9 ივნისს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება2019-06-08 16:28:44

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოში, ფართობების თერმული ნისლით დამუშავება დაიწყო2019-06-08 16:18:33

სოფიო ქაცარავა: ყველაზე ეფექტური გზა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის არის ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ერთიანობა და მდგრადობა2019-06-08 16:16:10

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი2019-06-08 16:14:18

პოლიციამ ძარცვის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა2019-06-08 16:04:02

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

04.06.2019

15:51

ეკატერინე მიქაბაძე - საწარმოთა საქმიანობის სტატისტიკა ცალსახად აჩვენებს, რომ 2019 წელს ბიზნესაქტივობა გაზრდილია

„საწარმოთა საქმიანობის შედეგები ცალსახად აჩვენებს, რომ 2019 წელს საქართველოში ბიზნესაქტივობა გაზრდილია, რაც განპირობებულია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სტაბილურობით, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემოთი, ასევე სწორი და თანამიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით,“ - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2019 წლის პირველ კვარტალში საწარმოთა საქმიანობის შედეგები.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს უჭირავს, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური ტენდენციები 2019 წლის პირველ კვარტალშიც შენარჩუნდა და ბიზნესსექტორის ბრუნვის, გამოშვების და დასაქმების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა.

„საქსტატის“ თანახმად, ბიზნესსექტორის ბრუნვა საანგარიშო პერიოდში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 27,5 პროცენტით გაიზარდა და 22.9 მლრდ ლარი შეადგინა. ბიზნესსექტორის გამოშვება გაიზარდა 9.0 პროცენტით და 9.5 მილიარდ ლარს მიაღწია. საქმიანობის სახეების მიხედვით ბრუნვა და გამოშვება გაზრდილია თითქმის ყველა სექტორში. გამოშვების ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი ვაჭრობის (ზრდა 8.9%), დამამუშავებელი მრეწველობის (ზრდა 6.1%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (ზრდა 11.8%), ხელოვნების, დასვენების და გართობისა (ზრდა 29.7%) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (ზრდა 32.6%) სექტორებმა შეიტანეს. ეკატერინე მიქაბაძე ასევე ამახვილებს ყურადღება ბიზნესის მიერ საანგარიშო პერიოდში შექმნილ სამუშაო ადგილებზეც. კერძოდ, ბიზნეს სექტორის მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილით გამოირჩევიან ვაჭრობის (ზრდა 8.4%), სასტუმროების და რესტორნების (ზრდა 9.5%), ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების (ზრდა 4.1%) და ტრანსპორტირების და დასაწყობების (ზრდა 3.8%) სექტორები.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბიზნესსექტორის განვითარებასა და დასაქმების ზრდას,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მან აქცენტი გააკეთა მცირე და საშუალო ბიზნესის როლზე ეკონომიკური ზრდის პროცესში. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ბოლო პერიოდის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მთავრობის მიერ აღნიშნული სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურად მოქმედებს მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარების პროცესზე.

„ჩვენ მიერ 2016 წლიდან ხორციელდება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კომპლექსური სტრატეგია და რეფორმები მიმდინარეობს წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად. შედეგად, ჩვენ ვხედავთ, როგორ იზრდება აღნიშნული სექტორის კონკურენტუნარიანობა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ.

„საქსტატის“ თანახმად, 2019 წლის პირველ კვარტალში მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვება გაიზარდა 13.0 პროცენტით, ამასთან, საშუალო საწარმოების - 8.3%-ით, ხოლო მცირე საწარმოების - 16.7%-ით.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

26.02.2019

21:56

ინტერვიუ მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლობის კანდიდატთან

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. ის 2019 წლის "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალში, მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩა....

05.04.2016

20:29

„ონლაინ საკრედიტო კომპანიები საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო მეტად აღიქმებიან, როგორც „მინი მევახშეები“

ბოლო რამოდენიმე წელია, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებმა აქტიური პიარ და მარკეტინგული კამპანიით ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მოიცვეს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დღეს საქართველოში, შრომისუნარიანი მოქალაქეების უმეტესი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში იმყოფება, სავსებით ბუნებრივია, რომ ონლ...

08.01.2016

15:53

„საქართველოს მარტო დატოვება რუსეთის საფრთხის წინაშე დასავლეთის უპატიებელი შეცდომა იქნება“

7 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ალიანსის მომავალი წევრობისთვის ნატოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერა მოიპოვა. საქართველო „ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, სანდო და პატივსაცემი პარტნიორია“, თუმცა მას ჯერ კიდევ არ აქვს მკაფიოდ განსაზღვრული სახელმძღვანელო ნატოში გაწევრიანებისთვის სამოქმედო გე...

24.11.2015

13:07

ზურაბ აბაშიძე: "ჩვენი ოპონენტები ხშირად მთხოვენ, რუსული ვიზების აღებაში დავეხმარო"

პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომად­გენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვ­ედრის მთავარი საკითხი სავიზო ლიბერალ­იზაცია იყო. დეტალებზე ზურაბ აბაშიძე საუბრობს:...

28.10.2015

17:58

თინა ხიდაშელი : "დგება წუთები და მომენტები, როდესაც ჩვენ ყველა ერთი მიზნის სამსახურში უნდა ვიდგეთ"

თავდაცვის მინისტრთან ინტერვიუ ტელეკომპანია აჭარას ჟურნალისტმა გიორგი წეროძემ ჩაწერა....

22.09.2015

12:28

თავდაცვის მინისტრის ინტერვიუ BBC-ის გადაცემაში „HARDtalk“.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტად მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო BBC-ის გადაცემაში „HARDtalk“...

31.08.2015

16:44

ნიკოლოზ ვაშაკიძე: "არ მინდა ქვეყანაში მოვლენები რევოლუციური გზით განვითარდეს"

ქართულ მედიაში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შედეგად, მოვლენების შესაძლო განვითარებაზე „ჯი-ეიჩ-ენი“ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კონსტიტუციონალისტს ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა....

02.07.2015

11:38

თინა ხიდაშელი: „პუტინი უკრაინით არ დაკმაყოფილდება“

თინათინ ხიდაშელი პირველი ქალი თავდაცვის მინისტრია საქართველოდან რომელიც გვაფრთხილებს, რომ მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ რუსული აგრესია კვლავ გაგრძელდება, თუ ამას დასავლეთი წინ არ აღუდგება. 42 წლის იურისტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმდინარე წლის მაისიდან ხელმძღვანელობს. წარსულში ის ადამიანის...

23.06.2015

17:33

ზაალ ანჯაფარიძე: "სიტყვაზე ნდობა კრიზისების მართვის დროს არ შეიძლება"

13-14 ივნისს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის პირობებში ერთი მხრივ ხელისუფლების, ხოლო მეორე მხრივ, პოლიტიკური სპექტრის, საზოგადოებისა და ახალგაზრდობის რეაქციაზე, ასევე, შეძლებენ თუ არა ხელისუფლება და საზოგადოება მომხდარი უბედურებისგან სწორი დასკვნების გამოტანას, "ინტერპრესნიუსი" დამოუკიდებელ ექსპერტს...