აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოში, ფართობების თერმული ნისლით დამუშავება დაიწყო - ადმის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა შემდეგი სოფლები: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერგეტის, ორულუს და ცვანეს ადმინისტრაციული ერთეულები.
ღონისძიების დაწყების შესახებ, ადგილობრივი მოსახლეობა, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა, სატელეფონო გზავნილის მეშვეობით 24 საათით ადრე გააფრთხილა.
ღონისძიებები მეფუტკრეების ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმება, რათა არ მოხდეს ფუტკრის დაზიანება და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შეწამვლითი სამუშაოები საღამო 21:30 საათიდან განხორციელდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს, ზუგდიდის ახლადარჩეული მერი გიორგი შენგელია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია, საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები გაეცნენ.
თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით იწამლება ის საკარმიდამო ფართობები, სადაც დამჭერ ფერომონებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა.
შეწამვლითი ღონისძიებების პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეცილისტების მიერ აქტიური მონიტორინგი გრძელდება, რომლის შედეგებიც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის, ელექტრონულ ბაზაში აისახება.
დღეის მონაცემებით, რეგიონებში განთავსებულია 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური, რომლის მეშვეობით წერტილოვანი შეწამვლა 8078 ჰა ფართობზე განხორციელდა. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის ჯამში, 250 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული.
ღონისძიებების დაწყების შესახებ, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ SMS რეგისტრაცია, საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.parosana.ge და გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია.
სხვა სიახლეები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ბათუმის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ამ დროისთვის ქალაქის 30-მდე ქუჩაზე უკვე განხორციელდა ასფალტის საფარის სრულად აღდგენა. ინფრასტრუქტურისთვის და მშენებელობისთვის მიმდინარე წელს, რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილ იქნა 1...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქსნის წყალმომარაგების შიდა ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა. სოფელში არსებული წყლის სისტემა დაზიანებული და ამორტიზებული იყო, რაც იწვევდა წყლის დანაკარგს და მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა. ...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში ამბულატორიების მშენებლობის პროცესი ადგილზე დაათვალიერა. ...
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ცოტნე ზურაბიანი,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესეხმიანება და 2013 წლიდან დღემდე, შშმ პირებისთვის უფლებრივი მდგომარეობსი გასაუჯობესებლად გადადგულ ნაბიჯებზე საუბრობს. ...
საერთაშორისო სოლიდარობის ფონდი პლ საქართველოს (Solidarity Fund PL in Georgia) ორგანიზებით თბილისში კონფერენცია „აქტიური მოქალაქეები - ძლიერი მუნიციპალიტეტი, სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოში“ ჩატარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირება დაიწყო მიმდინარე წელს, რისთვისაც 2020 წლის ად...
„TANAP – ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფანი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის, უკვე რეალობაა!”- ასე ეხმიანება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ცოტნე ზურაბიანი, თურქეთში TANAP - ის პროექტი გახსნას. „უკვე დამთავრდა პროექტის ძი...
ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ფაზა დასრულების ეტაპზეა. შესრულებულ სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, ეკატერინე გალდავასთან და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შ...
„საქართველოსთვის, ეს არის ინსტიტუციური თანამშრომლობის უნიკალური შესაძლებლობა - ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე“, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ცოტნე ზურაბიანი საქართველოს მიერ, ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადმობარების პროცესს. ...
ფოთში საზღვაო სასწავლებლის მშენებლობა იწყება. შესაბამისი თანხა მთავრობის განკარგულებით უკვე გამოიყო. სასწავლებელი ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის ყოფილ შენობაში განთავსდება. საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში მოხდება მშენებლობაზე სატენდერო პროცედურების დაწყება....
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. საჯარო განხილვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, ადგილობრივ...