შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავა2019-09-20 22:52:49

გიორგი ვოლსკი: „კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვახასიათებდა“2019-09-20 22:15:20

ირაკლი სესიაშვილი: პროტესტი მიუღებელია მათგან, ვინც თავად აწამებდა ათასობით ადამიანს2019-09-20 22:10:22

საქართველოს პარლამენტმა, 85 ხმით, მესამე მოსმენით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო2019-09-20 22:05:40

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს2019-09-20 22:03:22

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

10.09.2019

21:27

საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისადმი

საქართველოს პრეზიდენტმა, მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, თბილისში მიმდინარე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

"მე ამაყი და მადლიერი ვარ, როგორც ყველა ქართველი, რადგან ჯონ მაკკეინი ყველა პოლიტიკურ დონეზე საქართველოსთვის რთულ ვითარებაში ადვოკატირებას უწევდა ჩვენს ქვეყანას, როგორც აშშ-ში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. რომ არა მისი ძალისხმევა, თავდადება და მხარდაჭერა ჩვენ არ გვექნებოდა რეფორმების განხორციელებისა და წინსვლის შესაძლებლობა.

საერთაშორისო კონფერენციის თბილისში ჩატარება მისი მემკვიდრეობის გაგრძელების მკაფიო გამოხატულებაა. ჩვენ ყველას გვახსოვს, როცა იგი 2008 წელს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, წუთიერად შეჩერდა, რათა სოლიდარობა გამოეხატა პატარა, მამაცი ქვეყნისათვის, რომელიც ძლევამოსილ, ატომური იარაღის მქონე მეზობლისაგან იცავდა თავს და დღესაც ცოცხალია  გამოთქმა - ,,დღეს ყველანი ქართველები ვართ!“.

წლების განმავლობაში ის განაგრძობდა საქართველოს და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ჯონ მაკკეინს ესმოდა ჩვენი ტკივილი და იზიარებდა მას. ამისათვის მინდა მადლიერება გამოვხატო მის მიმართ და მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, კონფერენციის მონაწილეებს, აქ მობრძანებისათვის, რაც უწყვეტი სოლიდარობის დადასტურებაა! 

ეს ოკუპაციის 11 წელი და მძიმე ტრაგედიაა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ძალიან განიცდის. ხშირად გვავიწყდება, რომ მას წინ უსწრებდა 16 წლიანი ჯერ ღია, შემდეგ კი, გაყინული კონფლიქტები. ბევრი არაფერი შეცვლილა ამ დროის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20 % კვლავ ოკუპირებულია, ადმინისტრაციული ხაზი განუწყვეტლივ იცვლის ადგილს და გამშვები პუნქტები უმნიშვნელო მიზეზების გამო იკეტება, რაც ხელს უშლის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.

ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე სოფლებიდან იტაცებენ საქართველოს მოსახლეობას, ითხოვენ გამოსასყიდს და ზოგიერთ შემთხვევაში აწამებენ და კლავენ მათ. ამის მიზეზად კი, ოფიციალურად არარსებული საზღვრის დარღვევა და უპატივისმცემლობა მოაქვთ.

ჩვენ ვხედავთ, რომ მდგომარეობა უფრო და უფრო მყიფე ხდება - მეტი პროვოკაცია, მეტი მძევლები, მეტი ინციდენტი ეს სიტუაცია ნებისმიერ დროს შესაძლოა კიდევ გამწვავდეს. ჩვენი პასუხისმგებლობა, უპირველესად, ვითარების გამწვავებისა და პროვოკაციების აცილებაა. საქართველოს პასუხი პროვოკაციებზე ორმხრივია.

ჩვენი პოლიტიკა იმ მშვიდობიანი ნაბიჯებისაგან შედგება, რომლებიც მიმართულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისაკენ. განათლების და ჯანდაცვის პროგრამებისა და ბიზნესშესაძლებლობებით ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ კავშირები მათთან.

