03.12.2019

21:46

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ვენეციის კომისიის მიერ ორგანიზებულ რეგიონულ საპარლამენტო კონფერენციაზე საარჩევნო თემატიკის საკითხებზე იმსჯელეს

ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად საქართველოს არჩევის შემდეგ, თბილისში პირველი რეგიონული საპარლამენტო კონფერენცია ჩატარდა, რომელიც საარჩევნო თემატიკას და არჩევნების პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხებს დაეთმო.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ვენეციის კომისიის მიერ ორგანიზებული საპარლამენტო ფორუმს რეგიონის ქვეყნების კანონმდებლები, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარები, საარჩევნო საკითხების ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში ღონისძიების მონაწილეებმა საარჩევნო პროცესებში ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მექანიზმებზე, პრევენციის ზომებზე და საერთაშორისო გამოცდილების მიმართულებებზე მოხსენებები მოისმინეს და თემატური დისკუსიები გამართეს.

კონფერენციის მეორე სამუშაო დღე საერთაშორისო და ეროვნული სადამკვირვებლო მისიების რეკომენდაციების გაცნობას დაეთმო.

აღნიშნული სესია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავას ხელმძღვანელობით წარიმართა, რომელზეც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა მოხსენება წარმოადგინა.

მომხსენებელმა 2012 წლის შემდეგ საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებზე მოხსენება წარმოადგინა და 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

დავით მათიკაშვილის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების მკაფიო ხედვას წარმოადგენს ის მიდგომა, რაც მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში ამომრჩეველს საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს.

მისივე თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ უფრო სრულყოფის მიზნით, შექმნილია ინტერპარტიული სამუშაო ჯგუფი, რომელიც ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებებზე მუშაობს. მისივე ინფორმაციით, პირველადი შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა მთელი რიგი მიდგომები, რომელთა მიმართ შეთანხმება თითქმის მიღწეულია.

მომხსენებელმა აღნიშნული შეთანხმების კონკრეტული მაგალითები დაასახელა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ ასეთ მიდგომას უფასო საეთერო დროის სამართლიანი და თანაბარი გამოყენება წარმოადგენს.

მისივე ინფორმაციით, შეთანხმების მიღწევა ასევე მოხერხდა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების მონიტორინგის და კონტროლის საკითხზე, მხარდამჭერთა სიების დაზუსტების გამარტივებულ მოდელზე, და ელექტრონული პლატფორმის შექმნაზე, საარჩევნო დავებთან დაკავშირებულ პროცედურების გამარტივებაზე და 2020 წლის არჩევნების დროს ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლისთვის მისთვის ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის საშუალების დაშვებაზე.

დავით მათიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მზაობას აცხადებს ფართო კონსულტაციების და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით საარჩევნო კანონმდებლობა კიდევ უფრო სრულყოფილი გახადოს და ევროპულ ღირებულებებს დაუკავშიროს.

რეგიონული საპარლამენტო კონფერენციის დასკვნითი ნაწილი მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა, იური ბუგლაკმა და ირინა ეფრემოვამ და მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა, კორნელიუ პასატიმ საარჩევნო ადმინისტრაციების მუშაობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

ორდღიანი რეგიონული საპარლამენტო კონფერენციის მუშაობა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ შეაჯამა.

მისი განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწის და სრულყოფის მიზნით, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების თვალსაზრისით, მსგავსი ფორმატის ღონისძიებები მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

„რეგიონულ საპარლამენტო კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებები მოვისმინეთ და განვიხილეთ არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის ქვეყნის, არამედ ევროპის არაერთი ქვეყნის მაგალითები. ძალიან საინტერესო დისკუსიები შედგა. არის კონკრეტული საკითხები, რომლებზეც ვთვლით, რომ მიუხედავად იმ პროგრესისა, რაც უკვე საქართველოს გააჩნია, აუცილებელია კიდევ უფრო დაიხვეწოს და განვითარდეს და მიუახლოვდეს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც არსებობს ამ კუთხით, რათა არჩევნების პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების არასწორად გამოყენება მაქსიმალურად იყოს აღმოფხვრილი. კონფერენციაზე ხაზგასმული იქნა ის ფაქტიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებულ პროგრესს განიცდის და ზოგადად საარჩევნო გარემო გაცილებით უფრო დემოკრატიულია და ნდობის ფაქტორი გაზრდილია, რა თქმა უნდა, არის გარკვეული საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება ერთგვარ გამოწვევად და აუცილებელია ამაზე მუშაობის გაგრძელება“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

20.01.2020

18:09

ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა და პეტერ მიკისკამ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ...

28.12.2019

20:53

არჩილ თალაკვაძე ვატიკანის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა. ...

27.12.2019

19:09

გივი მიქანაძემ თბილისის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს დისტანციური სტაჟირების საპილოტე პროგრამა გააცნო

პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს პარლამენტის სასახლეში უმასპინძლა და მათ დისტანციური სტაჟირების უპრეცენდენტო მოდელი გააცნო. პარლამენტის აპარატის უფროსმა ახალგაზრდებს პარლამენტში უკვე დანერგილი, სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟირების გავლის წ...

26.12.2019

20:13

მუნიციპალური განვითარების ფონდმა პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ პარლამენტის თვითმართველობის კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის ანგარიში წარადგინა....

26.12.2019

20:07

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფებოდნენ

18 – 22 დეკემბერს, მიგრანტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნიუ-იორკში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების: „დიასპორის სახლისა“ და საერთაშორისო ასოციაცია „ერთობის“ მიწვევით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი...

25.12.2019

20:47

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგას შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილს თურქეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში თურქმა კოლეგამ ჰულუსი აკარმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა....

23.12.2019

20:33

არჩილ თალაკვაძე: ყველაზე მთავარი ტროლები ჯერ კიდევ რჩებიან ჩვენს ქვეყანაში, გამოდიან აქციებზე, ეწევიან დეზინფორმაციას და დაკავებულები არიან რეალობის გადაკეთებით

„არ ვფიქრობ რომ ეს არის სკანდალი, რეალურად ეს არის “ფეისბუქის“ რეგულაციების და წესების ნაწილი, რომ „ფეისბუქი“ პერმანენტულ რეჟიმში მუშაობს ტროლების წინააღმდეგ და აუქმებს მას ამერიკაშიც, ევროპაშიც და მათ შორის საქართველოშიც“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“...

23.12.2019

20:15

იუსტიციის მინისტრმა საჯარო რეესტრის ახალი ოფისის მშენებლობა დაათვალიერა

საქართველოს ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საჯარო რეესტრისა და სმართ ლოჯიქის ახალი ოფისის სარემონტო სამუშაოებს გაეცნო. თეა წულუკიანმა საოფისე სივრცე და საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერა, რომელიც სპეციალურად საჯარო რეესტრისა და სმართ ლოჯიქის თანამშრომლების შვილებისთვის შენდება....

23.12.2019

20:12

შინაგან საქმეთა მინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის პოლიციის ატაშე მადლობის სიგელითა და მედლით დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცერი, კარლჰაინც გორტანო ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრ...

20.12.2019

21:36

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართა

ქართველი პარლამენტარები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და აზიის საკითხებში, ჯორჯ კენტს და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ალან პარცელს შეხვდნენ....