გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ2019-08-16 18:42:07

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია2019-08-16 18:33:22

გურიის პოლიციის თანამშრომლებმა ოზურგეთში ახალშობილი გადაარჩინეს2019-08-16 18:28:45

ბექა ოდიშარია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა2019-08-16 18:26:05

აჭარის რეგიონში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს2019-08-15 21:01:26

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

08.06.2019

15:57

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ნარკოტიკული დანაშაულის გამოძიების თემაზე საპილოტე ტრენინგი ჩატარდა

ინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ევროკავშირის პროექტის - „მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ (EU-ACT) ფარგლებში, აკადემიის ინსტრუქტორებმა საპილოტე ტრენინგი ჩაატარეს.

სასწავლო კურსის მიზანი იყო ნარკოტიკული დანაშაულის გამოძიებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება და დახვეწა.

ტრენინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და სამხარეო დანაყოფების თანამშრომლები ესწრებოდნენ. სწავლებაში ქართველ ტრენერებთან ერთად ჩართული იყვნენ ბელგიელი და ბრიტანელი ექსპერტები. ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ნარკოტიკების ახალი სასწავლო მოდული, რომელიც მოიცავს: ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ბაზას, საგამოძიებო და ოპერატიულ მოქმედებებს, ექსპერტიზის ჩატარების პროცედურებს, ადამიანის უფლებებს, ნივთმტკიცებების მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებს და სხვ.

აკადემიის ინსტრუქტორებმა მათ  ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ბელგიისა და დიდი ბრიტანეთის გამოცდილება გაუზიარეს და პრაქტიკული სავარჯიშოები უჩვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტრენერებმა უცხოელ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავეს ნარკოტიკების ახალი სასწავლო მოდულის თემატიკა და პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც მომავალში  შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საბაზისო და გადამზადების პროგრამებში დაინერგება.

სწავლების დასასრულს, ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

16.08.2019

18:33

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს სცდება....

15.08.2019

21:01

აჭარის რეგიონში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ორ პირს ბრალ...

19.07.2019

19:09

აშშ-ს საელჩო „რუსთავი 2“-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

"მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და უზრუნველყოფილი იყოს მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა, - ამის შესახებ აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება....

19.07.2019

18:59

არჩილ თალაკვაძე: როგორ გაგრძელდება „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი, არის მისი მფლობელის პრეროგატივა, ამაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა

„ევროსასამართლომ, პრაქტიკულად, დაადგინა, რომ სახელმწიფომ და მართლმსაჯულების სისტემამ ამ საქმეზე სწორი და კანონიერი გადაწყვეტილებები მიიღო. თუ როგორ გაგრძელდება „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი, ეს არის მისი მფლობელის პრეროგატივა, ამაში სახელმწიფო ვერანაირად ვერ ჩაერევა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენ...

17.07.2019

19:04

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯონათან პერიშს შეხვდა. ...

17.07.2019

18:53

თეა წულუკიანმა ერაყის დელეგაცია მიიღო

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ნიზარ ისსა აბდულ-ჰადი ალ-ხაირალას შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გაიმართა და მას მინისტრის მოადგილეები გიორგი პატარიძე და ალექსანდრე ტაბატაძე ესწრებოდნენ. ...

17.07.2019

18:39

ლევან იზორია და ელიზაბეთ რუდი GDRP-ის შემაჯამებელ სწავლებას დაესწრნენ

თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მომზადებას აგრძელებს. ...

17.07.2019

00:16

სტუდენტური დასაქმების ფორუმი შინაგან საქმეთა სამინისტროში - სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა სტუდენტებს 400-მდე ვაკანსია და სტაჟირება შესთავაზეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტური დასაქმების მეორე ფორუმი გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გახსნა. ...

17.07.2019

00:07

მაშველებმა ყაზბეგში ლიეტუვას მოქალაქე გადაარჩინეს

4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი ლიეტუვას მოქალაქე მაშველებმა ამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ მყინვარწვერზე მყოფ ტურისტთა ჯგუფიდან ერთ-ერთი, 53 წლის მამაკაცი ყინული ნაპრალში ჩავარდა და დაშავდა....

16.07.2019

23:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 16 ივლისს, 24:00 საათიდან, მეტეხის ხიდიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება გზი...