„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა2020-06-02 19:20:15

6 ივნისამდე საქართველოში წვიმა, ძლიერი ქარი და სეტყვაა მოსალოდნელი2020-06-02 18:36:07

ოზურგეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა2020-06-02 18:24:07

გიგა ბოკერია - ზოგიერთ ოლქში ერთიანი კანდიდატების წარდგენა აუცილებელია, ვინც ამის წინააღმდეგ მუშაობს, შესაძლოა, ადგილი გვქონდეს სახიფათო პოლიტიკურ სიხარბესთან2020-06-02 18:19:36

თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს2020-06-02 18:09:05

ესპანეთი პირველი ივლისიდან უცხოელებისთვის სავალდებულო კარანტინს აუქმებს

გასულ 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“-ის 8946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დიდ ბრიტანეთში ჩასულ მოგზაურებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ

04.02.2020

11:21

ლაგოდეხელმა ახალგაზრდებმა გარემოს დაცვის საკითხზე ღონისძიება გამართეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა გარემოს დაცვით აქტივობას უმასპინძლეს. აღნიშნული აქტივობის დაგეგმვას წინ უძღოდა ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის ბიუროს და არასამთავრობო ორგანიზაცია „ამბრელას" ერთობლივი ტრენინგი, რომელიც მოკლევადიანი აქტივობების დაგეგმვასა და ეფექტურ კომუნიკაციას ეხებოდა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს სკოლის პერიოდიდან იყვნენ აქტიურები. ისინი მუდმივად უნდა გრძნობდნენ ჩვენს მხარდაჭერას, რათა ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად. მეამაყება, როდესაც ამდენ გულანთებულ ახალგაზრდას ვხედავ ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული იდეებით და შემართებით, რაც კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს მათთან მიმართებაში. მზად ვართ მუდმივად გვერდით დავუდგეთ ჩვენს ახალგაზრდებს და ხელი შევუწყოთ მათ სწორ და თანმიმდევრულ განვითარებას, თანამედროვე მოთხოვნების და გამოწვევების შესაბამისად“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

აქტივობის ფარგლებში ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა გიორგი სულამანიძემ შეკრებილ აუდიტორიას გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევები გააცნო.

აღსანიშნავია, რომ ამავე პროექტის სხვა მონაწილეები უახლოეს დღეებში პროფესიული განათლების და ინოვაციების შესახებ მსგავსი კონფერენციის ჩატარებას ლაგოდეხის III და სოფ. გიორგეთის საჯარო სკოლებში გეგმავენ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ჯამბურიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემ შეხვედრისას ახალგაზრდებს მიმართეს და სკოლის მოსწავლეებს მხარდაჭერა აღუთქვეს. 

 

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

02.06.2020

17:31

ზუგდიდის მერი: ანა წითლიძემ კორუფციული გარიგებები მათი ხელისუფლების დროს მომხდარ ბუნდოვან გარიგებებში მოიძიოს, რის გამოც ზუგდიდის ცენტრში 19 ჰექტარ მიწაზე ინვესტიციას ვერ ვახორციელებთ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი შენგელია ნაციონალური მოძრაობის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ოპოზიცური პარტიის წევრს ანა წითლიძეს ურჩევს კორუფციული გარიგებების კვალი მათი ხელისუფლების დროს მომხდარ ბუნდოვან გარიგებებში მოიძიოს, რის გამოც დღეს ზუგდიდის ცენტრში 1 ლარად გასხვისებული 19 ჰექტარი მი...

28.05.2020

19:05

რუხში მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფარი აშენდება

საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი“ რუხში მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრ ,,ჩემი მორდუს“ ააშენებს. ...

28.05.2020

18:39

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ხიდის მშენებლობა და გზის რეაბილიტაცია სრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ბროწეულას დასახლებაში, მდინარე ლოჭინზე საავტომობილო ხიდის მშენებლობას და გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 2 მ...

27.05.2020

13:30

კახეთში 71 პირს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა

კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი, 71 პირის სინჯის კვლევის პასუხი უარყოფითია, არც ერთ მათგანს ,,კოვიდ-19″ არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა....

27.05.2020

13:10

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 58 პირი რჩება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 58 პირია. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში, ამ დროის მონაცემებით, 224 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია მოეხსნა 1002 მოქალაქეს....

26.05.2020

11:47

ბათუმის „ცხელების კლინიკებში“ კორონავირუსზე 51 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან

ბათუმის „ცხელების კლინიკებში“ დღეს 51 პირი მოათავსეს. მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები აღენიშნებათ. ყველა მათგანს „კოვიდ-19“-ზე იკვლევენ. ანალიზების პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი....

26.05.2020

11:39

ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ძეგლები ყვავილებით შეამკეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მოადგილეებთან გიგა ფარულავასთან და კონსტანტინე კაკავასთან ერთად, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავასა და პოლიტიკური ლიდერის სპირიდონ კედიას ძეგლები ყვავილებით შეამკო....

25.05.2020

16:22

კახეთის რეგიონში უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა

22 მაისს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური ზემოქმედების შედეგად კახეთის რვავე რაიონში უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა....

25.05.2020

16:17

გაეროს განვითარების პროგრამების ხელმძღვანელმა რუხის საავადმყოფოს ელექტრონული თერმომეტრები და სანიტარული საშუალებები გადასცა

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვიტონმა რუხის საავადმყოფოს ელექტრონული თერმომეტრები და სანიტარული საშუალებები გადასცა....

25.05.2020

16:10

ქუთაისში მცხოვრები, ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაცინეტებისთვის, შპპ „მეტაკოს“ ჰემოდიალიზის ცენტრში დიალიზისთვის აუცილებელი მედიკამენტები მიიტანეს

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტის წევრებმა გენადი მარგველაშვილმა და დიმიტრი მხეიძემ ქუთაისში მცხოვრები, ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაცინეტებისთვის, შპპ „მეტაკოს“ ჰემოდიალიზის ცენტრში დიალიზისთვის აუცილებელი მედიკამენტები მიიტანეს....