ირაკლი კობახიძე: სისტემას აქვს ორი მიზანი - სტაბილურობა და პლურალიზმი2020-06-04 19:34:29

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება2020-06-04 19:28:04

ირაკლი კობახიძე: არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის უკეთესი ჩვენი ქვეყმის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის2020-06-04 19:24:38

თერჯოლის „ცხელების ცენტრის“ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა2020-06-04 18:34:50

ანრი ოხანაშვილი: ბუჯეტიდან 6 მლნ ლარის გადახდა მოგვიწია 2012 წლამდე ჩადენილი დარღვევების გამო2020-06-04 18:23:12

ესპანეთი პირველი ივლისიდან უცხოელებისთვის სავალდებულო კარანტინს აუქმებს

გასულ 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“-ის 8946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დიდ ბრიტანეთში ჩასულ მოგზაურებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ

02.12.2019

19:58

ირაკლი კობახიძე: „საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენ ვაგრძელებთ მსჯელობას და დისკუსიას“

საქართველოში საარჩევნო რეფორმის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა პარლამენტის წევრმა ირაკლი კობახიძემ რეგიონულ საპარლამენტო კონფერენციაზე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ორგანიზებით იმართება. საარჩევნო თემატიკის საკითხებზე გამართულ ღონისძიებაზე, პარლამენტის წევრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს და საარჩევნო საკითხების ექსპერტებს, საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.

„რეფორმების დანერგვის თვალსაზრისით, საქართველო აღიარებულია ლიდერ ქვეყანად. ჩვენი ხელისუფლება რეფორმებს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს და 2012 წლის შემდეგ ჩვენ ბევრი მიდგომა და პრაქტიკა შევცვალეთ. ჩვენ დავნერგეთ  სამართლიანი არჩვენების პრაქტიკა და თავისუფალი და სამართლიანი არჩვენების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული პრაქტიკის შენარჩუნება.  2017 წელს ჩვენ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები განვახორციელეთ, რომლის შედეგადაც  პირველად საქართველოში 2020 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სრულიად პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება. ამჯერად აქტიურად ვმუშაობთ საარჩევნო რეფორმაზე, რომლებიც ეუთოს/ოდირის რეკომენდაციებს ეფუძნება. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვენების შემდეგ ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი ეუთო/ოდირიდან, რომელიც  27 რეკომენდაციას მოიცავს. აღნიშნული რეკომენდაციები უკავშირდება კანონმდებლობის შეცვლას და გარდა ამისა პრაქტიკის გაუმჯობესებას. ამისთვის ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი რამდენიმე ძალზე საინტერესო შეხვედრაც გავმართეთ. აღნიშნული რეკომენდაციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენებას შეეხება. დღეს დღეობით აღნიშნული საკითხი რეგულირებულია და საკმაოდ მკაცრი რეგულაცია გვაქვს საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით. მაგრამ  ისევ და ისევ რჩება გამოწვევები, ამიტომ ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა და ახალი ცვლილებები შევიტანოთ საარჩევნო კანონმდებლობაში. აღსანიშნავია, რომ 2012 წლამდე საჯარო მოხელე მონოპოლიზირებული იყო მმართველი პარტიის მიერ, რაც ამ ეტაპზე შეცვლილია უკვე. ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხებოდა შეზღუდვას, რომელიც სოციალურ ქსელში აქტივობას  უკავშირდება. საჯარო მოხელეები ძალზედ აქტიური მომხმარებლები არიან და იწონებენ და აზიარებენ პოლიტიკური შინაარსის პოსტებს. მართალია ეს პირდაპირ არ მოქმედებს არჩვენებზე, მაგრამ მაინც მისი შეზღუდვის საკითხიც განიხილება. იყო კიდევ ერთი მოთხოვნა, რომ ყოფილიყო უფრო მკაცრი რეგულაცია საარჩვენო კამპანიაში მინისტრების და მინისტრების მოადგილეების მონაწილეობაზე.  რა თქმა უნდა, არ შეიძლება მათი ადმინისტრაციულ რესურსად განხილვა, რადგან ისინი უფრო პოლიტიკურ რესურს წარმოადგენენ და ყველა განვითარებულ ქვეყანაში ისინი პირდაპირ იღებენ მონაწილეობას კამპანიაში. ჩვენ ვაგრძელებთ დისკუსიას, მსჯელობას  საარჩევნო რეფორმასთან მიმართებაში და აღნიშნული კონფერენცია კარგ საშუალებას იძლევა გავეცნოთ ევროპულ გამოცდილებას და მათი გათვალისწინებით ჩვენი კანონმდებლობა კიდევ უფრო სრულყოფილი გავხადოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რეგიონულ საპარლამენტო კონფერენციაზე, რომლის მეორე სესია თემაზე - „საარჩევნო პროცესის დროს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების მრავალჯერადი შემთხვევები: პრაქტიკული ასპექტები“ ჩატარდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, ანდრეი ჰუნკომ და ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს წევრმა, რიჩარდ ბარეტიმ მოხსენებები წარმოადგინეს და გამართულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.

