ირაკლი კობახიძე: სისტემას აქვს ორი მიზანი - სტაბილურობა და პლურალიზმი2020-06-04 19:34:29

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება2020-06-04 19:28:04

ირაკლი კობახიძე: არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის უკეთესი ჩვენი ქვეყმის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის2020-06-04 19:24:38

თერჯოლის „ცხელების ცენტრის“ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა2020-06-04 18:34:50

ანრი ოხანაშვილი: ბუჯეტიდან 6 მლნ ლარის გადახდა მოგვიწია 2012 წლამდე ჩადენილი დარღვევების გამო2020-06-04 18:23:12

ესპანეთი პირველი ივლისიდან უცხოელებისთვის სავალდებულო კარანტინს აუქმებს

გასულ 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“-ის 8946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დიდ ბრიტანეთში ჩასულ მოგზაურებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ

02.12.2019

19:56

ვიცეპრემიერი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ჰააგის სასამართლოს თავმჯდომარესა და განმწესრიგებელს შეხვდა

ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, იუსტიციის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად მნიშვნელოვანი ვიზიტით ჰააგაში იმყოფება. თეა წულუკიანი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა მე-18 ასამბლეაში მონაწილეობს. ასამბლეის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრები გამართა ჰააგის სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან − სასამართლოს თავმჯდომარე ჩილ ებო-ოსუჯისა და სასამართლოს განმწესრიგებელ პიტერ ლუისთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და ჰააგის სასამართლოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. სასამართლოს ხელმძღვანელებმა საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადეს საქართველოს მიერ სასამართლოს მხარდაჭერისა და გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის. შეხვედრის ფარგლებში მხარეები შეჯერდნენ საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების პროცესში მჭიდრო კოორდინაციის აუცილებლობაზე.

დღესვე თეა წულუკიანი სიტყვით გამოვა ასამბლეის პლენარულ სხდომაზე. მინისტრი საქართველოს სახელით ჰააგის სასამართლოს წევრი სახელმწიფოების წინაშე გააკეთებს განცხადებას იმის შესახებ, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა, წარადგინოს საკუთარი კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე 2020 წელს.

როგორც ცნობილია, მომავალი წლის დეკემბერში ჰააგის სასამართლო 6 ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეებს სხვადასხვა რეგიონიდან შეარჩევს. საქართველო მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენას აღმოსავლეთ ევროპის კვოტით აპირებს.
ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრი პროკურორ ფატუ ბენსუდასაც შეხვდება.

მინისტრთან ერთად საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი გიორგი შარვაშიძე და საელჩოს სამართლებრივი მრჩეველი გიორგი ნაკაშიძე. საქართველოს დელეგაცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ასამბლეის ფარგლებში გამართულ პლენარულ სხდომებსა და სამუშაო ჯგუფებში.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

04.06.2020

19:34

ირაკლი კობახიძე: სისტემას აქვს ორი მიზანი - სტაბილურობა და პლურალიზმი

„პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება“, -განაცხადა „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმ...

04.06.2020

19:24

ირაკლი კობახიძე: არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის უკეთესი ჩვენი ქვეყმის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის

„მე პირადად, მიმაჩნია ძალიან მყარად, რომ არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის უკეთესი ჩვენი ქვეყმის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე მივანიჭეთ უპირატესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემას....

04.06.2020

18:23

ანრი ოხანაშვილი: ბუჯეტიდან 6 მლნ ლარის გადახდა მოგვიწია 2012 წლამდე ჩადენილი დარღვევების გამო

„ჩვენ მუდმივად გვესმის დამოკიდებულება, რომ 9 წელზე არ ვისაუბროთ, არ შევაფასოთ ადამიანის უფლებათა დარღვევები. ჩვენი საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს და აანალიზებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ადამიანთა უფლებების სისტემურ და უხეშ დარღვევებს უწოდებენ წარსულს მაშინ, როდესაც ეს არის აწმყო. „ქართ...

04.06.2020

18:18

რატი იონათამიშვილი: „ადამიანის უფლებები ნაცკლასტერისთვის უბრალო სტატისტიკა იყო“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა შეაფასა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ წინა და მოქმედი ხელისუფლებების დამოკიდებულებაზე ისაუბრა....

04.06.2020

17:09

მერაბ ქვარაია: „გიგა ბოკერიას თეორიით საქართველოში 24 000 პატიმარი უნდა ყოფილიყო, რომ უცხოეთიდან დაფინანსება მიეღოთ“

"გიგა ბოკერიას თეორიით საქართველოში 24 000 პატიმარი უნდა ყოფილიყო, რომ უცხოეთიდან დაფინანსება მიეღოთ“, - აღნიშნულის შესახებ მერაბ ქვარაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველ...

04.06.2020

17:06

ანა დოლიძე მიმართავს პენსიონერებს „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებულ პრობლემებზე დაუკავშირდნენ მოძრაობა „ხალხისთვის“ იურისტებს

„მოძრაობა ხალხისთვის“, ყველა პენსიონერს, ვისაც აქვს პრობლემები „ლიბერთი ბანკთა“ დაკავშირებით, სთავაზობს უფასო იურიდიულ მომსახურებას, ამ თემაზე მოძრაობა ხალხისთვის ლიდერმა ანა დოლიძემ მოძრაობის წევრებთან ერთად საგანგებო ბრიფინგი გამართა „ლიბერთი ბანკის სათაო ოფისთან გამართა. ...

04.06.2020

16:42

შალვა კიკნაველიძე: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაძე 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშები მოისმინ...

04.06.2020

16:43

ზაზა გაბუნია - მოქალაქეები გათავისუფლდებიან “სითი პარკის” მიერ დაკისრებული, გადაუხდელი ჯარიმებისგან

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ,ზაზა გაბუნიამ დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა. ...

04.06.2020

15:48

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიცია ტოლობის ნიშანს სვამს ქვეყნის უზენაეს კანონს - კონსტიტუციასა და რურუას გათავისუფლებას შორის

„ საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო-სახალხო განხილვის დანიშნულებაა, საზოგადოებამდე სწორად მივიტანოთ ცვლილებების არსი და რა გავლენა ექნება მას ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში....

03.06.2020

22:10

მამუკა მდინარაძე: ჩვენი საარჩევნო სია დაფუძნებული იქნება გამოცდილებაზე და ერუდიციაზე

„მხოლოდ კონცენტრირება და აქცეენტების გაკეთება მხოლოდ ახალ სახეებზე არ იქნება ჩვენი საარჩევნო სიის შედგენის დროს. ახალი სახეც იქნება, გამოცდილი კადრებიც იქნებიან, მათ შორის ჩვენი გუნდიდან, სინთეზში იქნება წარმოდგენილი საარევნო სია, რომელიც ძირითადად დაფუძნებული იქნება გამოცდილებაზე და ერუდიციაზე და ...