ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო2019-12-04 19:10:37

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქსნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა 2019-12-04 19:08:31

„ვისოლ ჯგუფმა“ სტუდენტურიდასაქმების ფორუმი გამართა 2019-12-04 18:42:13

ნათია თურნავა - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო მეტი ბრიტანული ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში2019-12-03 22:00:08

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა 2019-12-03 21:54:32

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

02.12.2019

15:26

ირაკლი კობახიძე: „რაც შეეხება ვენეციის კომისიაში გაგზავნას ეს არის ღირსების საკითხი, როგორც ის, რომ ქართველმა მათემატიკოსებმა უუცნობო განტოლება გააგზავნონ ჰარვარდში ამოსახსნელად“

კვირის თემის წამყვანის კითხვაზე, რატომ არ აგზავნის ხელისუფლება ვენეციის კომისიაში დოკუმენტს რომ მან  დადოს დასკვნა?  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ეს არის ღირსების საკითხი, როგორც ის, რომ ქართველმა მათემატიკოსებმა უუცნობო განტოლება გააგზავნონ ჰარვარდში ამოსახსნელად, რაც იქნება ქართველი მათემატიკოსებისთვის ღირსების საქმე. რაც შეეხება გერმანულ მოდელს,  შეხვედრას ესწრებოდნენ  ვენეციის კომისიის წარმომადგენლები, როგორც მდივანი, ასევე კონკრეტული კვალიფიციური ექსპერტი და იყო იმის საშუალება, რომ იქვე განხილულიყო იურიდიულად ეს საკითხი და დასმოდა წერტილი ამ ყველაფერს.

მისი განმარტებით,  -„იმიტომ გარბოდა ოპოზიცია სამართლებრივი დისკუსიიდან, რომ წერტილის დასმა არ აწყობდათ.  სრული დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ მაგალითად გერმანიაში რომ ვსწავლობდი ასეთი კაზუსი არ მოჰქონდათ პირველი კურსის დამამთავრებელ გამოცდაზე. პირველ კუსზე იყენებენ ასეთ კაზუსებს, იმისათვის, რომ სტუდენტებმა გააცნობიერონ იურიდიული ლოგიკის ანა-ბანაში, ანუ საფუძვლებში. ეს არის ზუსტად ასეთი კაზუსი, ანუ ვამტკიცებთ მარტივ რამეს, 77 არის 77, თუ 77 არის 150. იმდენად მარტივია ეს კაზუსი, რომ აქ რაიმე სიღრმეშიც კი არ არის საჭირო შესვლა.

ჩვენ ვსაუბრობთ არგუმენტებით. არა ერთი ეთერი ყოფილა ამასთან დაკავშირებით და ყველა განმარტებას  ვიყენებთ, რაც კი არსებობს იურისპრუდენციაში, ეს არის გრამატიკული განმარტება, ისტორიული განმარტება, ტერმინოლოგიური განმარტება და ყველა არგუმენტი გვაქვს ამაში ჩართული, მაშინ როდესაც არც ერთი არგუმენტი არ მოუტანია ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს და ე.წ  ექსპერტს, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს მოდელი არის კონსტიტუციური. შეხვედრაზე ეს იმდენად ნათლად გამოჩნდა, რომ რეალურად მათ ვეღარ შეძლეს საუბრის გაგრძელება გერმანულ მოდელთან დაკავშირებით და ამიტომ გადაერთნენ სხვა თემაზე. უმწვავესი იყო ეს ყველაფერი.

იმ შეხვედრაზე არგუმენტირებული   პასუხი გაეცა, რომ შეუძლებელია ვენეციაში გაგზავნა.  ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ იმაზე ვინ რა თქვა, ეს იყო შეთანხმება შეხვედრის წინ, მაგრამ ერთადერთ რამეს ვიტყვი, იქ ითქვა, რომ ვენეციაში ეს ვერ გაიგზავნება და ითქვა რატომ ვერ გაიგზავნება და ამ პოზიციის გამხმოვანებელი არ იყო ხელისუფლების წარმომადგენელი“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

03.12.2019

21:46

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ვენეციის კომისიის მიერ ორგანიზებულ რეგიონულ საპარლამენტო კონფერენციაზე საარჩევნო თემატიკის საკითხებზე იმსჯელეს

ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად საქართველოს არჩევის შემდეგ, თბილისში პირველი რეგიონული საპარლამენტო კონფერენცია ჩატარდა, რომელიც საარჩევნო თემატიკას და არჩევნების პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხებს დაეთმო. ...

03.12.2019

18:40

ზაზა გაბუნია - მადლობას ვუხდი აზიის განვითარების ბანკს ჩვენი ქალაქების მდგრადი განვითარების პოლიტიკისადმი გამოჩენილი მხარდაჭერისათვის

საქართელოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია აზიის განვითარების ბანკის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლითაც ADB-იმ საქართველოს ურბანული გარემოს გაუმჯობესების სამუშაოების დასაწყებად 15 მილიონი აშშ დოლარი გამოყო....

03.12.2019

18:38

ანრი ოხანაშვილი: საზოგადოების დაკვეთა არ არის პროცესის ქუჩაში გადატანა, მისი დაკვეთაა ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება

„მთავრობა მუშაობს, პარლამენტი მუშაობს, ჩვენ ვერ ვყვებით და არ ავყვებით ოპოზიციის იმ დღის წესრიგს, რომელიც ცდილობს პროცესის ქუჩაში გადატანას“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა....

03.12.2019

18:25

ვახტანგ გომელაური: მე ვიტყოდი, რომ გუშინ პოლიციას ადეკვატური რეაგირება ჰქონდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა მცხეთასა და თბილისში გუშინ მიმდინარე პროცესებზე მედიასთან კომენტარი გააკეთა. ვახტანგ გომელაურის თქმით, ორივე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ...

02.12.2019

20:58

ირაკლი კობახიძე: „საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენ ვაგრძელებთ მსჯელობას და დისკუსიას“

საქართველოში საარჩევნო რეფორმის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა პარლამენტის წევრმა ირაკლი კობახიძემ რეგიონულ საპარლამენტო კონფერენციაზე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ორგანიზებით იმართება. ...

02.12.2019

20:56

ვიცეპრემიერი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ჰააგის სასამართლოს თავმჯდომარესა და განმწესრიგებელს შეხვდა

ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, იუსტიციის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად მნიშვნელოვანი ვიზიტით ჰააგაში იმყოფება. ...

02.12.2019

17:37

თბილისში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ვენეციის კომისიის ორგანიზებით, ორდღიანი რეგიონული საპარლამენტო კონფერენცია გაიხსნა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ორგანიზებით, თბილისში თემაზე - „საარჩევნო პროცესის დროს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და მასთან ბრძოლის შესახებ: ეროვნული პარლამენტების როლი“ რეგიონული საპარლამენტო კონფერენცია იმართება. აღსა...

28.11.2019

23:53

მამუკა მდინარაძე: „როდესაც ოპოზიცია დაბრუნდება კონსტრუქციულ რეჟიმში, მაშინ მათთან ყველა თემაზე ვილაპარაკებთ“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასთან დიალოგის დაწყების წინაპირობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი კონსტრუქციულ რეჟიმში დაბრუნების შემდეგ მათთან ნებისმიერ თემაზე ისაუბრებენ....

28.11.2019

22:49

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან უპრეცედენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა გვაქვს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ში ვიზიტი შეაფასა. ...

28.11.2019

21:02

ირაკლი კობახიძე: „ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ იყო იმ სურათის წარმოჩენა რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს ქვეყანაში“

პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა. ...