მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის მიზანი სხდომის ჩაშლა იყო2019-12-12 22:09:56

ზუგდიდში გზებზე აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს2019-12-12 19:42:48

ბორჯომსა და ბაკურიანს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ2019-12-12 19:13:02

პოლიციამ მარჯანიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა2019-12-12 19:01:14

ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო2019-12-04 19:10:37

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

19.07.2019

18:59

არჩილ თალაკვაძე: როგორ გაგრძელდება „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი, არის მისი მფლობელის პრეროგატივა, ამაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა

„ევროსასამართლომ, პრაქტიკულად, დაადგინა, რომ სახელმწიფომ და მართლმსაჯულების სისტემამ ამ საქმეზე სწორი და კანონიერი გადაწყვეტილებები მიიღო. თუ როგორ გაგრძელდება „რუსთავი 2“-ის  მენეჯმენტი, ეს არის მისი მფლობელის პრეროგატივა, ამაში სახელმწიფო ვერანაირად ვერ ჩაერევა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებასა და კომპანიის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

„ეს არის ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, სახელმწიფო პატივს სცემს და აღასრულებს მას.  „ქართულმა ოცნებამ“ თავისუფალი მედიის და დამოუკიდებელი ჟურნალისტების საქმიანობის პირობებში არაერთი არჩევნები ჩაატარა. არაერთ არჩევნებში გავიმარჯვეთ. შევძელით, საზოგადოებისთვის დაგვენახებინა, რა არის ჩვენი პროგრამა, როგორ ვხედავთ საქართველოს მომავალს და ეს ასეც იქნება. ამ კუთხით, არ ვფიქრობ, რომ დიდ ზეგავლენას მოახდენს  საქართველოს მომავალი განვითარების ხედვაზე, რომელიც მმართველ გუნდს აქვს. თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი და ობიექტური ჟურნალისტიკა, ხაზგასმით ვამბობ, მიგვაჩნია, რომ არის იმ დემოკრატიის ნაწილი, რომელსაც საქართველო აშენებს და რომელიც ვაშინგტონშიც, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან სათანადოდ დანახული და დაფასებულია“,- განაცხადა პარლამენტი თავმჯდომარემ.

 

 

 

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

04.12.2019

19:10

ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ ინფრასტრუქტურასა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს ადგილზე ეცნობა....

03.12.2019

19:25

დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტს 54 ავტობუსი შეემატა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას დამატებით, ISUZU-ს მარკის 38 ერთეული 8-მეტრიანი და MAN-ის მარკის 16 ერთეული 10-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე Euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსი წარუდგინა. ...

03.12.2019

18:27

ჯანდარის ტბაზე დაკარგული ორი მოქალაქის საძიებო სამუშაოებში სპეცტექნიკა ჩაერთო

ჯანდარის ტბაზე დაკარგული ორი მოქალაქის საძიებო სამუშაოების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალური ტექნიკის საშუალებით აწარმოებს ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს. ...

03.12.2019

18:16

პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საერთაშორისო სტანდარტების ახალი შენობა გახსნეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალ შენობაში სხვადასხვა მიმართულების ექსპერტიზის 20 ლაბორატორია ამოქმედდა, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტების გენეტიკური (დნმ) ლაბორატორია....

02.12.2019

21:06

თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების სამხედრო ობიექტებზე არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას ეცნობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების სამხედრო ობიექტებზე არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობა. დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზების მონახულება ირაკლი ღარიბაშვილმა საჩხერის სამთო მომზადების სკოლიდან დაიწყო, რომელიც თავდაცვის ძალებსა და რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლო დ...

02.12.2019

16:54

ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქე დაიკარგა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქე დაიკარგა....

02.12.2019

15:24

„საქართველო - ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა“ – „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ახალგაზრდულ კვირეულს იწყებს

ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს არჩევასთან დაკავშირებით, პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ ახალგაზრდული ორგანიზაცია იწყებს ახალგაზრდულ კვირეულს სახელწოდებით - „საქართველო - ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა“....

28.11.2019

21:01

ეკატერინე გალდავამ წყალმომარაგების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე მანილაში გამართულ გლობალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ, წყალმომარაგების სექტორის დაფინანსების თემაზე მიძღვნილ, მანილაში გამართულ გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ...

27.11.2019

19:48

საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მომავალმა საჯარო მოხელეებმა სტაჟირება ქართული იუსტიციის სისტემაში გაიარეს

ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მომავალი საჯარო მოხელეები მიიღო, რომლებმაც სტაჟირება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ეგიდით დანაშაულის პრევენციის ცენტრში გაიარეს....

06.11.2019

16:01

ზაზა გაბუნია - ქუჩაზე, მოედანზე, პარკში, ბაღში, სკვერსა და სხვა მსგავს სივრცეში მშენებლობა კვლავ აკრძალული იქნება

საქართველოს პარლამენტის წევრების გურამ მაჭარაშვილის, ნინო წილოსანის, პაატა მხეიძის, ზაზა გაბუნიას და მერაბ ქვარაიას მიერ ინიცირებულ იქნა საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“...