ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო2019-12-04 19:10:37

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქსნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა 2019-12-04 19:08:31

„ვისოლ ჯგუფმა“ სტუდენტურიდასაქმების ფორუმი გამართა 2019-12-04 18:42:13

ნათია თურნავა - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო მეტი ბრიტანული ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში2019-12-03 22:00:08

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა 2019-12-03 21:54:32

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

27.11.2019

22:00

ქუთაისი უწყვეტ წყალმომარაგებაზე, ეტაპობრივად, წლის ბოლოდან გადავა

ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ფაზა დასრულების ეტაპზეა. შესრულებულ სამუშაოებს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, ეკატერინე გალდავასთან და იმერეთში  სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან  ერთად  გაეცნო. 

ახალი ობიექტი ექსპლუატაციაში წლის ბოლოს შევა და ქალაქი  უწყვეტ წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადავა. პირველ ეტაპზე,   დამატებით  45 000 ადამიანი  24 საათიანი წყალმომარაგებით  დეკემბერში  იქნება უზრუნველყოფილი.  იანვარში უწყვეტი წყალმომარაგებით მოსახლეობის  65%,   თებერვალში 85 %, ხოლო მარტში ქალაქის 100 % ისარგებლებს.

პროექტის ფარგლებში აშენდა რეზერვუარები - გოდოგანზე 2 ,  ხოლო მუხრანში 1 და 3 სატუმბი სადგური.  მოეწყო 18 კმ წყლის მაგისტრალური მილსადენი და შიდა გამანაწილებელი ქსელი (200 კმ). 

თავდაპირველ პროექტს კორპუსების შიდა ქსელებისა და რამდენიმე დასახლების წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია დაემატა, რის გამოც სამუშაოების მოცულობა გაიზარდა და გადაიწია მშენებლობის დასრულების ვადამ. მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით და პროექტში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, ქალაქის რამდენიმე დასახლებაში წყალმომარაგების ქსელების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, განახლდა საცხოვრებელ კორპუსებში ამორტიზებული, შიდა ქსელები. ასევე, კომპანია,  წყლის რაციონალური მოხმარების მიზნით, მრავალსართულიან კორპუსებში მცხოვრები 15 000 აბონენტის გამრიცხველიანებასაც უზრუნველყოფს.

სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით  92 მილიონი ლარი მოხმარდა.  

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

04.12.2019

19:08

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქსნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქსნის წყალმომარაგების შიდა ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა. სოფელში არსებული წყლის სისტემა დაზიანებული და ამორტიზებული იყო, რაც იწვევდა წყლის დანაკარგს და მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა. ...

03.12.2019

19:36

გიორგი შენგელია აბბულატორიების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში ამბულატორიების მშენებლობის პროცესი ადგილზე დაათვალიერა. ...

03.12.2019

18:22

ცოტნე ზურაბიანი, ქვეყანაში, შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გატარებულ რეფორმებზე და რეფორმების შედეგებზე საუბრობს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ცოტნე ზურაბიანი,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესეხმიანება და 2013 წლიდან დღემდე, შშმ პირებისთვის უფლებრივი მდგომარეობსი გასაუჯობესებლად გადადგულ ნაბიჯებზე საუბრობს. ...

03.12.2019

18:19

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სამოქალაქო ბიუჯეტის სტანდარტებთან შესაბამისობის სერთიფიკატი გადაეცა

საერთაშორისო სოლიდარობის ფონდი პლ საქართველოს (Solidarity Fund PL in Georgia) ორგანიზებით თბილისში კონფერენცია „აქტიური მოქალაქეები - ძლიერი მუნიციპალიტეტი, სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოში“ ჩატარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირება დაიწყო მიმდინარე წელს, რისთვისაც 2020 წლის ად...

02.12.2019

15:34

ცოტნე ზურაბიანი - „TANAP და TAP - ეს პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ევროპის რუსეთისაგან ენერგოდამოუკიდებლობაში”

„TANAP – ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფანი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის, უკვე რეალობაა!”- ასე ეხმიანება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ცოტნე ზურაბიანი, თურქეთში TANAP - ის პროექტი გახსნას. „უკვე დამთავრდა პროექტის ძი...

27.11.2019

21:19

ცოტნე ზურაბიანი საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადმობარების პროცესს აფასებს

„საქართველოსთვის, ეს არის ინსტიტუციური თანამშრომლობის უნიკალური შესაძლებლობა - ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე“, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ცოტნე ზურაბიანი საქართველოს მიერ, ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადმობარების პროცესს. ...

27.11.2019

19:41

მთავრობის განკარგულებით ფოთში საზღვაო სასწავლებლის მშენებლობისთვის 6 მილიონამდე ლარი გამოიყო

ფოთში საზღვაო სასწავლებლის მშენებლობა იწყება. შესაბამისი თანხა მთავრობის განკარგულებით უკვე გამოიყო. სასწავლებელი ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის ყოფილ შენობაში განთავსდება. საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში მოხდება მშენებლობაზე სატენდერო პროცედურების დაწყება....

27.11.2019

19:39

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. საჯარო განხილვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, ადგილობრივ...

11.11.2019

19:50

ალექსანდრე მოწერელია ნაკლებად ცნობილ ტურისტულ ობიექტებს გაეცნო

ახალი ტურისტული მიმართულებების შესწავლისა და შემდეგი განვითარებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, სენაკის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სპეციალისტებთან ერთად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მღვიმეები და ნაკლებად ცნობილი ტურისტული ობიექტე...

11.11.2019

19:45

რუხის სავაჭრო ცენტრში ყოველკვირეული ბაზრობა გაიმართა

რუხი მოლში საშემოდგომო ბაზრობა გაიმართა. საშემოდგომო ბაზრობაზე საბითუმო ფასად წარმოდგენილი იყო, როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ტექნიკა ასევე ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები და მოეწყო ყვავილების გამოფენა-გაყიდვა. საშემოდგომო ბაზრობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგ...