გიგი უგულავა - მოსამართლეების კინწისკვრით, პანჩურებით გამოყრას ძალიან მალე ნახავს ქართველი ხალხი2020-07-30 12:53:50

ეკატერინე ტიკარაძე - ვამზადებთ ჯანდაცვის სექტორს, რომ გავუმკლავდეთ ნებისმიერი რაოდენობის ინფიცირებული პაციენტის მიღებას2020-07-30 12:50:19

მარინა ეზუგბაია - ვალდებული ვართ, რეგულაციები შევასრულოთ, შესაძლოა, ვინმეს პროტესტის გრძნობა გაუჩნდეს, მაგრამ ექვსი თვეა, ვცხოვრობ ზუსტად იმ რეკომენდაციებით, რომლებსაც გავცემ2020-07-30 12:44:15

ეკა ბესელია მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს2020-07-30 12:39:51

გიორგი ვაშაძე - მზად ვარ, შევიდე ბრძოლაში, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი2020-07-30 12:38:24

აშშ-ში კორონავირუსის 56 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1076 ადამიანი

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ირანში კორონავირუსის 2 414 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 217 ადამიანი

03.12.2019

18:25

დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტს 54 ავტობუსი შეემატა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას დამატებით, ISUZU-ს მარკის 38 ერთეული 8-მეტრიანი და MAN-ის მარკის 16 ერთეული 10-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე Euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსი წარუდგინა.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, მუნიციპალიტეტის მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებული იყო.

„დღეს, ჩვენ - მოქალაქეები და ქალაქი, ერთდროულად გავდივართ ურბანულ ევოლუციას. ახლა სხვა მოთხოვნები და საჭიროებებია. რა თქმა უნდა, დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილებული იყოს. ჩვენი გუნდისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამას წინასაარჩევნო პერიოდშიც დავპირდი მოსახლეობას. დღეს გვაქვს ავტოპარკი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, კრიტიკას ვერ უძლებს და მუშაობის ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება - საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, ყვითელი ავტობუსების პარკის ახალი, ევროპული ტიპის თანამედროვე ავტობუსებით ჩანაცვლება. დღეიდან თბილისელებს მოემსახურება კიდევ 38 ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსი და 16 ერთეული MAN-ის 10-მეტრიანი ავტობუსი. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვაახლოთ, იყოს ყველაზე მოწესრიგებული, გამართული, ყველაზე ეფექტური და სწრაფი. ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს მას და ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ მოთხოვნა ავტობუსებზე და მეტროზე. გუშინ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ, 512 000 მგზავრი გადაიყვანა მეტრომ. ეს არის საოცარი მაჩვენებელი და თუ შევადარებთ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, 100 000 მგზავრით მეტი ჰყავს გადაყვანილი. მეტროში მძიმე მდგომარეობა გვაქვს და ამიტომ მისი მოწესრიგება, რეაბილიტაცია და ახალი ვაგონების შესყიდვა, ასევე, ვაგონების მოდერნიზება გვაქვს დაწყებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მომავალშიც გეგმავს ახალი ავტობუსების შემოყვანას და ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლებასთან ერთად, ახალი მარშრუტების დამატებას ისეთ უბნებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის.

„ჩვენ არა მარტო ჩავანაცვლებთ არსებული ყვითელი ავტობუსების პარკს, არამედ დამატებით შემოვიყვანთ ავტობუსებს, რომ იმ უბნებში, რაიონებში, სადაც დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობას, ეს საკითხი მოგვარდეს. არის ქუჩები, სადაც ადამიანებს დიდხნიანი ლოდინი უწევს - 30-40 წუთი, სანამ ავტობუსი გამოივლის. გპირდებით, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე გამართული და სწრაფი. ყველა პროექტში, რომელსაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით ვახორციელებთ, გათვალისწინებული გვაქვს შესაბამისი ავტობუსის ზოლები.

