აშშ-ს საელჩო „რუსთავი 2“-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.2019-07-19 19:09:45

არჩილ თალაკვაძე: როგორ გაგრძელდება „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი, არის მისი მფლობელის პრეროგატივა, ამაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა2019-07-19 18:59:35

ანაკლიის სანაპირო ზოლის დასუფთავება მიმდინარეობს2019-07-19 18:56:29

თავდაცვის მინისტრი „შამქორი 2019“ სწავლების აქტიურ პროცესს გაეცნო2019-07-19 18:53:23

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი”-ს დირექტორი დააკავა2019-07-19 18:51:13

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

10.07.2019

00:21

არჩილ თალაკვაძე: რაც ამ დღეებში ვნახეთ, არის, ღია პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ - არავის არ მივცემთ საშუალებას, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება

„რაც ამ დღეებში ვნახეთ, არის, ღია პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ და მათი მხრიდან იყო მცდელობები, რომ ეს ყველაფერი გადაებრალებინათ ერთი ჟურნალისტისთვის,  ასევე იყო მცდელობები, რომ ეს ყველაფერი პატრიოტული საფარის ქვეშ შეეფუთათ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ეს იყო ფარსი, რომელსაც, რეალურად, საერთო არ აქვს პატრიოტიზმთან და დეოკუპაციასთან. მან ასევე აღნიშნა, რომ  ის, რასაც გარკვეული  პოლიტიკური ჯგუფები აკეთებენ, არის ქვეყნის განვითარების, მშვიდობისა და პროგრესის წინააღმდეგ, რადგან ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის ეკონომიკას.

„ეს არ არის დეოკუპაცია და ეს არც შეიძლება იყოს. რაც ხდება, ამას უნდა მიეცეს სათანადო შეფასება. არის მცდელობა, რომ ის საგარეო პრობლემები და საშინაო ოც პროცენტიანი ოკუპაცია, რაც ჩვენი ქვეყნის სერიოზული გამოწვევაა, არის მცდელობა, რომ ეს პროვოკაციები, რაც ამ დღეებში მოხდა,  გადაიფაროს და გაერთიანდეს იმ პრობლემასთან, რასაც ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია ჰქვია, მაგრამ ამას აქვს თავისი სახელი. ჩვენი პოზიციები და ჩვენი შეფასებები ოკუპაციასთან მიმართებაში არ შეცვლილა, ოკუპაცია არის უკანონო და საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არანაირ კომპრომისს არ აპირებს ამ საკითხთან მიმართებაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, მაგრამ ეს გზა გადის ეკონომიკური განვითარებაზე, ეს გზა გადის უსაფრთხოებაზე, საქართველოს ინტენსიურ ინტეგრაციაზე დასავლეთში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და არა იმაზე, რომ  მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად ჭირდება სტაბილურობა და უსაფრთხოება, შენს ქვეყანას მოუწყო დესტაბილიზაცია ქვეყნის შიგნით“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მომხდარი მტრის წისქვილზე წლის დასხმა და ახალი თაობის ძალადობრივი და დესტაბილიზაციის სცენარისთვის გამოყენებაა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი არავის მისცემს საშუალებას, ვიწრო  პოლიტიკური ინტერესების გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ქვეყნის უსაფრთხოება და საზოგადოების ინტერესები.

