ირაკლი კობახიძე: სისტემას აქვს ორი მიზანი - სტაბილურობა და პლურალიზმი2020-06-04 19:34:29

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება2020-06-04 19:28:04

ირაკლი კობახიძე: არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის უკეთესი ჩვენი ქვეყმის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის2020-06-04 19:24:38

თერჯოლის „ცხელების ცენტრის“ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა2020-06-04 18:34:50

ანრი ოხანაშვილი: ბუჯეტიდან 6 მლნ ლარის გადახდა მოგვიწია 2012 წლამდე ჩადენილი დარღვევების გამო2020-06-04 18:23:12

ესპანეთი პირველი ივლისიდან უცხოელებისთვის სავალდებულო კარანტინს აუქმებს

გასულ 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“-ის 8946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დიდ ბრიტანეთში ჩასულ მოგზაურებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ

17.02.2020

17:59

ქეთევან ციხელაშვილი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია და ამ რეგიონების დანარჩენი საქართველოსგან იზოლაცია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციის გამოვლინებაა ის, რომ ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე აფთიაქებიდან ქართული წარწერის მქონე მედიკამენტების ამოღება ხდება.

როგორც ციხელაშვილმა ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, ცხინვალის რეგიონში მწვავედ დგას ჰუმანიტარული კრიზისი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე საჭიროება ძალიან მაღალია, რომ შედიოდეს მედიკამენტები და პროდუქტები, თუმცა რეპრესიული ზომები ტარდება, რაც მიზანმიმართული პოლიტიკაა, რომ ყველაფრის ფასად მოხდეს კავშირების და კონტაქტების გაწყვეტა დანარჩენ საქართველოსთან.

„ საუბედუროდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიზანმიმართულად მიმდინარეობს იქ მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია და ზოგადად ამ რეგიონების იზოლაცია დანარჩენი საქართველოდან. ეს ახალი არაა, მაგრამ საუბედუროდ ახალი გამოვლინებები აქვს , რომლესაც ასობით და ათასობით ადამიანებზე აქვს გავლენა. ის, რომ ქართული წარწერებით მედიკამენტებს ამოღება დაიწყეს რამდენიმე დღის წინ და დღესაც გრძელდება, პირდაპირაა მიმართული ადამინების წინააღმდეგ და არა მხოლოდ ქართველები არამედ ძალიან ბევრი ეთნიკური ოსი მოსახლე ზარალდება. ეს წამლები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთლიანად ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის. ამ პრინციპით იქ მცხოვრები ადამინების სასიცოცხლო ინტერესების და საჭიროებების უგულებელყოფა და მათი გაწირვა ხდება“,-აღნიშნა ციხელაშვილმა.

მინისტრი ახალგორის მიმართულებით გადაადგილების აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ თემებზე ჟენევის თანათავმჯდომარეებთან უკვე განიხილა ცხინვალის რეგიონში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული პირობები.

„ აუცილებლად უნდა იქნას უზრუნველყოფილი გადაადგილების შესაძლებლობა ახალგორის და ასევე სხვა მიმართულებით. მოვუწოდებ ყველას, ვისაც დღეს ხელეწიფება ფაქტობრივი გადაწყვეტილებების მიღება, რომ დაუყოვნებლივ აღდგეს მიმოსვლა , მიეცეთ ადამიანებს გადაადგილების შესაძლებლობა და შეწყდეს ყველა ის რეპრესიული ზომა, რომელიც ასეთ სახეს იღებს, რომ სააფთიაქო ქსელებიდან იღებენ მედიკამენტებს ქართული წარწერებით, რომლებიც იქ ისედაც ძალიან რთული გზის გავლით ხვდება. აქ ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი“,-აცხადებს ციხელაშვილი.

რაც შეეხება მასწავლებლებს , როგორც მინისტრი აცხადებს, ესეც დისკრიმინაციული პოლიტიკის გამოვლინებაა და არაა ახალი. ახალგორსა და გალის რაიონში არაერთხელ მომხდარა ეთნიკური ნიშნით მასწავლებლების გათავისუფლება. ამასთან, მისივე თქმით, სინქრონიზებული პოლიტიკაა ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვა.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

01.05.2020

16:26

ქეთევან ციხელაშვილი: „ვეხმარებით მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ გაუმკლავდნენ პანდემიის საფრთხეს“

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე 150-მდე მოქალაქეა გადმოყვანილი, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან ან მკურნალობას გადიან და საქართველოს ხელისუფლება ყველა არხის გამოყენებით ძალისხმევას არ იშურებს ოკუპირებულ ტერი...

22.02.2020

22:03

დიმიტრი ხუნდაძე: არჩილ ტატუნაშვილი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას

საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა. ...

28.01.2020

19:20

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა ყველა ის გზავნილი, რომელიც არის დაკავშირებული ოკუპაციასთან

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა შეაფასა. მისი განცხადებით, პრეზიდენტმა ოკუპაციის თემაზე ზედმიწევნით ისაუბრა და ყველა მნიშვნელოვანი გზავნილი, რ...

02.12.2019

14:48

საოკუპაციო რეჟიმმა ქართველი პაციენტებისთვის ე.წ. გამშვები პუნქტი გახსნა

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებს მკურნალობის მიზნით ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ნება დართო. ...

11.10.2019

21:09

ირაკლი ბერაია და დიმიტრი ხუნდაძე საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ და კომისიის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ საოკუპაციო ხაზი მოინახულეს. დეპუტატები ხურვალეთში, გუგუტიანთკარსა და დიცში უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებას ...

08.10.2019

21:27

დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ილია მეორემ წერილები გაგზავნა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტრებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, დავით ზალკალიანს და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართავს. ...

30.08.2019

19:28

სოფელ წნელისთან პოლიციის ბლოკ-პოსტს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაც განათავსებს

სოფელ წნელისთან პოლიციის ბლოკ-პოსტს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაც განათავსებს. ამის შესახებ განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა გააკეთა....

16.08.2019

17:42

გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

„მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით ნახოს არა მარტო ის, თუ რა არის ოკუპაციის შედეგი, რომელიც გავლენას ახდენს უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე, არამედ ისიც, თუ როგორ აუარესებს კონკრეტული ოჯახების მდგომარეობას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ სოფელ გუგუტია...

28.05.2019

21:07

აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციამ წეროვანის დასახლება და ხურვალეთის საოკუპაციო ხაზი მოინახულა

პარლამენტის მოწვევით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები იმყოფებიან. ამერიკელი სტუმრები ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეცნობიან....

11.04.2019

21:24

ნინო გოგუაძე: როდესაც რუსეთი მეზობელი ქვეყნების ოკუპაციით არღვევს ევროსაბჭოს ფუნდამენტურ პრინციპებს, საპარლამენტო ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს ერთიანი, პრინციპული პოზიცია უნდა ჰქონდეთ

სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის სხდომაზე,ნინო გოგუაძემ რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნების ოკუპაციაზე და ევროპის საბჭოს ფუნდამენტური პრინციპების დარღვევაზე ისაუბრა. ...