ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, გაუმჯობესდეს ეკონომიკის მდგომარეობა და თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობები, თითოეულ ოჯახში შევიდეს მეტი კეთილდღეობა2020-10-20 22:03:16

გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა დასრულდა2020-10-20 22:01:01

ზუგდიდში 2015-2019 წლებში 117 სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცა2020-10-20 21:57:37

საპატრულო პოლიცია ”კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებს2020-10-20 21:53:43

დედოფლისწყაროს სოფლების - ზემო და ქვემო ქედის, არხილოსკალოსა და გამარჯვების უწყეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემები მოეწყობა2020-10-20 21:52:03

აშშ-ში კორონავირუსის 56 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1076 ადამიანი

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ირანში კორონავირუსის 2 414 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 217 ადამიანი

06.04.2020

15:47

გივი ხაჭაპურიძე: Covid19-მა სატელევიზიო არხების რეიტინგებზე გავლენა მოახდინა

საგანგებო მდგომარეობის და ახლა უკვე კომენდანტის საათის პირობებში, სატელევიზიო რეიტინგების ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ გარკვეული არხებისთვის რეიტინგი გაიზარდა - ამის შესახებ „პიარ საკონსულტაციო ჯგუფის“ ხელმძღვანელი, გივი ხაჭაპურიძე აცხადებს.

„მარტის პირველივე რიცხვებიდან, როდესაც სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სწავლა შეჩერდა, სატელევიზიო არხების რეიტინგმა მატება დაიწყო. ზრდა ძირითადად „იმედზე“, „რუსთავი 2-ზე“, „ფორმულაზე“ და „მაესტროზე“ დაფიქსირდა. ამ პერიოდიდან მარტის ბოლომდე თითქმის ყველა ამ არხზე რეიტინგი იმატებს. თუმცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, 21 მარტამდე, ეს მატება ყველაზე მეტად შესამჩნევი იყო „იმედის“ შემთხვევაში და არხის რეიტინგი 22.58%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 5 თვის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი „იმედმა“ 2019 წლის დეკემბრის ბოლო კვირაში (18,82%) ჰქონდა, მაშინ როდესაც ამავე წლის აპრილში, რუსთავი 2-თან კონკურენციის პირობებშიც კი მისი რეიტინგი 26%-ს აღემატებოდა. „იმედის“ რეიტინგი 2019 წლის სექტემბრიდან, მას შემდეგ რაც სატელევიზიო სივრცეში „მთავარი არხი“ გამოჩნდა, სტაბილურ კლებას განიცდის.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში განსაკუთრებით შესამჩნევი ზრდა დაბალ რეიტინგულ არხებს, მაესტროს და ტვ პირველს ჰქონდათ. იზარალა „რუსთავი 2“-მა, რომლის რეიტინგი 13.28%-დან 12.42%-მდე (-0.86%) დაეცა და „1 არხმა“ 5,4%-დან 4,48%-მდე შემცირებით. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რეიტინგის კლებამ, საინფორმაციო არხებს შორის, მეოთხე ადგილის დაკარგვაც გამოიწვია და ის „ტვ პირველმა“ ჩაანაცვლა. „ტვ პირველს“ (6,52%) და „პირველ არხს“ (4,48%) შორის 2%-ანი სხვაობა გაჩნდა.

„ტვ პირველს“ მსგავსი მატება ახასიათებს, მაგრამ ის რაღაც მოვლენებთანაა კავშირში. ანალოგიური ნახტომისებური ზრდა 8,5%-მდე, მას ჰქონდა მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“ ჟურნალისტების ნაწილმა დატოვა. მაყურებელი, რომელმაც საბოლოოდ უარი თქვა „რუსთავი 2“-ზე, გარკვეულწილად „ტვ პირველზე“ გადაერთო, თუმცა დროებით. „მთავარი არხის“ გამოჩენისთანავე ტვ პირველი 4-5%-იან დიაპაზონს დაუბრუნდა. აქედან გამომდინარე,  კრიზისის ჩავლის შემდეგ სავარაუდოდ არხი პოზიციებს დათმობს.

