო მრავალწლოვანი ხე-მცენარეები, დამონტაჟდა სხვადასხვა ტიპის განათება, მოეწყო ახალი სატრანსპორტო კვანძები ადაპტირებისა და რეკრეაციული მოთხოვნების დაცვით. სივრცეში განთავსდა მხატვრული სცენა და გამოფენისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. განხორციელდა წვდომის სისტემების მონტაჟი საფეხმავლო მონაკვეთების იზოლირებისთვის. კეთილმოწყობის კომპონენტის ჯამური ღირებულება დაახლოებით, 15 მლნ ლარია.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

16.08.2019

18:33

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს სცდება....

15.08.2019

21:01

აჭარის რეგიონში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ორ პირს ბრალ...

19.07.2019

19:09

აშშ-ს საელჩო „რუსთავი 2“-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

"მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და უზრუნველყოფილი იყოს მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა, - ამის შესახებ აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება....

19.07.2019

18:59

არჩილ თალაკვაძე: როგორ გაგრძელდება „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი, არის მისი მფლობელის პრეროგატივა, ამაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა

„ევროსასამართლომ, პრაქტიკულად, დაადგინა, რომ სახელმწიფომ და მართლმსაჯულების სისტემამ ამ საქმეზე სწორი და კანონიერი გადაწყვეტილებები მიიღო. თუ როგორ გაგრძელდება „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი, ეს არის მისი მფლობელის პრეროგატივა, ამაში სახელმწიფო ვერანაირად ვერ ჩაერევა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენ...

17.07.2019

19:04

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯონათან პერიშს შეხვდა. ...

17.07.2019

18:53

თეა წულუკიანმა ერაყის დელეგაცია მიიღო

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ნიზარ ისსა აბდულ-ჰადი ალ-ხაირალას შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გაიმართა და მას მინისტრის მოადგილეები გიორგი პატარიძე და ალექსანდრე ტაბატაძე ესწრებოდნენ. ...

17.07.2019

18:39

ლევან იზორია და ელიზაბეთ რუდი GDRP-ის შემაჯამებელ სწავლებას დაესწრნენ

თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მომზადებას აგრძელებს. ...

17.07.2019

00:16

სტუდენტური დასაქმების ფორუმი შინაგან საქმეთა სამინისტროში - სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა სტუდენტებს 400-მდე ვაკანსია და სტაჟირება შესთავაზეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტური დასაქმების მეორე ფორუმი გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გახსნა. ...

17.07.2019

00:07

მაშველებმა ყაზბეგში ლიეტუვას მოქალაქე გადაარჩინეს

4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი ლიეტუვას მოქალაქე მაშველებმა ამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ მყინვარწვერზე მყოფ ტურისტთა ჯგუფიდან ერთ-ერთი, 53 წლის მამაკაცი ყინული ნაპრალში ჩავარდა და დაშავდა....

16.07.2019

23:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 16 ივლისს, 24:00 საათიდან, მეტეხის ხიდიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება გზი...