„ეს არის, რეალურად, შენი მტრის წისქვილზე წყლის დასხმა, ეს არის ახალი თაობის გამოყენება ძალადობრივი და დესტაბილიზაციის სცენარისთვის, რაც ჩვენ ვნახეთ რუსთაველზე, როდესაც ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა მშვიდობიანი აქცია გამოიყენა ძალადობრივი სცენარისთვის და ეს არის ხაზის გადასმა ყველაფრისთვის, რაც შენს ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება. რა დგას მეორე მხარეს? მეორე მხარეს დგას „ნაციონალური მოძრაობის“ და ერთი პოლიტიკური ჯგუფის ვიწრო ინტერესები, რომ ნებისმიერ ფასად, თუ ისინი ხელისუფლებაში არ იქნებიან, მაშინ არაფერს აზრი არ აქვს, არც ქვეყნის ინტერესებს, არც საზოგადოების ინტერესებს, მთავარი მათთვის არის, რომ როგორმე ხელისუფლებაში მოვიდნენ სწრაფად, ოღონდ იციან, რომ არჩევნებით ამის გაკეთება არ აწყობთ, ვერ შეძლებენ და ამას სჭირდება დემოკრატიული პროცესი, ამას სჭირდება ჩართულობა, შრომა. მათ უნდათ, რომ სწრაფად, დესტაბილიზაციის გზით, მიიღონ ხელისუფლება. ეს არის რეალურად, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, მაგრამ ამის შესაძლებლობას ჩვენ არ მივცემთ არავის. არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და ჩვენი საზოგადოების ინტერესები. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და სახელმწიფო იმოქმედებს კანონის ფარგლებში, სამართლიანად, თუმცა, ძალიან პრინციპულად. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ რამე პროვოკაციაში შევიდეთ მათთან და არ ვაპირებთ, რომ მედიას ან კონკრეტულ ადამიანებს სახელმწიფო დაემუქროს უკანონოდ. ეს გამორიცხულია. ეს გზა რთულია, ასეთი დემოკრატია მოითხოვს მეტი ფასის გადახდას ჩვენი მხრიდან, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ მეტი ფასი გადავიხადოთ დემოკრატიაში, იმიტომ, რომ იაფფასიანი დემოკრატია უკვე ვნახეთ და სადამდე მიიყვანა იაფფასიანმა დემოკრატიამ ქვეყანა, ესეც ვნახეთ. ეს გზა არის გასავლელი და ჩვენ მშვიდად და საქმიან რეჟიმში, მაქსიმალურად რაციონალური არგუმენტებით, მაქსიმალურად უსაფრთხოდ გავივლით ამ გზას“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

17.07.2019

19:31

გიორგი გახარია -„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე და შემდგომ, გამოძიების თითოეული დეტალი გახდეს ღია და საჯარო“a

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ...

17.07.2019

19:29

თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმზე პოლიტიკური პოლარიზაციის შესახებ ისაუბრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ...

17.07.2019

19:26

ირაკლი კობახიძე - აჭარაში რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებით კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ პარტიულ საქმიანობას

„აჭარაში რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებით კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ პარტიულ საქმიანობას“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. ...

16.07.2019

23:54

სოფიო ქაცარავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ გამართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, ოგთაი ასადოვთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან....

09.07.2019

22:39

ზაზა გაბუნია დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხზე ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდება....

02.07.2019

21:54

არჩილ თალაკვაძე: შსს მინისტრმა და პოლიციამ უარი უთხრა ძალადობრივ სცენარს და შსს მინისტრმა შეასრულა ის მოლოდინი, რომელიც სახელმწიფოს და მოქალაქეებს ჰქონდათ

„როგორ ფიქრობთ, რომელიმე ბიზნესმენს, ან რომელიმე დედას ან სტუდენტს უნდა თუ არა ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც ოპოზიციის ან ოპოზიციურად განწყობილ მცირე ჯგუფს აქვს შესაძლებლობა, რომ მშვიდობიანი მანიფესტაცია გამოიყენოს აგრესიული სცენარისთვის და სახელმწიფო გადატრიალება მოახდინოს?“,- ამის შესახებ საქა...

01.07.2019

15:17

საქართველოს პარლამენტის აპარატსა და კორეის რესპუბლიკის საელჩოს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

საგამომცემლო მიმართულების განსავითარებლად საქართველოს პარლამენტში სტამბის მოწყობა მიმდინარეობს. საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობის მიერ სტამბის აპარატურის ნაწილის შესაძენად წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, კორეის რესპუბლიკის მთავრობამ, 50 ათასი აშშ დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება...

01.07.2019

15:06

უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა პროცესებმა გვიჩვენა, რომ პოლიტიკური სისტემის განვითარებაში ფუნდამენტური ცვლილებების შეტანა იყო საჭირო - კახა კალაძე

"დღევანდელი შეკრების მიზეზი, ვფიქრობ, ყველამ კარგად იცით. გვსურს წარმოგიდგინოთ საკონსტიტუციო ინიციატივა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით და რაც მთავარია ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ. ...

08.06.2019

16:28

9 ივნისს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება

შუალედური არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 31-ვე საარჩევნო უბანი, სადაც ჯამში 43 909 ამომრჩეველია რეგისტრირებული, - ამის შესახებ ცესკოს-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ...