12.12.2019

22:09

მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის მიზანი სხდომის ჩაშლა იყო

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის  მამუკა მდინარაძის შეფასებით, დღეს პარლამენტში განვითარებული მოვლენების მიზანი სხვა არაფერი იყო, თუ არა ოპოზიციის მხრიდან პლენარული სხდომის ჩაშლა, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებისათვის კენჭისყრის პროცესი უნდა გამართულიყო.

„ისეთი მდაბიო, ისეთი თავხედური პერფომანსი ჩაატარეს და ისე თავხედურად აპიარებენ ამ ყველაფერს, რომ უკვე აღარ ვიცი ამას რა ჰქვია. მიზანი იყო სხდომის ჩაშლა, „სასამართლო უნდა გაჩერდეს“ - სკანდირებდნენ ამას, ოღონდ ცოტა სხვა სიტყვებით,  სიტყვასიტყვით თუ ვიტყვით, რომ „სია უნდა ჩავარდეს“, -  განაცხადა  მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, უზენაეს სასამართლოში სულ მალე რჩება ზუსტად ოთხი მოსამართლე, არა და უზენაეს სასამართლოს მინიმუმ 28 -30 მოსამართლე სჭირდება გამართულად რომ იფუნქციონიროს. იმის გამო, რომ ცოტა მოსამართლეები არიან დღეს, დაახლოებით 6 ათასი საქმე დაგროვდა და აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე  უნდა დაკომპლექტდეს უზენაესი სასამართლო  მოსამართლეებით, რომელთა შერჩევის პროცესი მამუკა მდინარაძის შეფასებით საკმაოდ გამჭვირვალედ წარიმართა.

„იუსტიციის საბჭომ, პარლამენტმა როგორ უნდა იმოქმედოს, ამისათვის ისეთი დეტალური  და გამჭვირვალე კრიტერიუმები გავწერეთ, რომელიც არ არის მსოფლიოში. შემთხვევით კი არ ვამბობ, მსოფლიოში არ არის ასეთი გამჭვირვალე პროცესი. წარმოდგენილი გვყავს მოსამართლეები - ზოგი მოგვწონს, ზოგი არა, ზოგთან კითხვის ნიშნებია - ვისთან მძაფრი, ვისთან არამძაფრი და ა. შ. ისეთებიც არიან რომ არ მუშაობდნენ წარსულში, არიან ახალგაზრდებიც, მოკლედ არჩევანის ფართო სპექტრი გვაქვს. ახლა ჩვენ მარტივი გამოწვევის წინაშე ვართ, თუ რაღაც არ გადავწყვიტეთ, მაშინ სასამართლო ჩამოიშლება,  შევხედოთ ვის ავირჩევთ, ჯერ წინ არის ყველაფერი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ, რომლის შეფასებით, ოპოზიციის მცდელობა სხდომის ჩაშლის თაობაზე არის უნიჭოდ დადგმული პერფომანსი.

მამუკა მდინარაძის თქმით, ყველამ, ვინც პარლამენტის სხდომათა დარბაზში იყო, ნათლად დაინახა ეს ორი ადამიანი (ირმა ნადირაშვილი, ლელა ქებურია) მივიდა ჯერ ერთ-ერთ დამოუკიდებელ დეპუტატთან, მერე ერთმა ქვევით გაიარა - ქებურიამ, სადაც სავარაუდოდ ეს სითხეა დასხმული და ამის კადრებიც არის. 

„როგორც ირკვევა ვინც კი ალერგიული იყო, მათზე უფრო მძაფრად იმოქმედა, ეტყობა ის რაღაც ნივთიერება, რაც იყო, ალერგიულებზე უფრო მეტად მოქმედებს. დარწმუნებული ვარ, კრიმინალი ნამდვილად არ იქნება. ეგენი მაგას ვერ გაბედავდნენ. კრიმინალის მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ერთი პროცენტი რომ მაინც ყოფილიყო რაიმე რისკი, იმიტომ რომ მაგათ ყველაფერი მოუვათ თავში, იმიტომ რომ ისეთი ხალხია ზოგადად და ისეთ რაღაცებს აკეთებენ,  ადრეც და ახლაც, ვხედავთ, ერთი პროცენტიც რომ ყოფილიყო, გავუფრთხილდით ჟურნალისტებს, დეპუტატებს და გავიყვანეთ დარბაზიდან ყველა. მას შემდეგ, რაც ექსპერტ-კრიმინალისტები წინასწარ შედეგებს დადებენ, სხდომა გაგრძელდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

20.01.2020

18:09

ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა და პეტერ მიკისკამ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ...

28.12.2019

20:53

არჩილ თალაკვაძე ვატიკანის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა. ...

27.12.2019

19:09

გივი მიქანაძემ თბილისის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს დისტანციური სტაჟირების საპილოტე პროგრამა გააცნო

პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს პარლამენტის სასახლეში უმასპინძლა და მათ დისტანციური სტაჟირების უპრეცენდენტო მოდელი გააცნო. პარლამენტის აპარატის უფროსმა ახალგაზრდებს პარლამენტში უკვე დანერგილი, სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟირების გავლის წ...

26.12.2019

20:13

მუნიციპალური განვითარების ფონდმა პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ პარლამენტის თვითმართველობის კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის ანგარიში წარადგინა....

26.12.2019

20:07

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფებოდნენ

18 – 22 დეკემბერს, მიგრანტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნიუ-იორკში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების: „დიასპორის სახლისა“ და საერთაშორისო ასოციაცია „ერთობის“ მიწვევით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი...

25.12.2019

20:47

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგას შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილს თურქეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში თურქმა კოლეგამ ჰულუსი აკარმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა....

23.12.2019

20:33

არჩილ თალაკვაძე: ყველაზე მთავარი ტროლები ჯერ კიდევ რჩებიან ჩვენს ქვეყანაში, გამოდიან აქციებზე, ეწევიან დეზინფორმაციას და დაკავებულები არიან რეალობის გადაკეთებით

„არ ვფიქრობ რომ ეს არის სკანდალი, რეალურად ეს არის “ფეისბუქის“ რეგულაციების და წესების ნაწილი, რომ „ფეისბუქი“ პერმანენტულ რეჟიმში მუშაობს ტროლების წინააღმდეგ და აუქმებს მას ამერიკაშიც, ევროპაშიც და მათ შორის საქართველოშიც“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“...

23.12.2019

20:15

იუსტიციის მინისტრმა საჯარო რეესტრის ახალი ოფისის მშენებლობა დაათვალიერა

საქართველოს ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საჯარო რეესტრისა და სმართ ლოჯიქის ახალი ოფისის სარემონტო სამუშაოებს გაეცნო. თეა წულუკიანმა საოფისე სივრცე და საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერა, რომელიც სპეციალურად საჯარო რეესტრისა და სმართ ლოჯიქის თანამშრომლების შვილებისთვის შენდება....

23.12.2019

20:12

შინაგან საქმეთა მინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის პოლიციის ატაშე მადლობის სიგელითა და მედლით დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცერი, კარლჰაინც გორტანო ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრ...

20.12.2019

21:36

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართა

ქართველი პარლამენტარები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და აზიის საკითხებში, ჯორჯ კენტს და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ალან პარცელს შეხვდნენ....