ამ მიმართულებით ჩვენი პოლიტიკა თავშეკავებულობის პოლიტიკაა. 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების თანახმად, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს შეიარაღებული ძალები არ არის განლაგებული. ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად განთავსებულია მხოლოდ საპოლიციო ძალები. ჩვენ ჩვენი ნებით, ვთქვით უარი ძალის გამოყენებაზე. ჩვენ ვართ ერთადერთი მხარე ვინც ეს გააკეთა.

ჩვენი პასუხია არშეგუება! არ უნდა მივცეთ ნება კონფლიქტსა და ოკუპაციას გავლენა მოახდინოს ჩვენი ბედის თავისუფალ განსაზღვრაზე.

ჩვენი პასუხია -  ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, ეკონომიკური განვითარება და ზრდა, დემოკრატიული განვითარება არჩევნებიდან არჩევნებამდე, სტაბილურობა, ტოლერანტობა, ჩვენ შევინარჩუნეთ სტაბილურობის კუნძული პრობლემურ რეგიონში და ჩვენ არაფერს არ უნდა მივცეთ უფლება, რომ გადაგვახვევინოს ამ გზიდან. ასეთია ჩვენი სიმტკიცე და ეს სიმტკიცე ჩვენი გამარჯვებაა! ჩვენ არ უნდა მივცეთ დესტაბილიზაციის მცდელობებს ჩვენს მოთმინებაზე გამარჯვების უფლება. თუმცა უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის."- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

20.09.2019

22:15

გიორგი ვოლსკი: „კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვახასიათებდა“

აღნიშნული განცხადება აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს....

20.09.2019

22:10

ირაკლი სესიაშვილი: პროტესტი მიუღებელია მათგან, ვინც თავად აწამებდა ათასობით ადამიანს

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არანაირ ეჭვს და კითხვებს არ ბადებს....

20.09.2019

22:05

საქართველოს პარლამენტმა, 85 ხმით, მესამე მოსმენით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ამ კოდექსით დავიცავთ ჩვენს ბავშვებს, გავაძლიერებთ ოჯახებს და მივცემთ ბავშვებს უკეთეს განათლებას. ეს კოდექსი გრძელვადიან პერსპექტივაში დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ბავშვს გამოიყვანს სიღარიბიდან და ძალადობის ჭაობიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივად, ჩვე...

19.09.2019

23:01

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მფრინავებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს თავდაცვის ძალები 19 სექტემბერს სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული დღე სამხედრო მფრინავებს, ვეტერანებს შერეულ საავიაციო ბაზაზე მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმეში წარმატებები უსურვა. ...

19.09.2019

22:59

ზვიად ძიძიგური: „ძალიან სამწუხარო ფაქტთან გვაქვს საქმე, რაც გამოიხატება იმაში, რომ მკვლელები აღმოჩნდნენ შეწყალებულთა სიაში“

„ძალიან სამწუხარო ფაქტთან გვაქვს საქმე , რაც გამოიხატება იმაში, რომ მკვლელები აღმოჩნდნენ შეწყალებულთა სიაში. ეს არის ისეთი მოვლენა, როდესაც ისეთი ჰუმანური აქტი, რასაც შეწყალება ჰქვია, რაც გამთლიანებას და ჰარმონიას უნდა იწვევდეს საზოგადოებაში, პირიქით, იწვევს უკმაყოფილებას“-ამის შესახებ განცხადება ტე...

10.09.2019

21:32

ნიკა მელიამ სასამართლოს გადაწყვეტილება დაარღვია

ნიკა მელიამ სასამართლოს გადაწყვეტილება სამი თვის თავზე დაარღვია. ის ტელეკომპანია "კავკასიაში" სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. ...

10.09.2019

21:17

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, დეიმონ ვილსონსა და ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ...

10.09.2019

21:11

არჩილ თალაკვაძე ლიეტუვის სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ლიეტუვის სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ჟიგიმანტას პავილიონისს შეხვდა....

09.09.2019

21:37

არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ რიკერს შეხვდა. ...

09.09.2019

21:29

ირაკლი ღარიბაშვილის პირველი სამუშაო დღე თავდაცვის სამინისტროში

საქართველოს თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი სამუშაო დღე დილის 9 საათზე დაიწყო. მას უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან იზორიამ უმასპინძლა. ...