ასევე, დღეს არის შშმ პირთა საერთაშორისო დღე, რომელიც გაეროს მიერ არის აღიარებული. მინდა ყველას მივულოცო ეს დღე და გითხრათ, რომ ყველა ჩვენი ავტობუსი არის ადაპტირებული და ყველა პროექტის განხორციელების დროს, ამას ვითვალისწინებთ, რომ ყველაფერი ადაპტირებული იყოს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ჩართულია მუნიციპალიტეტის საქმიანობაში და სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში.

ახალი ავტობუსები ეტაპობრივად, ერთი კვირის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა მარშრუტზე გადანაწილდება. 

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

30.07.2020

12:50

ეკატერინე ტიკარაძე - ვამზადებთ ჯანდაცვის სექტორს, რომ გავუმკლავდეთ ნებისმიერი რაოდენობის ინფიცირებული პაციენტის მიღებას

"ვამზადებთ ჯანდაცვის სექტორს იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, გავუმკლავდეთ ნებისმიერი რაოდენობის ინფიცირებული პაციენტის მიღებას ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებში," – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით საუბრის...

30.07.2020

12:44

მარინა ეზუგბაია - ვალდებული ვართ, რეგულაციები შევასრულოთ, შესაძლოა, ვინმეს პროტესტის გრძნობა გაუჩნდეს, მაგრამ ექვსი თვეა, ვცხოვრობ ზუსტად იმ რეკომენდაციებით, რომლებსაც გავცემ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოში მოსახლეობამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა და სწორედ ამან განაპირობა პანდემიის კუთხით დღეს არსებული კარგი შედეგები....

30.07.2020

12:16

ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 1000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში ახალაშენებული კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მინისტრის განცხადებით, სამეგრელოს რეგიონშ...

30.07.2020

12:14

აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრებმა ასეულმა უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრებმა ასეულმა, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის განხორციელება გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ბაზა „მარმალზე“ ოფიციალურად დაიწყო. აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრებმა ასეულმა უფლებამოსილება II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულისგან როტაციის წესით გადაიბ...

30.07.2020

12:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტმა ტაქტიკური სწავლება ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტმა იაღლუჯის საწვრთნელ სასროლეთზე ტაქტიკური საჩვენებელი სწავლება გამართა. სწავლებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ჭაბაშვილი და სამინისტროს სხვადასხვა...

30.07.2020

12:08

საქართველოში ახალი პროფესია ჩნდება– ახალგაზრდული მუშაკის მოსამზადებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სასერტიფიკატო პროგრამაზე კანდიდატების მიღება დაიწყო

საქართველოში, პირველი, სახელმწიფოსაგან აღიარებული „ახალგაზრდული მუშაკის“ მოსამზადებელი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (EQE.GE) მიერ აკრედიტირებული პროგრამა შეიქმნა, რომელიც პირველ ეტაპზე, არაფორმალური განათლების მიმწოდებელ, არსებულ პრაქტიკოს ახალგაზრდულ მუშაკებს გადაამზადებს, აუმა...

30.07.2020

11:55

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ.გვრდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ...

29.07.2020

17:15

სანაპირო დაცვამ მონაწილეობა მიიღო მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში "Sea Breeze 2020"

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკრაინაში, მრავალეროვნულ სწავლებაში "Sea Breeze 2020", მონაწილეობა მიიღეს. საზღვაო წვრთნებში სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდი "დიოსკურია" (P25) მონაწილეობდა....

29.07.2020

14:28

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გუდაურში მიმდინარე წყლის ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი რეგიონებში წყლის ინფრასტრუქტურის პროექტების მიმდინარეობას და სამუშაოების ტემპს ადგილზე ეცნობა. ...

28.07.2020

17:21

თბილისის მუნიციპალიტეტი „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“ შეუერთდა

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისს შორის (იუნისეფი) გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც დედაქალაქი იუნისეფის მხარდაჭერით „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“ შეუერთდა....