03.12.2019

22:00

ნათია თურნავა - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო მეტი ბრიტანული ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო მეტი ბრიტანული ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში. დღევანდელი ფორუმი არის კიდევ ერთი გზა იმისკენ, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია, რა მიღწევები გვაქვს ეკონომიკაში, რამდენად მიმზიდველია ჩვენი საერთაშორისო რეიტინგები და ჩვენი ბიზნესგარემო იმისთვის, რათა ინვესტორებმა გააფართოვონ ბიზნესი საქართველოში ან ახალი ბიზნესები წამოიწყონ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველო - გაერთიანებული სამეფოს ბიზნესფორუმის კომენტირებისას. აღნიშნული ფორუმი დღეს თბილისის სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა და მან რამდენიმე ათეულ მოქმედ და პოტენციურ ბრიტანელ ინვესტორს მოუყარა თავი.

მინისტრის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ბაზარია. მისი თქმით, ორი თვის წინ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის გაფორმდა ახალი შეთანხმება თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირები საკმაოდ მყარია და არა მხოლოდ ეკონომიკის დონეზე. ნათია თურნავას თქმით, ურთიერთობები ვითარდება ადამიანურ დონეზეც, რაც ასევე დადებითად აისახა დიდი ბრიტანეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდის დინამიკაზე.

„ჩვენი სამინისტრო გახსნილია ინვესტორებისთვის, მათ შორის, ბრიტანეთიდანაც“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

27.12.2019

19:20

გენადი არველაძე კორეის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) თავმჯდომარეს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე კორეის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს....

17.12.2019

20:42

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა მონაწილეობა მიიღო „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“-ს მიერ ორგანიზებულ დასკვნით კონფერენციაში, რომელიც საბჭოთა პერიოდში აშენებული ჰიდროელექტროსადგურების შეფასებასა და რეაბილიტაციისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრას შეეხებ...

16.12.2019

19:51

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 2020-2021 ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 2020-2021 ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ...

06.11.2019

20:32

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 7 ნოემბრისთვის დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9608 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.9644 ლარი იყო. ...

31.10.2019

18:19

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 1 ნოემბრისთვის დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9597 ლარი გახდა. ...

09.10.2019

21:54

ნათია თურნავა - ნებისმიერი ჩვენგანი უნდა ვიქცეთ საქართველოს დესპანებად, რომ გავზარდოთ საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა

„ჩვენი ამოცანაა და ამისთვის ყველანაირი წინაპირობა გვაქვს, რომ საქართველო 12-თვიანი მიმზიდველი ტურისტული ბაზარი გახდეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემაში „პირისპირ“ სტუმრობისას განაცხადა....

27.09.2019

17:18

ოთარ დანელია და ედიშერ თოლორაია ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრებს შეხვდნენ

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია და ამავე კომიტეტის წევრი, ედიშერ თოლორაია ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრებს შეხვდნენ....

10.09.2019

21:37

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9688 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9688 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9688 ლარი შეადგინა. ...

17.07.2019

18:50

ირაკლი ლექვინაძე: 2019 წლის 6 თვეში 42 საქმეზე დავასრულეთ მუშაობა და საქმეების 80%ში უწყებებმა ჩვენი პოზიციები გაითვალისწინეს

ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში მეწარმეების მომართვის საფუძველზე 171 საქმე დარეგისტრირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გ...

02.07.2019

22:00

„Marriott International“-მა შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ ევროპის 300-„ფრენჩაიზის“ სასტუმროებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა

„Marriott International“-მა 2018 წლის საუკეთესო „ფრენჩაიზის“ სასტუმროების ნომინაციაზე შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ ევროპის 300 სასტუმროს შორის პირველ ადგილზე დაასახელა. უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ცერემონია 26 ივნისს, ლონდონში გაიმართა, რომელსაც პარაგრაფის გენერალური მენეჯერი ფარვიზ იურჩიკ...