ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო2019-12-04 19:10:37

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქსნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა 2019-12-04 19:08:31

„ვისოლ ჯგუფმა“ სტუდენტურიდასაქმების ფორუმი გამართა 2019-12-04 18:42:13

ნათია თურნავა - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო მეტი ბრიტანული ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში2019-12-03 22:00:08

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა 2019-12-03 21:54:32

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

02.12.2019

17:37

თბილისში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ვენეციის კომისიის ორგანიზებით, ორდღიანი რეგიონული საპარლამენტო კონფერენცია გაიხსნა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ორგანიზებით, თბილისში თემაზე - „საარჩევნო პროცესის დროს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და მასთან ბრძოლის შესახებ: ეროვნული პარლამენტების როლი“ რეგიონული საპარლამენტო კონფერენცია იმართება. აღსანიშნავია, რომ საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნა, აღნიშნულ კონფერენციას პირველად მასპინძლობს.

რეგიონული საპარლამენტო კონფერენცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. გამოსვლის დასაწყისში, კახაბერ კუჭავამ, საქართველოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის 20 წლიანი პერიოდი მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ქვეყნად საქართველოს არჩევა, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პასუხისმგებლობა და ამასთანავე, დიდი პატივიცაა და შესაბამისად, საქართველო მზადაა ევროპის საბჭოს საქმიანობაში თავისი წვლილი შეიტანოს და ორგანიზაციის მუშაობა კიდევ მრავალფეროვანი გახადოს. რაც შეეხება რეგიონულ საპარლამენტო კონფერენციის თემატიკას, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, საარჩევნო პროცესებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება ყოველთვის ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს და სხვადასხვა ქვეყანას, ამ კუთხით, განსხვავებული მიდგომები და მექანიზმები აქვს შემუშავებული. შესაბამისად, კახაბერ კუჭავას მოსაზრებით, აღნიშნული კონფერენციის გამართვა საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ ღონისძიების მონაწილეები საერთაშორისო პრაქტიკას გაეცნობიან და ერთმანეთს საკუთარ ხედვებს გაუზიარებენ. „საარჩევნო პროცესების მიმართ ჩვენი ხელისუფლების მიზანს თავისუფალი და სამართლიან პრინციპებზე დაფუძნებული არჩევნების ჩატარება წარმოადგენს. ამ კუთხით, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა და მათ შორის არის ჩვენი კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

რეგიონული კონფერენციის მონაწილეებს საფრანგეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, მარი-ქრისტინ დალოზი მიესალმა. მომხსენებელმა საარჩევნო პროცესებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ვენეციის კომისიის ერთობლივ მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომისია საკანონმდებლო ფორმატით, საპარლამენტო ასამბლეა კი სადამკვირვებლო მისიების ფარგლებში, საარჩევნო პროცესებში მუდმივად ჩართულია და ამ კუთხით, აღნიშულ ინსტიტუტებს მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვდათ. ფრანგი კანონმდებელი საარჩევნო პროცესებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხებსაც შეეხო და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება სხვადასხვა ფორმით ხდება, შედეგი მაინც ერთია, ეს არის - არადემოკრატიული არჩევნების ჩატარება, ფინანსური რესურსების არამიზნობრივად ხარჯვა და არაკონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება.

ევროპის საბჭოსა და საქართველოს ხელისუფლებასთან, პოლიტიკურ პარტიებთან და ექსპერტებთან არსებულ თანამშრომლობებზე ისაუბრა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ. მისი განცხადებით, საარჩევნო თემატიკასთან მიმართებით ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა სამოქმედო გეგმის ფარგლებში სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. მისივე თქმით, წარმომადგენლობის ერთ-ერთ მისიას კანონმდებლობის დახვეწა, არსებული გამოწვევების დაძლევის მხარდაჭერა და საარჩევნო პროცესების გამჭვირვალეობა წარმოადგენს.

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, რეგიონული საპარლამენტო კონფერენცია სესიების ფორმატში გაგრძელდა. პირველი სესია, რომელიც საერთაშორისო ტექსტების და პრაქტიკის განხილვას დაეთმო, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის ხელმძღვანელობით წარიმართა.

„არჩევნების თემატიკა, რა თქმა უნდა, აქტუალურია ზოგადად ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის და ნებისმიერი სახელმწიფო ცდილობს, რომ არჩვენები იყოს მაქსმალურად სამართლიან, დემოკრატიულ, თანასწორ, გარემოში ჩატარებული. ეს არის ერთგვარი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელსაც მოქმედებაში მოყავს დემოკრატია. არჩევნები ქმნის სახალხო სუვერენიტეტის რეალიზაციის შესაძლებლობას და ზოგადად თუ როგორ ტარდება არჩევნები, ამა თუ იმ ქვეყანაში, ეს ერთგვარად მაჩვენებელია იმისა თუ დემოკრატიის როგორი  ხარისხია  ამ სახელმწიფოში. ამიტომ ცხადია, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები ცდილობენ სწორედ სამართლიან, თანასწორ და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარდეს არჩვენები. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც არჩვენების დროს დგება ხოლმე ხელისუფლების წინაშე, ეს არის სწორედ ის თემა, რომელზეც თბილისის კონფერენცია ტარდება, ეს არის -  ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და ბრძოლა ამის წინააღმდეგ. ასეთი ცდუნების წინაშე როგორც წესი ხელისუფლებები დგება, თუმცა ხელისუფლება თავად უნდა შეეცადოს, რომ სხვა და სხვა გზით  გამორიცხოს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესაძლებლობა, ეს იქნება კანონმდებლობაში  შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, თუ ასე შემგომ. ამიტომ თემატიკა არის ძალიან საინტერესო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება არჩევნებზე ზედამხედველობის და დაკვირვების, ამიტომ ცხადია ჩვენ დღეს მოვისმენთ ბევრ საინტერესო რეკომენდაციას ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

