გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ2019-08-16 18:42:07

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია2019-08-16 18:33:22

გურიის პოლიციის თანამშრომლებმა ოზურგეთში ახალშობილი გადაარჩინეს2019-08-16 18:28:45

ბექა ოდიშარია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა2019-08-16 18:26:05

აჭარის რეგიონში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს2019-08-15 21:01:26

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

08.06.2019

15:55

მარიამ ჯაში: 2020 წლის ივნისში საქართველო ასტროფიზიკისა და კოსმოსური კვლევების პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

„მომავალ წელს, 2020 წლის ივნისში საქართველო  ასტროფიზიკის და კოსმოსური კვლევების პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ეს შეხვედრა გახდება ახალი დიალოგის საფუძველი, თუ როგორ შეუძლია საქართველოს და ჩვენი ქვეყნის მსგავს სახელმწიფოებს საკუთარი როლი შეიტანონ კოსმოსური კვლევების გლობალურ დღის წესრიგში“, - განაცხადა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

ვაშინგტონში, მარიამ ჯაში კოსმოსის განვითარების საერთაშორისო კონფერენციას (ISDC) დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. კონფერენციის ორგანიზატორი იყო აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია (NASA) და კოსმოსის ეროვნული საზოგადოება (NSS). კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ერისიონის ახალი თაობის - ანსამბლ „ჩაკრულოს” კონცერტი.

„დღემდე უსაზღვროდ საამაყოა 40 წლის წინ ქართული სიმღერის კოსმოსში მოხვედრის ისტორია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ კოსმოსურ კვლევებზე მომუშავე ამერიკელ მეცნიერებთან“, - აღნიშნა  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ვაშინგტონში წამყვან სამეცნიერო კვლევით ცენტრებში მოღვაწე მეცნიერებთან გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ ქართული მხარის ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მიზნით.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნიუ-იორკს ეწვევა, სადაც შეხვედრას გამართავს ქართულ საკვირაო სკოლასა და დიასპორის წარმომადგენლებთან.​

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

14.05.2019

22:38

ზუგდიდში კოლხი პოეტის, მიმოზა ცანავას "მიმიკა"-ს პრეზენტაცია

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში საქართველოს მწერალთა კავშირის ინიციატივითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გამოცემული კოლხი პოეტის, მიმოზა ცანავას ერთტომეულის, ,,მიმკას'' პრეზენტაცია გაიმართა. ...

01.05.2019

21:49

ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმს - "თეთრი ქარავანი" კანის კინოფესტივალის სექციაში - Cannes Classics აჩვენებენ

ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმს - "თეთრი ქარავანი" კანის კინოფესტივალის სექციაში - Cannes Classics აჩვენებენ. ამ თემასთან დაკავშირებით, ეროვნულ კინოცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა. ...

23.04.2019

19:26

საქართველოს პარლამენტი „აჩუქე წიგნი“-ს კამპანიაში ჩაერთო

საქართველოს პარლამენტი, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით გამართულ, კამპანიაში „აჩუქე წიგნი“, ჩაერთო....

12.04.2019

20:49

14 აპრილს გაიხსნებალელა და ეთერ თათარაიძეების ვარსკვლავი

ორი გამორჩეული სახელი ქართულ სახელოვნებო სივრცეში დიდი ხნია დამკვიდრდა. თავიანთი განსაკუთრებულობისთვის და შემოქმედებითი გზის უღალატობისათვის ისინი მთელმა საქართველომ შეიყვარა. თბილისის საკონცერტო დარბაზში 14 აპრილს, 19:30 საათზე ლელა და ეთერ თათარაიძეების შემოქმედებითი საღამო გაიმართება და მათი სახ...

27.06.2017

15:00

ზვიად კვაჭანტირაძემ ემიგრანტული შემოქმედების პირველ ფესტივალში - "EM.ART.GE-2017" მონაწილე ემიგრანტული ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელმძღვანელები და წევრები დააჯილდოვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით, ემიგრანტული შემოქმედების პირველი ფესტივალის - "EM.ART.GE-2017" დასკვნითი ღონისძიება და ლიტერატურული კონკურსის „ემიგრანტის წერილი 2017“ - ის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გა...

16.05.2017

19:54

მიხეილ გიორგაძე საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლებს შეხვდა

16 მაისს, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებსაც სხვადასხვა ნომინაციაში სიგელები და საჩუქრები გადასცა. გაიმართა იმ ღონისძიებების პრეზენტაცია, რომლებიც 18 მაისს - მუზეუმების საერთაშორისო დღე...

11.05.2017

20:56

ეროვნული ბიბლიოთეკა ნავთობკომპანია ფრეგოს მხარდაჭერით ვირტუალურ მუზეუმს შექმნის

დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა და ნავთობკომპანია „ფრეგოს“ გენერელურმა დირექტორმა რუსუდან რამაზაშვილმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმად კომპანია დააფინანსებს ეროვნული ბიბლიოთეკის ვირტუალურ მუზეუმს. ...

01.05.2017

15:07

1 მაისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტარტი აიღო საქველმოქმედო პროექტმა „წიგნი ყველა სოფელს".

პროექტი „წიგნი ყველა სოფელს" მეოთხე წელია მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებს შეუქმნას თანაბარი პირობები შემოქმედებითი, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის. 3 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში შეგროვდა 50 000- მდე წიგნი და მომარაგდა 200-მდე ბიბლიოთეკა. წიგნების შეგროვების პროცეს...

25.04.2017

14:53

„გაიცანი ალგეთის ეროვნული პარკი“ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, წიგნის დღესთან დაკავშირებით, პრეზენტაცია „გაიცანი ალგეთის ეროვნული პარკი“ გაიმართა. წიგნი „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო“ პროექტის ფარგლებშიმომზადდა, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ...

10.02.2017

13:55

გერმანიის დედაქალაქი საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს

გერმანიის დედაქალაქი საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს. ბერლინის 67-ე კინოფორუმის გახსნის ცერემონიაზე რეჟისორებმა, მსახიობებმა, პროდიუსერებმა და კინოკრიტიკოსებმა მთელი მსოფლიოდან მოიყარეს თავი. ...