ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა2020-07-04 20:19:41

ფოთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარდათ, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა 2020-07-04 20:15:36

სეტყვამ ახალციხის სოფლები დააზარალა2020-07-04 20:11:24

გიორგი გახარია აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - საქართველო და აშშ სანდო, საიმედო სტრატეგიული პარტნიორები არიან2020-07-04 20:07:17

წყალმომარაგების კომპანია- ფოთის წყალარინების ქსელის მშენებარე კონტრაქტორს კიდევ ერთხელ მიეცა გაფრთხილება2020-07-04 19:57:03

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 719 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთის პარლამენტის ორ დეპუტატს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა

ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 531 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 133 ადამიანი

01.05.2020

16:26

ქეთევან ციხელაშვილი: „ვეხმარებით მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ გაუმკლავდნენ პანდემიის საფრთხეს“

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე 150-მდე მოქალაქეა გადმოყვანილი, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან ან მკურნალობას გადიან და საქართველოს ხელისუფლება ყველა არხის გამოყენებით ძალისხმევას არ იშურებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად ჰუმანიტარული თუ სხვა საჭიროების პაკეტებით.

„ჩავედით სოფელ ტახტისძირში სწორედ იმ ადგილას, სადაც რუსეთის ფედერაციამ ახლახანს განახორციელა მორიგი უკანონო ბორდერიზაცია. იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას დავუდგეთ გვერდით და დავეხმაროთ რეალურად, მათ შორის, სასოფლო სამეურნეო საქმიანობის წარმოებაში. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ სოფელში ისევე როგორც ყველა სოფელში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სახელმწიფო განაგრძობს მათ გვერდში დგომას.

ძალიან გვადარდებს იმ ადამიანების ბედი, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობენ. განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში, რომელიც დღითიდღე, უფრო მეტად, საუბედუროდ ემსგავსება აბსურდის თეატრს.  უკვე არის გაფართოებული სამხედრო ბაზა. რთულია მდგომარეობა.   ცხინვალს უწოდებენ მეორე სახელად სტალინირს, ე.წ. ლენინგორი უკვე გვაქვს ახალგორის სახელად, სადაც დღეს, 21-ე საუკუნეში ჩვენი ახალგაზრდები იძულებულები არიან ატარონ პიონერთა ყელსახვევები და საბჭოთა დროის სიმღერები იმღერონ. ჩვენ ვცდილობთ, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ყველა არხით, მათ შორის საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციასთანაც, რომელსაც აქვს წვდომა ამ რეგიონში, განსხვავებით სხვა ორგანიზაციებისგან,  იმისთვის, რომ ახალგორის რაიონში,  ისევე როგორც ცხინვალის რეგიონის დანარჩენ ტერიტორიაზე დავეხმაროთ ყველაზე მოწყვლად ადამიანებს ჰუმანიტარული სხვადასხვა სახის დახმარებით და პაკეტებით.

გვესმის ყოველდღე სხვადასხვა სახის აბსურდული ბრალდება. ხორციელდება შეტევები მუდმივად ლუგარის ლაბორატორიაზე და იმდენად აბსურდული განცხადებებიც კეთდება, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ხელოვნურად შეიტანოს COVID-19 ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამაზე კომენტარს უბრალოდ ვერ და არ გავაკეთებ იმ კატეგორიას განეკუთვნება ეს დეზინფორმაცია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა და აქტიურ რეჟიმში ვეხმარებით მოქალაქეებს, რომ გაუმკლავდნენ პანდემიის საფრთხეს.

დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მაგალითად კარანტინში, 150-მდე პირი იმყოფება. იცით თქვენ, რომ სხვა სამედიცინო საჭიროებებისთვის ასევე მოსახლეობა იღებს უფასო სამედიცინო დახმარებას და ეს აუცილებლად გაგრძელდება“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

04.07.2020

19:51

ავღანეთში როტაცია განხორციელდა

ავღანეთში, ნატოს ეგიდით „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) შესასრულებლად პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი გაემგზავრა....

07.06.2020

14:37

ოკუპირებულ გალთან საქართველოს სამი მოქალაქის შესაძლო დაკავებაზე სუს-მა ცხელი ხაზი გაააქტიურა

ოკუპირებულ გალთან საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იზოლატორში არიან გადაყვანილები....

22.02.2020

22:03

დიმიტრი ხუნდაძე: არჩილ ტატუნაშვილი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას

საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა. ...

17.02.2020

17:59

ქეთევან ციხელაშვილი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია და ამ რეგიონების დანარჩენი საქართველოსგან იზოლაცია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციის გამოვლინებაა ის, რომ ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე აფთიაქებიდან ქართული წარწერის მქონე მედიკამენტების ამოღება ხდება....

28.01.2020

19:20

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა ყველა ის გზავნილი, რომელიც არის დაკავშირებული ოკუპაციასთან

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა შეაფასა. მისი განცხადებით, პრეზიდენტმა ოკუპაციის თემაზე ზედმიწევნით ისაუბრა და ყველა მნიშვნელოვანი გზავნილი, რ...

02.12.2019

14:48

საოკუპაციო რეჟიმმა ქართველი პაციენტებისთვის ე.წ. გამშვები პუნქტი გახსნა

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებს მკურნალობის მიზნით ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ნება დართო. ...

11.10.2019

21:09

ირაკლი ბერაია და დიმიტრი ხუნდაძე საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ და კომისიის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ საოკუპაციო ხაზი მოინახულეს. დეპუტატები ხურვალეთში, გუგუტიანთკარსა და დიცში უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებას ...

08.10.2019

21:27

დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ილია მეორემ წერილები გაგზავნა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტრებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, დავით ზალკალიანს და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართავს. ...

30.08.2019

19:28

სოფელ წნელისთან პოლიციის ბლოკ-პოსტს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაც განათავსებს

სოფელ წნელისთან პოლიციის ბლოკ-პოსტს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაც განათავსებს. ამის შესახებ განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა გააკეთა....

16.08.2019

17:42

გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

„მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით ნახოს არა მარტო ის, თუ რა არის ოკუპაციის შედეგი, რომელიც გავლენას ახდენს უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე, არამედ ისიც, თუ როგორ აუარესებს კონკრეტული ოჯახების მდგომარეობას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ სოფელ გუგუტია...