გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ2019-08-16 18:42:07

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია2019-08-16 18:33:22

გურიის პოლიციის თანამშრომლებმა ოზურგეთში ახალშობილი გადაარჩინეს2019-08-16 18:28:45

ბექა ოდიშარია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა2019-08-16 18:26:05

აჭარის რეგიონში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს2019-08-15 21:01:26

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

17.07.2019

19:29

თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმზე პოლიტიკური პოლარიზაციის შესახებ ისაუბრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

თამარ ჩუგოშვილმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და პოლიტიკური პოლარიზაციის შესახებ ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ყურადღება საქართველოში პოლიტიკური პოლარიზების გამომწვევ მიზეზებზე გაამახვილა. მისი თქმით, ეს მიზეზებია რუსული დეზინფორმაცია, რადიკალური პოლიტიკური ძალები და მედიის ნაწილი, რომელიც ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, სიძულვილსა და აგრესიას ნერგავს.

„პოლიტიკურ პოლარიზება გლობალური ტენდენციაა და ეს არ არის  უნიკალური მხოლოდ საქართველოსთვის. სულ უფრო მეტი ქვეყანა საუბრობს იმაზე, რომ პოლიტიკური პოლარიზება არაჯანსაღ კონკურენციას და გარემოს ქმნის.

საქართველოში ამ ყველაფერს რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთის მხრივ, სახეზე გვაქვს რუსული რბილი ძალა, რომელიც ცდილობს, რამდენიმე საკითხზე, განსაკუთრებით, საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით, საზოგადოების დაყოფა მოახდინოს.  მეორეს მხრივ, გვყავს უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები, რომლებიც საზოგადოებას ეუბნებიან, რომ არჩევნების გზით ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება, ან რაიმე ცვლილების მოხდენა შეუძლებელია და  სხვა გზებით - რევოლუციური, ნახევრად რევოლუციური თუ დესტრუქციული გზებით მოქმედებისკენ მოუწოდებენ. ეს,  ბუნებრივია, აჩენს დამატებით პოლარიზაციას საზოგადოებაში.

მედიაში არის გარკვეული ელემენტები, რომლებიც აგრესიული, არაეთიკური, უკულტურო რიტორიკის შემოტანით,  დამატებით დაძაბულობას ქმნიან.   სხვადასხვა საზოგადოებები სხვადასხვა კუთხით აწყდებიან პოლარიზების პრობლემას. ყველა თანხმდება, რომ ერთის მხრივ, ეს გლობალური ტენდენციაა, მაგრამ მეორეს მხრივ, აუცილებელია მის წინააღმდეგ მუშაობა,  პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობა  იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებას.  ეს იყო საერთო სულისკვეთება, რაზეც დარბაზში ყველა თანხმდებოდა“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება,  რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

16.08.2019

18:26

ბექა ოდიშარია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია, კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან აგრძელებს შეხვედრებს....

15.08.2019

20:36

ბექა ოდიშარია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია, კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს. ...

29.07.2019

15:12

თამარ ჩუგოშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდა

პარლმენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, პეტრ მიკისკასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ...

29.07.2019

15:10

პარლამენტის თავმჯდომარე თურქეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. ...

17.07.2019

19:31

გიორგი გახარია -„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე და შემდგომ, გამოძიების თითოეული დეტალი გახდეს ღია და საჯარო“a

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ...

17.07.2019

19:26

ირაკლი კობახიძე - აჭარაში რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებით კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ პარტიულ საქმიანობას

„აჭარაში რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებით კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ პარტიულ საქმიანობას“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. ...

16.07.2019

23:54

სოფიო ქაცარავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ გამართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, ოგთაი ასადოვთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან....

10.07.2019

00:21

არჩილ თალაკვაძე: რაც ამ დღეებში ვნახეთ, არის, ღია პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ - არავის არ მივცემთ საშუალებას, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება

„რაც ამ დღეებში ვნახეთ, არის, ღია პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ და მათი მხრიდან იყო მცდელობები, რომ ეს ყველაფერი გადაებრალებინათ ერთი ჟურნალისტისთვის, ასევე იყო მცდელობები, რომ ეს ყველაფერი პატრიოტული საფარის ქვეშ შეეფუთათ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელე...

09.07.2019

22:39

ზაზა გაბუნია დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხზე ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდება....