04.12.2019

19:10

ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ ინფრასტრუქტურასა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს ადგილზე ეცნობა. ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადა, ბრიგადის სასროლეთი, ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადა და დასავლეთ სარდლობაში შემავალი სხვადასხვა სამხედრო ობიექტი მოინახულა. თავდაცვის მინისტრი მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო. თავდაცვის სამინისტროს განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც თითოეულ ჯარისკაცზე ზრუნვასა და მათთვის ღირსეული პირობების შექმნას გულისხმობს, სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 

თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე კაპიტალური რემონტი უტარდება ყაზარმებს, საცხოვრებელ კოტეჯებსა და სასადილოებს. მიმდინარეობს ბაზაზე არსებული შენობების, სასაწყობე და დამხმარე ნაგებობების სრული რეაბილიტაცია, სველი წერტილების რემონტი, შემოღობვისა და გარე განათების აღდგენა, საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაცია, შიდა გზების მოწესრიგება, ასევე, ღია და დახურულ სივრცეში მულტიფუნქციური სტადიონების და ტრენაჟორების მოწყობა. 

დღესვე, მინისტრმა დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეით ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილა და განახლებული მენიუ დააგემოვნა, რომელიც 1 ნოემბრიდან გაუმჯობესდა. მოგვიანებით კი, ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალის საჭიროებებს გაეცნო, რომელიც დასავლეთ საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახებს ემსახურება. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2019 წელთან შედარებით 4-ჯერ მეტი, 100 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც თვისობრივად გააუმჯობესებს და ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტს გაუთანაბრებს ქართული ჯარის ინფრასტრუქტურას, ყველა ყაზარმისა და სასადილოს სრული რეაბილიტაცია კი, თვისობრივად გააუმჯობესებს სამხედროების საყოფაცხოვრებო პირობებს. 

 

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

28.12.2019

20:50

2019 წელს უკანონო თევზჭერის 484 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა დაა სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 იანვრიდან დღემდე, უკანონო თევზჭერის 484 ფაქტი გამოავლინეს. მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 162 ფაქტი შეიცავს. ...

27.12.2019

19:14

იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ახორციელებს....

27.12.2019

19:11

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა....

26.12.2019

20:09

პარლამენტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

საქართველოს პარლამენტმა მშობელთა არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step“-ისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას -„საშობაო ზღაპარს“ უმასპინძლა. სხვადასხვა დღის ცენტრის ბენეფიციარებმა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა და მოზარდებმა თავ...

25.12.2019

20:44

არჩილ თალაკვაძე: იყო წლები, როცა საქართველოში ბევრი რამ ინგრეოდა, მაგრამ პატრიარქი აშენებდა ხიდებს და გზებს ჩვენს შორის, რომ რწმენა და ერთმანეთი არ დაგვეკარგა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 42 წლისთავს ულოცავს....

20.12.2019

21:46

ვახტანგ გომელაურმა ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის პირველ მოადგილე კახა საბანაძესთან და აჭარის რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელებთან ერთად, ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი მოინახულა. ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის - ოთარ თავართქილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შ...

20.12.2019

21:28

ირაკლი ღარიბაშვილი: „ჯარისკაცების ფეხსაცმლისა და უნიფორმის ხარისხი ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტებს გაუთანაბრდება“

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას 100 დღიანი მუშაობის შედეგები და 2020 წლის გეგმები გააცნო. ...

17.12.2019

20:55

თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩაზე (ყოფილი ხიზაბავრის) საგზაო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ...

17.12.2019

20:38

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ქალაქის მშენებლობას იწყებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელებას იწყებს. მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით, თავდაცვის უწყება სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაში დაეხმარება. მახათას მთაზე სამ...

16.12.2019

20:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

თბილისის "მწვანე სკოლაში" მომხდარ ფაქტსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, შეუჩერდათ უ...