რეგიონულ კონფერენციაზე, ღონისძიების მონაწილეებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებმა, ასევე სომხეთის პარლამენტის წევრებმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და უკრაინის საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებმა სესიაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოხსენებები წარმოადგინეს და თემატური დისკუსიები გამართეს.

რეგიონული საპარლამენტო კონფერენცია ორი დღის განმავლობაში, 2-3 დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ იმუშავებს.

 

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

03.12.2019

21:46

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ვენეციის კომისიის მიერ ორგანიზებულ რეგიონულ საპარლამენტო კონფერენციაზე საარჩევნო თემატიკის საკითხებზე იმსჯელეს

ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად საქართველოს არჩევის შემდეგ, თბილისში პირველი რეგიონული საპარლამენტო კონფერენცია ჩატარდა, რომელიც საარჩევნო თემატიკას და არჩევნების პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხებს დაეთმო. ...

03.12.2019

18:40

ზაზა გაბუნია - მადლობას ვუხდი აზიის განვითარების ბანკს ჩვენი ქალაქების მდგრადი განვითარების პოლიტიკისადმი გამოჩენილი მხარდაჭერისათვის

საქართელოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია აზიის განვითარების ბანკის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლითაც ADB-იმ საქართველოს ურბანული გარემოს გაუმჯობესების სამუშაოების დასაწყებად 15 მილიონი აშშ დოლარი გამოყო....

03.12.2019

18:38

ანრი ოხანაშვილი: საზოგადოების დაკვეთა არ არის პროცესის ქუჩაში გადატანა, მისი დაკვეთაა ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება

„მთავრობა მუშაობს, პარლამენტი მუშაობს, ჩვენ ვერ ვყვებით და არ ავყვებით ოპოზიციის იმ დღის წესრიგს, რომელიც ცდილობს პროცესის ქუჩაში გადატანას“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა....

03.12.2019

18:25

ვახტანგ გომელაური: მე ვიტყოდი, რომ გუშინ პოლიციას ადეკვატური რეაგირება ჰქონდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა მცხეთასა და თბილისში გუშინ მიმდინარე პროცესებზე მედიასთან კომენტარი გააკეთა. ვახტანგ გომელაურის თქმით, ორივე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ...

02.12.2019

20:58

ირაკლი კობახიძე: „საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენ ვაგრძელებთ მსჯელობას და დისკუსიას“

საქართველოში საარჩევნო რეფორმის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა პარლამენტის წევრმა ირაკლი კობახიძემ რეგიონულ საპარლამენტო კონფერენციაზე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ორგანიზებით იმართება. ...

02.12.2019

20:56

ვიცეპრემიერი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ჰააგის სასამართლოს თავმჯდომარესა და განმწესრიგებელს შეხვდა

ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, იუსტიციის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად მნიშვნელოვანი ვიზიტით ჰააგაში იმყოფება. ...

02.12.2019

15:26

ირაკლი კობახიძე: „რაც შეეხება ვენეციის კომისიაში გაგზავნას ეს არის ღირსების საკითხი, როგორც ის, რომ ქართველმა მათემატიკოსებმა უუცნობო განტოლება გააგზავნონ ჰარვარდში ამოსახსნელად“

კვირის თემის წამყვანის კითხვაზე, რატომ არ აგზავნის ხელისუფლება ვენეციის კომისიაში დოკუმენტს რომ მან დადოს დასკვნა? „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ეს არის ღირსების საკითხი, როგორც ის, რომ ქართველმა მათემატიკოსებმა უუცნობო განტოლება გააგზავნონ ჰარვარდში ამოსა...

28.11.2019

23:53

მამუკა მდინარაძე: „როდესაც ოპოზიცია დაბრუნდება კონსტრუქციულ რეჟიმში, მაშინ მათთან ყველა თემაზე ვილაპარაკებთ“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასთან დიალოგის დაწყების წინაპირობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი კონსტრუქციულ რეჟიმში დაბრუნების შემდეგ მათთან ნებისმიერ თემაზე ისაუბრებენ....

28.11.2019

22:49

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან უპრეცედენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა გვაქვს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ში ვიზიტი შეაფასა. ...

28.11.2019

21:02

ირაკლი კობახიძე: „ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ იყო იმ სურათის წარმოჩენა რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს ქვეყანაში“

პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა. ...