შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავა2019-09-20 22:52:49

გიორგი ვოლსკი: „კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვახასიათებდა“2019-09-20 22:15:20

ირაკლი სესიაშვილი: პროტესტი მიუღებელია მათგან, ვინც თავად აწამებდა ათასობით ადამიანს2019-09-20 22:10:22

საქართველოს პარლამენტმა, 85 ხმით, მესამე მოსმენით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო2019-09-20 22:05:40

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს2019-09-20 22:03:22

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

16.08.2019

18:42

გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

„მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით ნახოს არა მარტო ის, თუ რა არის ოკუპაციის შედეგი, რომელიც გავლენას ახდენს უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე, არამედ ისიც, თუ როგორ აუარესებს კონკრეტული ოჯახების მდგომარეობას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ სოფელ გუგუტიანთკარში განაცხადა, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ."

მინისტრის მოადგილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მყისიერად დაუკავშირდა ჟენევის თანათავმჯდომარეებსა და საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. მათ მიეწოდათ სრულყოფილი ინფორმაცია არსებულ ვითარებასთან დაკავშირებთ.

„მოგეხსენებათ, საოკუპაციო ძალებმა განაახლეს ბორდერიზაციის პროცესი. როგორც კი მივიღეთ ეს ინფორმაცია, სახელმწიფომ აამუშავა შესაბამისი მექანიზმები. პირველ რიგში, გააქტიურდა ცხელი ხაზი და შესაბამისი კომუნიკაცია მოხდა. დავუკავშირდით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ასევე დავუკავშირდით ჟენევის თანათავმჯდომარეებს და მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. შემდეგ მოხდა დიპლომატიური კორპუსის ორგანიზება და შეხვედრა გავმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც სრულყოფილად მივაწოდეთ ინფორმაცია არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამის შემდგომ დავგეგმეთ, რომ უშუალოდ ადგილზე გაგვეცნო მათთვის სიტუაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა, მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით ნახოს, რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია და ნახონ არა მარტო ის, თუ რა არის ოკუპაციის შედეგი, რომელიც გავლენას ახდენს უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე, არამედ ისიც, თუ როგორ მოქმედებს ჰუმანიტარულ ვითარებაზე, როგორ აუარესებს კონკრეტული ოჯახების მდგომარეობას“ - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

30.08.2019

20:28

სოფელ წნელისთან პოლიციის ბლოკ-პოსტს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაც განათავსებს

სოფელ წნელისთან პოლიციის ბლოკ-პოსტს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაც განათავსებს. ამის შესახებ განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა გააკეთა....

28.05.2019

22:07

აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციამ წეროვანის დასახლება და ხურვალეთის საოკუპაციო ხაზი მოინახულა

პარლამენტის მოწვევით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები იმყოფებიან. ამერიკელი სტუმრები ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეცნობიან....

11.04.2019

22:24

ნინო გოგუაძე: როდესაც რუსეთი მეზობელი ქვეყნების ოკუპაციით არღვევს ევროსაბჭოს ფუნდამენტურ პრინციპებს, საპარლამენტო ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს ერთიანი, პრინციპული პოზიცია უნდა ჰქონდეთ

სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის სხდომაზე,ნინო გოგუაძემ რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნების ოკუპაციაზე და ევროპის საბჭოს ფუნდამენტური პრინციპების დარღვევაზე ისაუბრა. ...

05.04.2019

21:14

ირაკლი კობახიძე: ოკუპირებულ აფხაზეთში სიკვდილით დასჯის შემოღება მიუთითებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე სურათზე და ამაში მთავარი დამნაშავე არის ჩრდილოელი მეზობელი

„ეს არის არალეგიტიმური ორგანოს გადაწყვეტილება და შესაბამისად, რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება არასწორია. ეს მიუთითებს იმ ძალიან მძიმე სურათზე, რომელიც ჩამოყალიბებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამაში მთავარი დამნაშავე არის ჩრდილოელი მეზობელი“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოკუ...

14.03.2019

18:48

სოფელ ყარაფილადან გატაცებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი

კასპის რაიონის სოფელ ყარაფილადან გატაცებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი. ინფორმაცია არ აქვთ დაკავებულების ოჯახის წევრებსაც. ...

13.03.2019

20:25

ნინო გოგუაძე: - „ყველა ზომებს ვიღებთ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გარემოებების დასადგენად“

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ გალში, დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის - ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ...

26.02.2019

21:31

ირაკლი კობახიძე: მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, პუტინის რუსეთთან უთანასწორო ბრძოლა მშვიდობიანი, თუმცა ურყევი წინააღმდეგობითა და შეუპოვრობით, გამარჯვებით დავაგვირგვინოთ

„რუსეთის გაძლიერებული მილიტარიზაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უდიდეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ მშვიდობასა და სტაბილურობას მთელ რეგიონში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვენის დიპლომატიურ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხ...

02.11.2017

15:16

ესტონეთის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ...

11.09.2017

18:55

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ზაურ ზურაბის ძე კომახიძე დაშავდა....

30.03.2017

21:11

ხანძარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლოკალიზებულია

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძრი ლოკალიზებულია. ცეცხლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთისა და ოკუპირებულ სოფელ ქსუისის გასაყართან გაჩნდა. მერეთში ცეცხლის ჩაქრობა ქართველმა მეხანძრეებმა მალევე მოახერხეს - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. ...