„რუსთავი 2“-ის მოვლენებს ემთხვევა „მაესტროს“ რეიტინგის მოკლევადიანი მატებაც. 18 აგვისტოს შემდეგ „მაესტროს“ რეიტინგმა 5.68%-ს მიაღწია და მხოლოდ 0.26%-ით ჩამორჩებოდა „ტვ პირველს“. ეს მოვლენაც დროებითი აღმოჩნდა და იგი მალევე დაუბრუნდა 1,5-2.0%-ან ნიშნულს.

მსგავსი ვითარება გვაქვს დღესაც, როდესაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარჩა სახლში. ბოლო მონაცემებით „მაესტროს“ რეიტინგი 3,71%-ა, რაც გასული წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა სექტემბრამდეც, უფრო სწორად 2019 წლის აპრილიდან, „მაესტროს“ რეიტინგი ±2.0%-ში მერყეობდა, რაც შეიძლება ითქვას რომ მისი რეალური რეიტინგია.

მთელს ამ „ვირუსულ“ პერიოდში ყველაზე სტაბილური „მთავარი არხი“ აღმოჩნდა. მისი რეიტინგი 10%-იან ნიშნულზე მყარად დგას და პრაქტიკულად ბოლო 1 თვის განმავლობაში არ შეცვლილა.

ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში Covid19 დაფიქსირდა, მოსახლეობა აქტიურად მიუსხდა ტელეეკრანებს და განსაკუთრებით იმ არხებს, სადაც საინფორმაციო გამოშვებები ჭარბობს. მაყურებელი სულ უფრო და უფრო დიდი ინტერსით აკვირდება მოვლენების განვითარებას და შესაბამისად, საინფორმაციო კამპანიასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება“ - განმარტავს PRCG დირექტორი, გივი ხაჭაპურიძე.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

04.04.2020

13:24

ამირან გამყრელიძე - სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის კონტროლის ღონისძიებები უნდა გამკაცრდეს ისე, როგორც არასდროს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ისე, როგორც არასდროს, უნდა გამკაცრდეს ინფექციის კონტროლის ღონისძიებები სამედიცინო დაწესებულებებში....

27.01.2020

20:01

არჩილ თალაკვაძე - თებერვლიდან რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი შედგება, სადაც კონგრესში ჩვენს მეგობრებს სრულ არგუმენტაციას მივაწვდით

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თებერვლიდან აშშ-ში რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტია დაგეგმილი. თალაკვაძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან საქართველოს აქვს არაერთი პოზიტიური შეფასება მიღებული, რაც ასახულია ოფიციალური შეფასების ანგარიშებშიც....

14.02.2017

13:57

შოთა გულბანი - რას ემსახურება რეალურად “თბილისის საფონდო ბირჟის” დაფუძნება

ცოტა ხნის წინ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და „თბილისის საფონდო ბირჟამ“, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის და ანგარიშსწორების სისტემის რეფორმირება დააანონსეს, რაც გულისხმობს, ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების სისტემის განახლებას და მასში საფონდო ბირჟის შვილობილი კომპანიის – საქართველოს ფასიანი ქაღალდები...

31.08.2015

15:49

რა ხდება ქართულ მედიაში?

სრული დომხალი და გაუგებრობა, რომელიც ერთი დიდი გაუგებრობიდან მომდინარეობს, რაშიც «ქართული ოცნება» და, მასთან ერთად ქვეყანა აღმოჩნდა! ...

09.07.2015

13:37

რატომ არ უნდა დავაყენოთ საფრთხის ქვეშ ქართულ-აზერბაიჯანული პარტნიორობა

საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის წარმატებული და იშვიათი მაგალითია....