რეგიონული საპარლამენტო კონფერენცია მუშაობას ხვალ მესამე სესიაზე - „საარჩევნო პროცესის დროს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება და მასთან ბრძოლის“ საკითხების განხილვით გაგრძელდება.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

04.06.2020

19:34

ირაკლი კობახიძე: სისტემას აქვს ორი მიზანი - სტაბილურობა და პლურალიზმი

„პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება“, -განაცხადა „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმ...

04.06.2020

19:24

ირაკლი კობახიძე: არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის უკეთესი ჩვენი ქვეყმის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის

„მე პირადად, მიმაჩნია ძალიან მყარად, რომ არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის უკეთესი ჩვენი ქვეყმის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე მივანიჭეთ უპირატესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემას....

04.06.2020

18:23

ანრი ოხანაშვილი: ბუჯეტიდან 6 მლნ ლარის გადახდა მოგვიწია 2012 წლამდე ჩადენილი დარღვევების გამო

„ჩვენ მუდმივად გვესმის დამოკიდებულება, რომ 9 წელზე არ ვისაუბროთ, არ შევაფასოთ ადამიანის უფლებათა დარღვევები. ჩვენი საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს და აანალიზებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ადამიანთა უფლებების სისტემურ და უხეშ დარღვევებს უწოდებენ წარსულს მაშინ, როდესაც ეს არის აწმყო. „ქართ...

04.06.2020

18:18

რატი იონათამიშვილი: „ადამიანის უფლებები ნაცკლასტერისთვის უბრალო სტატისტიკა იყო“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა შეაფასა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ წინა და მოქმედი ხელისუფლებების დამოკიდებულებაზე ისაუბრა....

04.06.2020

17:09

მერაბ ქვარაია: „გიგა ბოკერიას თეორიით საქართველოში 24 000 პატიმარი უნდა ყოფილიყო, რომ უცხოეთიდან დაფინანსება მიეღოთ“

"გიგა ბოკერიას თეორიით საქართველოში 24 000 პატიმარი უნდა ყოფილიყო, რომ უცხოეთიდან დაფინანსება მიეღოთ“, - აღნიშნულის შესახებ მერაბ ქვარაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველ...

04.06.2020

17:06

ანა დოლიძე მიმართავს პენსიონერებს „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებულ პრობლემებზე დაუკავშირდნენ მოძრაობა „ხალხისთვის“ იურისტებს

„მოძრაობა ხალხისთვის“, ყველა პენსიონერს, ვისაც აქვს პრობლემები „ლიბერთი ბანკთა“ დაკავშირებით, სთავაზობს უფასო იურიდიულ მომსახურებას, ამ თემაზე მოძრაობა ხალხისთვის ლიდერმა ანა დოლიძემ მოძრაობის წევრებთან ერთად საგანგებო ბრიფინგი გამართა „ლიბერთი ბანკის სათაო ოფისთან გამართა. ...

04.06.2020

16:42

შალვა კიკნაველიძე: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაძე 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშები მოისმინ...

04.06.2020

16:43

ზაზა გაბუნია - მოქალაქეები გათავისუფლდებიან “სითი პარკის” მიერ დაკისრებული, გადაუხდელი ჯარიმებისგან

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ,ზაზა გაბუნიამ დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა. ...

04.06.2020

15:48

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიცია ტოლობის ნიშანს სვამს ქვეყნის უზენაეს კანონს - კონსტიტუციასა და რურუას გათავისუფლებას შორის

„ საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო-სახალხო განხილვის დანიშნულებაა, საზოგადოებამდე სწორად მივიტანოთ ცვლილებების არსი და რა გავლენა ექნება მას ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში....

03.06.2020

22:10

მამუკა მდინარაძე: ჩვენი საარჩევნო სია დაფუძნებული იქნება გამოცდილებაზე და ერუდიციაზე

„მხოლოდ კონცენტრირება და აქცეენტების გაკეთება მხოლოდ ახალ სახეებზე არ იქნება ჩვენი საარჩევნო სიის შედგენის დროს. ახალი სახეც იქნება, გამოცდილი კადრებიც იქნებიან, მათ შორის ჩვენი გუნდიდან, სინთეზში იქნება წარმოდგენილი საარევნო სია, რომელიც ძირითადად დაფუძნებული იქნება გამოცდილებაზე და ერუდიციაზე და ...