გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ2019-08-16 18:42:07

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია2019-08-16 18:33:22

გურიის პოლიციის თანამშრომლებმა ოზურგეთში ახალშობილი გადაარჩინეს2019-08-16 18:28:45

ბექა ოდიშარია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა2019-08-16 18:26:05

აჭარის რეგიონში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს2019-08-15 21:01:26

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

17.07.2019

19:31

გიორგი გახარია -„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე და შემდგომ, გამოძიების თითოეული დეტალი გახდეს ღია და საჯარო“a

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

მინისტრის განცხადებით, ახლა მისთვის მნიშვნელოვანია როგორც დაშავებულებზე ზრუნვა, ასევე მიმდინარე გამოძიება, რომელმაც უნდა გამოყოს ორგანიზატორები რომელთა კონკრეტულ მოწოდებებს ორგანიზებული და ძალადობრივი შტურმი მოჰყვა. მისი თქმით, გამოძიების თითოეული დეტალი უნდა იყოს ღია საზოგადოებისთვის.

 „საერთოდ ყველა კითხვა, რომელიც გამოძიებას აინტერესებდა, მოგეხსენებათ, რომ  გენერალური პროკურატურა იძიებს სამოხელეო ნაწილში გადაცდომების შესაძლებლობას და საერთოდ ამ ღონისძიებას, ყველა ამ კითხვაზე შესაბამისად, ჩემს მიერ იქნა პასუხი გაცემული.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როდის მოხდა ბიძინა ივანიშვილის ინფორმირება მომხდარის შესახებ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეს მოხდა მეორე დღეს - „მან დამირეკა მეორე დღეს და მე ავუხსენი რა მოხდა იმ ღამეს“.- თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა.  

გიორგი გახარია „მოდით ასე შევთანხმდეთ, დღეს, შინაგან საქმეა სამინისტროს, ჩემი პირადად და მთავრობის ძირითადი საზრუნავი არის ამ ღონისძიების დროს - ძალადობრივი, უკანონო აქციის შეწყვეტის დროს დაზარალებულ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა. ეს არის დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი, რასაც ვაკეთებთ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია გამოძიება რომელიც მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოყოს ყველა ის 
ორგანიზატორი,  რომელმაც პირდაპირი მოწოდებით - პოლიტიკოსებმა, კონკრეტულმა ადამიანებმა, მშვიდობიანი აქცია გახადეს ძალადობრივი, რასაც შემდგომ მოყვა ორგანიზებული, ძალადობრივი, სისტემური შტურმი საქართველოს პარლამენტზე და ამ შტურმის მოსაგერიებლად საქართველოს პოლიცია იყო იძულებული გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩვენთვის, დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ვიზრუნოთ, ჩვენს მოქალაქეებზე და შემდგომ, გამოძიების თითოეული დეტალი გახდეს ღია და საჯარო ჩვენი მოქალაქეებისთვის და ბოლომდე მივიყვანოთ ორივე ეს საქმე.

მე როგორც ერთხელ აღვნიშნე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რამდენჯერაც დამიბარებენ და რამდენჯერაც საჭირო იქნება იმდენჯერ მოვალ, იმიტომ რომ მე არ მაქვს და შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გვაქვს არანაირი პრობლემა, იმიტომ რომ კარგად ვიცით სად არის სიმართლე და ჩვენ აქ მოვდივართ და ამ სიმართლეს ვეუბნებით.“ - განაცხადა მინისტრმა.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

16.08.2019

18:26

ბექა ოდიშარია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია, კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან აგრძელებს შეხვედრებს....

15.08.2019

20:36

ბექა ოდიშარია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია, კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს. ...

29.07.2019

15:12

თამარ ჩუგოშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდა

პარლმენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, პეტრ მიკისკასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ...

29.07.2019

15:10

პარლამენტის თავმჯდომარე თურქეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. ...

17.07.2019

19:29

თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმზე პოლიტიკური პოლარიზაციის შესახებ ისაუბრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ...

17.07.2019

19:26

ირაკლი კობახიძე - აჭარაში რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებით კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ პარტიულ საქმიანობას

„აჭარაში რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებით კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ პარტიულ საქმიანობას“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. ...

16.07.2019

23:54

სოფიო ქაცარავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ გამართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, ოგთაი ასადოვთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან....

10.07.2019

00:21

არჩილ თალაკვაძე: რაც ამ დღეებში ვნახეთ, არის, ღია პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ - არავის არ მივცემთ საშუალებას, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება

„რაც ამ დღეებში ვნახეთ, არის, ღია პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ და მათი მხრიდან იყო მცდელობები, რომ ეს ყველაფერი გადაებრალებინათ ერთი ჟურნალისტისთვის, ასევე იყო მცდელობები, რომ ეს ყველაფერი პატრიოტული საფარის ქვეშ შეეფუთათ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელე...

09.07.2019

22:39

ზაზა გაბუნია დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხზე ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდება....