შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავა2019-09-20 22:52:49

გიორგი ვოლსკი: „კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვახასიათებდა“2019-09-20 22:15:20

ირაკლი სესიაშვილი: პროტესტი მიუღებელია მათგან, ვინც თავად აწამებდა ათასობით ადამიანს2019-09-20 22:10:22

საქართველოს პარლამენტმა, 85 ხმით, მესამე მოსმენით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო2019-09-20 22:05:40

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს2019-09-20 22:03:22

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

29.07.2019

15:15

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში ახალი ხიდი გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის მოსახლეობა დღეიდან ახალი ხიდით ისარგებლებს. ხიდის მშენებლობაზე 250 000 ლარი დაიხარჯა და ის საქველმოქმედო ფონდმა „ქართუ“ დააფინანსა, სამუშაოები კი კომპანია „ზიმომ“ განახორციელა.

ხიდის მშენებლობა 2019 წლის 25 ივნისს დაიწყო და სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. სოფელში ხიდი 90-იანი წლების დასაწყისში, სამოქალაქო დაპირისპირების დროს დაინგრა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას სავარგულებამდე მისასვლელი გზა არ ჰქონდა და შემოვლითი გზით უხდებოდა სარგებლობა.

ამჟამად სოფელში 3 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ახალი ხიდის გახსნას ფონდ „ქართუს“ დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძე სთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან,  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორიასთან  ერთად დაესწრო.

სოფელ ოქტომბერში ხიდის მშენებლობა ფონდ „ქართუს“ მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებს შორის ერთ-ერთია.

სამეგრელოს რეგიონში „ქართუს“ დაფინანსებით 60 მილიონი ლარის ოდენობის სამუშაოები ხორციელდება. მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული პროექტებისთვის ფონდიდან გადარიცხულია 25 მილიონ ლარამდე.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ ამ არაჩვეულებრივი პროექტის მხარდაჭერისთვის. გარდა ამისა, ფონდის მიერ, ზუგდიდში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ფინანსდება, კერძოდ, „ქართუს“ უკვე დაფინანსებული აქვს „ნიკოსეული“ სასახლის აღდგენისთვის განხორციელებული სამუშაოები, სწორედ, ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით შენდება ზუგდიდის ახალი თეატრი, რომელშიც ფონდი 18 მილიონ ლარს ხარჯავს. ასევე, საუბარია სხვადასვხა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე, რასთან დაკავშირებითაც უკვე ვაწარმოებთ მოალაპარაკებებს. დარწმუნებული ვარ, ბევრი კარგი და კეთილი საქმე გაკეთდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“. - აღნიშნა მოსახლეობასთან სიტყვით მიმართვისას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ.

დღეისათვის ფონდი „ქართუ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შემდეგ პროექტებს აფინანსებს:

•        ზუგდიდის თეატრის მშენებლობას - 17 000 000 ლარით;

•        ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობას - 1 000 000 ლარით;

•        ნარეზენის მონასტრის სარემონტო სამუშაოებს - 600 000 ლარით;

•        სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს - 200 000 ლარით;

•        სოფელ ძველ ხიბულაში ეკლესიის მშენებლობას - 1,5 მილიონი ლარით (მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები) რაც შეეხება უკვე დასრულებულ პროექტებს, ნიკო დადიანის სასახლის აღდგენითი სამუშაოები ფონდმა „ქართუ“ 2,6 მილიონი ლარით დააფინანსა, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციაში თანამონაწილეობის სახით კი 137 ათასი ლარი გაიღო.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

20.09.2019

21:53

ქალაქ ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა

რაჭაში ონის მუზეუმის მშენებლობაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაატარა. ონის მუზეუმის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 5.5 მილიონი ლ...

20.09.2019

21:46

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

საბავშვო ბაღის პროექტირებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 770 000 ლარია. ...

20.09.2019

21:44

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად პროექტირება-მშენებლობა იწყება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად პროექტირება-მშენებლობას იწყებს. ...

19.09.2019

23:07

ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის უეფას მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად გამარჯვებული კომპანია გამოავლინა....

19.09.2019

22:56

გიორგი შენგელია: ღია კინოთეატრს ჩვენი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში ჩავიტანთ

,,ღია კინოთეატრს ჩვენი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში ჩავიტანთ და ამ მხრივ აქტივობები განხორციელდება“ - ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, დღეს რადიო „ათინათი“-ს პირდაპირ ეთერში, გადაცემა „ზუგდიდისთვის“ სტუმრობისას განაცხადა. მერის განმარტებით ,,მობილური კინოთეატრი“, ...

11.09.2019

19:28

გიორგი შენგელია პროექტების ვერიფიკაციის სამუშაო პროცესში ჩაერთო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში მეორე დღეა სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში შემოტანილი პროექტების ვერიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს. ...

10.09.2019

21:16

ქუთაისში 296 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში წყალმომარაგების ახალი ქსელი ეწყობა

ქალაქ ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობა (IIფაზა) აქტიურად გრძელდება. ამ დროისთვის, სამუშაოები ქალაქის 296 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს, სრულად იცვლება კორპუსების საძირკველში განთავსებული წყალმომარაგების მილები (ჰორიზონდალური დგარი). ...

09.09.2019

21:40

ახალი საცხოვრებელი სახლი ბოკუჩავების მრავალშვილიან ოჯახს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ბოკუჩავების მრავალშვილიანი ოჯახი მიმდინარე წლის ბოლოს, ახალ საცხოვრებელ სახლს მიიღებს. მინდია ბოკუჩავა 3 არასრულწლოვან შვილს მარტო ზრდის. ბოკუჩავები ანაკლიაში, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში ცხოვრებენ. ოჯახი ახალი წლიდან თანამედრო...

09.09.2019

21:26

ფოთში მდინარე კაპარჭას გაწმენდით სამუშაოების მიმდინარეობას სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო

ფოთში მდინარე კაპარჭას გაწმენდის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი მდინარის 3 700 მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს....

06.09.2019

16:35

ზუგდიდში, დადიანების სასახლეში, ღონისძიება „ძველი და ახალი დროის სინთეზი“ გაიმართება

დღეს, 6 სექტემბერს, საღამოს 20:00 საათზე, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ღონისძიება „ძველი და ახალი დროის სინთეზი“ გაიმართება - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. თქვენს მუსიკალურ განწყობაზე ანსამბლი „ოდოია“ იზრუნებს. სასიამოვნო განწყობას ...