ქართული ოცნება მაჟორიტარობის კანდიდატებს, სავარაუდოდ, ივნისის პირველ ნახევარში, პროპორციულ სიას კი, სექტემბერში დაასახელებს2020-06-02 19:29:48

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა2020-06-02 19:20:15

6 ივნისამდე საქართველოში წვიმა, ძლიერი ქარი და სეტყვაა მოსალოდნელი2020-06-02 18:36:07

ოზურგეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა2020-06-02 18:24:07

გიგა ბოკერია - ზოგიერთ ოლქში ერთიანი კანდიდატების წარდგენა აუცილებელია, ვინც ამის წინააღმდეგ მუშაობს, შესაძლოა, ადგილი გვქონდეს სახიფათო პოლიტიკურ სიხარბესთან2020-06-02 18:19:36

ესპანეთი პირველი ივლისიდან უცხოელებისთვის სავალდებულო კარანტინს აუქმებს

გასულ 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“-ის 8946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დიდ ბრიტანეთში ჩასულ მოგზაურებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ

11.11.2019

18:55

გიორგი კახიანი: 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით არსებობს კონსენსუსი და იმედი მაქვს, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც მხარს დაუჭერენ ჩვენს ინიციატივას

„ჩვენ მხარს დავუჭერთ იმ ინიციატივას, რომელიც ჩვენს მიერ არის ინიცირებული და იმედი მაქვს რომ ოპოზიციის მხრიდან ამ ინიციატივას მხარდაჭერა ექნება, იმიტომ, რომ მხოლოდ უმრავლესობის ხმები არ იქნება საკმარისი, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები განვახორციელოთ. გამომდინარე იქედან, რომ 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით არსებობს კონსენსუსი, იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც მხარს დაუჭერენ ჩვენს ინიციატივას“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

გიორგი კახიანის თქმით, მიმდინარე კვირაში დაიწყება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა. კანონმდებლები პლენარულ სხდომაზე ორივე კონსტიტუციური კანონის პროექტს განიხილავენ.

„ორივე კონსტიტუციური ინიციატივა მსგავსია იმ თვალსაზრისით, რომ ორივე ითვალისწინებს 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, განსხვავება არის მხოლოდ ორ საკითხში, ეს არის ბარიერთან და საარჩევნო ბლოკებთან დაკავშირებული საკითხი. ჩვენი ინიციატივის მიხედვით იარსებებს ე.წ., ბუნებრივი ბარიერი, ანუ ბარიერი არ არსებობს და გარდა ამისა, არ იარსებებენ საარჩევნო ბლოკები. მთელი ამ ხნის განმავლობაში, როდესაც განხილვები და მსჯელობა მიმდინარეობდა აღნიშნულ საკითხებზე სხვადასხვა პოზიციები მო ვისმინეთ ჩვენ ოპოზიციის მხრიდან, თუმცა, მე, პირადად, არც ერთი არგუმენტირებულად არ მეჩვენება“.-განაცხადა გიორგი კახიანმა.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ უმრავლესობის ინიციატივას ოპოზიციის მხარდაჭერაც ექნება.

 

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

02.06.2020

19:29

ქართული ოცნება მაჟორიტარობის კანდიდატებს, სავარაუდოდ, ივნისის პირველ ნახევარში, პროპორციულ სიას კი, სექტემბერში დაასახელებს

საპარლამენტო უმრავლესობის წვერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართული ოცნება მაჟორიტარობის კანდიდატების სიას, სავარაუდოდ, ივნისის პირველ ნახევარში წარადგენს, პროპორციულ სიას კი სექტემბერში. ...

02.06.2020

18:19

გიგა ბოკერია - ზოგიერთ ოლქში ერთიანი კანდიდატების წარდგენა აუცილებელია, ვინც ამის წინააღმდეგ მუშაობს, შესაძლოა, ადგილი გვქონდეს სახიფათო პოლიტიკურ სიხარბესთან

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებას საკვანძო ოლქებში და განსაკუთრებით თბილისში, ერთიანი კანდიდატები სჭირდება....

02.06.2020

18:03

გიორგი ვოლსკი: ხელისუფლება მზადაა არჩევნების ჩასატარებლად ისე, რომ გამოირიცხოს პანდემიასთან დაკავშირებული რისკები

„გადაწყვეტილებები მაჟორიტარებთან დაკავშირებით ჯერ არ არსებობს და კონსულტაციების რეჟიმიც ხმამაღლა ნათქვამია. მე ვფიქრობ, რომ .ვადაში ჩავეტევით და როდესაც „ქართული ოცნება“ დაამთავრებს კონსულტაციებს, წარმოადგენს სიას და პროგრამას“,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუს...

02.06.2020

17:59

თავდაცვის მინისტრმა SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერი დააჯილდოვა

ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ...

02.06.2020

17:38

გიორგი ვოლსკი: რურუას სასამართლომ უნდა გამოუტანოს განაჩენი და არა პოლიტიკურმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“

„თუ ვერ იქნება მიღებული საარჩევნო ცვლილებები, ჩატარდება იმ საარჩევნო სისტემით რაც გაგვაჩნია. გაცილებით უფრო დიდი საფრთხეებია ქვეყნის წინაშე, ვიდრე ის, რითიც ოპოზიცია იმუქრება და მუშტებს გვიქნევს. ...

02.06.2020

17:36

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში მოუსმინეს

2 ივნისს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე საქართველოს პარლამენტში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წინაშე წარსდგა....

29.05.2020

20:49

პაატა კვიჟინაძე: საქართველოს საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, რასაც ადასტურებს სავალუტო ფონდის განცხადებებიც და ევროკავშირიც

დღეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა, მათ შორის ისეთებსაც, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა დღის წესრიგთან, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ პოლიტიკური დებატებისას, რომელიც პრემიერ-მინისტრის პარლამენტში ინტ...

29.05.2020

20:14

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ათასობით და ათიათასობით ადამიანი საკუთარ ქონებას კარგავდა და 2012 წლისთვის სიღარიბის ზღვარს მიღმა 1 250 000 ადამიანი ცხოვრობდა“

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უსმენენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ წინა ხელისუფლების მიერ კრიზისულ პერიოდში საზოგადოების მიმართ გაწეულ დახმარებასა და მოქმედი ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებზე ისაუბრა....

29.05.2020

20:12

დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციის წარმომადგენელებს - ყველა საფუძველი გაქვთ იმისათვის, რომ არ იყოთ მშვიდად, მთავარი გაბრაზება თქვენ ოქტომბერში გელოდებათ

„ვხედავ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ძალიან გაბრაზებულები არიან, განსაკუთრებით, ბოლო ორი დღეა და მათ ამისთვის ყველა საფუძველი აქვთ, რომ არ იყვნენ მშვიდად, მაგრამ მთავარი გაბრაზება თქვენ ოქტომბერში გელოდებათ“, - ასე მიმართა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრ...

29.05.2020

20:11

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტში ამდენი ტყუილი ისმის

„სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტში მართლაც ამდენი ტყუილი ისმის. დარწმუნებული ვარ, ნაცებმა რამდენიმე დღე იმუშავეს ამ თემაზე, გამორიცხულია, ბატონი რომანი თავისით მარტო არ გადაწყვეტდა როგორ მიეყენებინა ზიანი პრემიერ გახარიასთვის, „ქართული ოცნების“ გუნდისთვის, მთავრობისთვის და ხუთი წუთის განმავლობ...