ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო2019-12-04 19:10:37

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქსნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა 2019-12-04 19:08:31

„ვისოლ ჯგუფმა“ სტუდენტურიდასაქმების ფორუმი გამართა 2019-12-04 18:42:13

ნათია თურნავა - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო მეტი ბრიტანული ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში2019-12-03 22:00:08

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა 2019-12-03 21:54:32

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

01.07.2019

15:21

ნათია თურნავა ამერიკული ტუროპერატორების წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკული უმსხვილესი ტუროპერატორი MIR Corporation , რომელიც საქართველოში დიდი ხანია საქმიანობს და ადგილობრივ ტურისტულ ბაზარზე ახორციელებს ტურისტების შემოყვანას ამერიკიდან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან, იწყებს ერთობლივ პროექტს National Geographic - თან სამოგზაურო ტურების მომზადების შესახებ. აღნიშნული სერვისის მომხმარებლები ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნები, ახალი ზელანდია და სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნების მოქალაქეები იქნებიან. კომპანია ტურისტებს მათ მოთხოვნებზე მორგებულ პაკეტებს შესთავაზებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა აღნიშნული პროექტი და აღნიშნა, რომ მსგავსი აქტივობების განხორციელება განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც საქართველოს ტურიზმის სექტორი გამოწვევის წინაშეა. "ჩვენ მივესალმებით ისეთი პროექტის განხორციელებას, რომელიც შეძლებს გაზარდოს საქართველოში ამერიკელი, კანადელი, ახალზელანდიელი და სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობა. ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ პროექტს და მიგვაჩნია, რომ მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ზრდას ინგლისურენოვან ქვეყნებში როგორც უნიკალური ბუნების, კულტურის, ღვინის და რაც მთავარია, უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებას," - განაცხადა მინისტრმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი მნიშვნელოვნად გაზარდოს ტურისტების რაოდენობა ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის წარმომადგენლები.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

03.12.2019

22:00

ნათია თურნავა - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო მეტი ბრიტანული ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო მეტი ბრიტანული ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში. დღევანდელი ფორუმი არის კიდევ ერთი გზა იმისკენ, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია, რა მიღწევები გვაქვს ეკონომიკაში, რამდენად მიმზიდველია ჩვენი საერთაშორისო რეიტინგები და ჩვენი ბიზნესგარემო იმისთვის, რათა ინვესტორებმა გააფართოვონ ბ...

06.11.2019

20:32

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 7 ნოემბრისთვის დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9608 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.9644 ლარი იყო. ...

31.10.2019

18:19

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 1 ნოემბრისთვის დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9597 ლარი გახდა. ...

09.10.2019

21:54

ნათია თურნავა - ნებისმიერი ჩვენგანი უნდა ვიქცეთ საქართველოს დესპანებად, რომ გავზარდოთ საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა

„ჩვენი ამოცანაა და ამისთვის ყველანაირი წინაპირობა გვაქვს, რომ საქართველო 12-თვიანი მიმზიდველი ტურისტული ბაზარი გახდეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემაში „პირისპირ“ სტუმრობისას განაცხადა....

27.09.2019

17:18

ოთარ დანელია და ედიშერ თოლორაია ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრებს შეხვდნენ

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია და ამავე კომიტეტის წევრი, ედიშერ თოლორაია ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრებს შეხვდნენ....

10.09.2019

21:37

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9688 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9688 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9688 ლარი შეადგინა. ...

17.07.2019

18:50

ირაკლი ლექვინაძე: 2019 წლის 6 თვეში 42 საქმეზე დავასრულეთ მუშაობა და საქმეების 80%ში უწყებებმა ჩვენი პოზიციები გაითვალისწინეს

ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში მეწარმეების მომართვის საფუძველზე 171 საქმე დარეგისტრირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გ...

02.07.2019

22:00

„Marriott International“-მა შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ ევროპის 300-„ფრენჩაიზის“ სასტუმროებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა

„Marriott International“-მა 2018 წლის საუკეთესო „ფრენჩაიზის“ სასტუმროების ნომინაციაზე შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ ევროპის 300 სასტუმროს შორის პირველ ადგილზე დაასახელა. უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ცერემონია 26 ივნისს, ლონდონში გაიმართა, რომელსაც პარაგრაფის გენერალური მენეჯერი ფარვიზ იურჩიკ...

30.05.2019

20:38

ირაკლი ლექვინაძე: რეგიონებში საინვესტიციო გადაწყვეტილებებში ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიურობა უნდა გაიზარდოს

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძე, მონაწილეობა მიიღო კახეთის საერთაშორისო რეგიონულ საინვესტიციო ფორუმში „მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“ და პანელზე „საქართველოს ეკონომიკური ზრდის კონცეფცია და საინვესტიციო შესაძლებლობები“ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ...

23.05.2019

20:59

ანაკლიის განვითარების კონსორციუმში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეხვედრა გაიმართა

დღეს, 23 მაისს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ ბრიტანულმა კომპანია „როიალ ჰასკონინგმა“ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. სადაც ეგრეთ წოდებული „ზურმუხტის ქსელის“ შესაბამისობის ანგარიშის /Appropriate Assessment განხილვა მოეწყო. ...