ირაკლი კობახიძე: სისტემას აქვს ორი მიზანი - სტაბილურობა და პლურალიზმი2020-06-04 19:34:29

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება2020-06-04 19:28:04

ირაკლი კობახიძე: არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის უკეთესი ჩვენი ქვეყმის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის2020-06-04 19:24:38

თერჯოლის „ცხელების ცენტრის“ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა2020-06-04 18:34:50

ანრი ოხანაშვილი: ბუჯეტიდან 6 მლნ ლარის გადახდა მოგვიწია 2012 წლამდე ჩადენილი დარღვევების გამო2020-06-04 18:23:12

ესპანეთი პირველი ივლისიდან უცხოელებისთვის სავალდებულო კარანტინს აუქმებს

გასულ 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“-ის 8946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დიდ ბრიტანეთში ჩასულ მოგზაურებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ

16.07.2019

23:16

სტუდენტური დასაქმების ფორუმი შინაგან საქმეთა სამინისტროში - სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა სტუდენტებს 400-მდე ვაკანსია და სტაჟირება შესთავაზეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტური დასაქმების მეორე ფორუმი გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გახსნა

,,სიმბოლურია, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რადგან ჩვენი ახალი მიდგომით, სწორედ ეს არის კარი, რომელიც უნდა შეაღო, თუ გინდა, რომ სისტემაში მოხვდე. ჩვენ გათვლას ღია კონკურსზე ვაკეთებთ, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა, მოტივირებული კადრები მოვიზიდოთ. ეს დასაქმების ფორუმიც გვინდა, რომ ტრადიციად იქცეს და თბილისის ფარგლებს გასცდეს. შემოდგომაზე უკვე დასავლეთ საქართველოს მოვიცავთ. 

გვინდა, მეტად მივაწოდოთ ახალგაზრდებს ხმა, თუ დასაქმების რა შესაძლებლობები არსებობს ჩვენთან. დღევანდელ ფორუმზე წარმოდგენილი გვაქვს როგორც საპოლიციო, ისე არასაპოლიციო პოზიციები, რეალური ვაკანსიები, სტაჟირებები და ეს სტაჟირებაც, რეალურად, არის გზა, რომ შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოხვდეთ. იურისტებს, ალბათ, განსაკუთრებულად დააინტერესებთ გამომძიებლის სტაჟირების პროგრამა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დავნერგეთ და აღსანიშნავია, რომ ეს სტაჟირება ანაზღაურებადია. ასე რომ, 
ეს არის რეალური ვაკანსიები მათთვის, ვისაც ჩვენს სისტემაში უნდა მუშაობა", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ნინო ჯავახაძემ.

ფორუმის მონაწილე სტუდენტებს სიტყვით ასევე მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგენიძემ.

საქართველოს უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე ჩატარდა. სამინისტროს სტრუქტურულმა დანაყოფებმა ახალგაზრდებს 400-მდე აქტიური ვაკანსია და სტაჟირების პროგრამა შესთავაზეს.

ფორუმის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ 17 უმაღლეს სასწავლებელთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტთა მიერ სამუშაო პრაქტიკის გავლის საკითხებს მოიცავს.

დასაქმების ფორუმზე სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა სამინისტროს საქმიანობის, სტუდენტთა სტაჟირების პოზიციების და მათ მიერ გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. მოეწყო თემატური პავილიონიც, სადაც სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფმა თავისი საქმიანობისთვის დამახასიათებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გამოფინა.

სტუდენტური დასაქმების ფორუმის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ახალგაზრდა, მოტივირებული და კვალიფიციური კადრების მოზიდვა და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ფორუმი პირველად 2016 წელს ჩაატარა, რის შედეგადაც დასაქმებული სტუდენტები სამინისტროში დღესაც მუშაობენ.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

04.06.2020

19:28

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა....

04.06.2020

18:34

თერჯოლის „ცხელების ცენტრის“ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ორი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და პასუხები არის უარყოფითი, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განაცხადა....

04.06.2020

18:16

მთავრობის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა

კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის მიხედვით, 22 მაისის მდგომარეობით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 8 737 ფაქტი, რისთვისაც 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი ...

04.06.2020

17:08

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო დამცველის რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი შეასრულა

„2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესრულების შესახებ მოხსენება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა ნინო ცაციაშვილმა პარლამენტში წარადგინა...

03.06.2020

21:55

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი - გამრიცხველიანება არის აუცილებელი პირობა, რომ ლაგოდეხის მოსახლეობამ 24 საათიანი წყლის მიწოდებით ისარგებლოს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, გიგა მანდარიას განცხადებით, ლაგოდეხის მოსახლეობასთან შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით ათი დღის ვადაში მოხდება შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. ...

02.06.2020

19:20

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ...

02.06.2020

18:36

6 ივნისამდე საქართველოში წვიმა, ძლიერი ქარი და სეტყვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საღამოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი....

02.06.2020

18:24

ოზურგეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ოზურგეთში, პეტრიწის ქუჩაზე ავარიის შედეგად ფეხით მოსიარულე ქალი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი შუახნის ქალს მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ქუჩაზე გადადიოდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა....

02.06.2020

18:09

თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. ...

02.06.2020

17:48

წყლის თემატიკაზებავშვთა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ქართველიმოსწავლეების ნამუშევრები გამოვლინდა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან თანამშრომლობით გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივითა და გლობალური გარემოს დაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით, წყლის თემაზე ბავშვთა საერთაშორისო კონკურსში მონაწილე გამარჯვებული ქართველი მოსწავლეების ნამუშევრები გამოვლინდა. პროექტში ჩართულნი იყ...