გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ2019-08-16 18:42:07

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია2019-08-16 18:33:22

გურიის პოლიციის თანამშრომლებმა ოზურგეთში ახალშობილი გადაარჩინეს2019-08-16 18:28:45

ბექა ოდიშარია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა2019-08-16 18:26:05

აჭარის რეგიონში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს2019-08-15 21:01:26

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

17.07.2019

18:50

ირაკლი ლექვინაძე: 2019 წლის 6 თვეში 42 საქმეზე დავასრულეთ მუშაობა და საქმეების 80%ში უწყებებმა ჩვენი პოზიციები გაითვალისწინეს

ირაკლი ლექვინაძემ  მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში  მეწარმეების მომართვის საფუძველზე  171 საქმე დარეგისტრირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა. 

„2019 წლის 6 თვეში  42 საქმეზე დავასრულეთ  მუშაობა და საქმეების 80%ში უწყებებმა ჩვენი პოზიციები სრულად ან ნაწილობრივ გაითვალისწინეს. მათ შორის ფინანსთა სამინისტროს მხრიდან სრულად იქნა  დაკმაყოფილებული ბიზნესომბუდსმენის დასკვნა  ექსპორტში/ტრანზიტში მოქცეულ საქონელთან დაკავშირებით. შედეგად,  ექსპორტში/ტრანზიტში მოქცეულ საქონელთან დაკავშირებით გაწეული მომსახურებები არცერთ ეტაპზე არ მოხვდება დღგ-ს დაბეგვრის არეალში. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება 2011 წლის 23 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზეც.“-განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაგზავნილ რეკომენდაციებს და დასკვნებს შორისაა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ შენიშვნები. ასევე -  საქართველოს ბიზნესომბუდსმენის  დასკვნა,  „ტექნიკური რეგლამენტის - პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“.

„საქართველოს პარლამენტმა  რიგ შემთხვევებში გაიზიარა ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაცია  „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით,  და შედეგად, დაიხვეწა საინვესტიციო გეგმის წარდგენისა და გადაწყვეტილების მიღების წესი და შესაძლებელი გახდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება უცხოელის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის ან/და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის სასარგებლოდ.  ასევე -გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრის მიერ ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული საქართველოს ბიზნესომბუდსმენის  დასკვნა,  „ტექნიკური რეგლამენტის - პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ და შედეგად ტექნიკურ რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტში აისახა ცვლილება, რომლის მიხედვითაც დასაშვები ხდება საქართველოს ტერიტორიაზე  პლასტიკის ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება რეალიზაცია.“-განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

ბიზნესომბუდსმენის აპარატში მიმართვიანობის 40% წარმოებასა და საცალო და საბითუმო ვაჭრობის სფეროებში დასაქმებული კომპანიების მხრიდან  ფიქსირდება. აპარატში შესული განცხადებების უმრავლესობა თბილისიდანაა- 60%, შემდეგ მოდის აჭარა - 20%-ით.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე ხშირად კომპანიები ბიზნესომბუდსმენის აპარატს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და მასში შემავალ სხვადასხვა უწყებებთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავენ. 

„კომპანიების უმრავლესობა მცირე და საშუალო ბიზნესია და  მიმართვიანობის ძირითადი ნაწილი უკავშირდება საგადასახადო ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის მონაწილეობით ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში 15 კომპანიის საქმე განიხილეს და 90%ში   ბიზნესომბუდსმენის აპარატის პოზიცია ფინანსთა სამინისტრომ სრულად ან ნაწილობრივ გაითვალისწინა.“-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

02.07.2019

22:00

„Marriott International“-მა შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ ევროპის 300-„ფრენჩაიზის“ სასტუმროებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა

„Marriott International“-მა 2018 წლის საუკეთესო „ფრენჩაიზის“ სასტუმროების ნომინაციაზე შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ ევროპის 300 სასტუმროს შორის პირველ ადგილზე დაასახელა. უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ცერემონია 26 ივნისს, ლონდონში გაიმართა, რომელსაც პარაგრაფის გენერალური მენეჯერი ფარვიზ იურჩიკ...

01.07.2019

15:21

ნათია თურნავა ამერიკული ტუროპერატორების წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსხვილი ამერიკული ტუროპერატორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან აშშ-დან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ტურისტების შემოყვანის გაზრდის საკითხი განიხილა....

30.05.2019

20:38

ირაკლი ლექვინაძე: რეგიონებში საინვესტიციო გადაწყვეტილებებში ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიურობა უნდა გაიზარდოს

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძე, მონაწილეობა მიიღო კახეთის საერთაშორისო რეგიონულ საინვესტიციო ფორუმში „მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“ და პანელზე „საქართველოს ეკონომიკური ზრდის კონცეფცია და საინვესტიციო შესაძლებლობები“ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ...

23.05.2019

20:59

ანაკლიის განვითარების კონსორციუმში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეხვედრა გაიმართა

დღეს, 23 მაისს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ ბრიტანულმა კომპანია „როიალ ჰასკონინგმა“ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. სადაც ეგრეთ წოდებული „ზურმუხტის ქსელის“ შესაბამისობის ანგარიშის /Appropriate Assessment განხილვა მოეწყო. ...

21.05.2019

18:59

ზაზა გაბუნია: „ჩემთვის დეცენტრალიზაციის რეფორმა გახლავთ ცივილიზაციური საკითხი, რადგან 100 წლის წინ ჩვენ ამ რეფორმის და პოლიტიკის დანერგვის საკითხში ევროპაში და მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გახლდით“

რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით, წყალტუბოში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი IV ფორუმი - „რეგიონული ეკონომიკა - ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში“ გაიმართა. ...

01.05.2019

21:46

1-ლი მაისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო

1-ლი მაისიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს შესაძლებლობა აქვს, ელექტროენერგია საბაზრო ფასად შეისყიდონ. ა...

01.05.2019

21:44

დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე ტექნიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა

პირველ მაისს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტის პროექტის განხილვის მიზნით ტექნიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა. ...

01.05.2019

21:42

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ფარგლებში ორკვირიანი სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. მისიას ხელმძღვანელობს მერსედეს ვერა-მარტინი....

24.04.2019

19:53

ნინო წილოსანი: „ჩვენს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები იქნება რეალური საფუძველი იმისთვის, რომ უფრო მეტმა ქალმა მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს ეკონომიკურ პროგრამებში“

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფმა - „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ მორიგი ზეპირი მოსმენა ჩაატარა. ...

19.04.2019

19:04

ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ნათია თურნავა საზოგადოებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის რანგში წარუდგინა....