ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა2020-07-04 20:19:41

ფოთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარდათ, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა 2020-07-04 20:15:36

სეტყვამ ახალციხის სოფლები დააზარალა2020-07-04 20:11:24

გიორგი გახარია აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - საქართველო და აშშ სანდო, საიმედო სტრატეგიული პარტნიორები არიან2020-07-04 20:07:17

წყალმომარაგების კომპანია- ფოთის წყალარინების ქსელის მშენებარე კონტრაქტორს კიდევ ერთხელ მიეცა გაფრთხილება2020-07-04 19:57:03

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 719 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთის პარლამენტის ორ დეპუტატს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა

ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 531 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 133 ადამიანი

29.05.2020

15:35

ნათია თურნავა: მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წყალობით ეკონომიკა ძალიან მალე ამოიქოქება

აპრილში მოსალოდნელი იყო ეკონომიკის კლება. ჩვენ ამაზე ყოველთვის ვამბობდით იმიტომ, რომ მთავარი ამოცანა გვქონდა - არ დაგვეშვა ვირუსის გავრცელება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წყალობით ეკონომიკა ძალიან მალე ამოიქოქება.

"სიღარიბესთან ბრძოლა არ არის 1 თვის და 2 თვის პოლიტიკის შედეგი. ვინც ასე დააყენებს საკითხს, ალბათ, არაკომპეტენტურობასთან გვაქვს საქმე. 8 წელია ხელისუფლებაში ვართ და ხედავთ, რომ ყველანაირი რეიტინგით ჩვენი პოლიტიკური ძალა იმსახურებს ნდობას. რატომ? იმიტომ, რომ ამ 8 წლის განმავლობაში და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი, როდესაც განსაკუთრებულად დიდი კრიზისი დაგვიდგა ყველას, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ გამჭვირვალედ და ისე, რომ ადამიანების ინტერესი დაკმაყოფილდეს და საბოლოო ჯამში, გაუმჯობესდეს ადამიანების ყოფა. ცხადია, აპრილში მოსალოდნელი იყო ეკონომიკის კლება, ჩვენ ამაზე ყოველთვის ვამბობდით იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა მთავარი ამოცანა - არ დაგვეშვა ვირუსის გავრცელება. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იძულებული გავხდით, შეგვეჩერებინა პრაქტიკულად ბევრი ეკონომიკური საქმიანობა. ეს არის შეგნებული პოლიტიკის შედეგი და ამის დამსახურებით, ჩვენ მივიღეთ ერთერთი კეთილსაიმედო და მწვანე ქვეყანა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. თუმცა ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის წყალობით ეკონომიკა ძალიან მალე ამოიქოქება,"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

01.07.2020

18:15

ირაკლი კოვზანაძე: საქართველოს ეროვნული ბანკის აუდიტს KPMG ჩაატარებს

პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2020-2021 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორი შეარჩია. გარე აუდიტს აუდიტორული კომპანია KPMG ჩაატარებს. ...

26.06.2020

20:04

გიორგი გახარიამ ირაკლი აბესაძეს მიმართა - გადასახადებით, მსოფლიო ბანკის რეიტინგით, საქართველო არის მე-3 ადგილზე და რამე წაიკითხეთ, ისწავლეთ

ეკონომიკა არის ზუსტი მეცნიერება და საგადასახადო ტვირთი ითვლება პირდაპირი გადასახდელების მიხედვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატ ირაკლი აბესაძის მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა....

24.06.2020

19:17

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით, 8.25 პროცენტამდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტით განისაზღვრა....

24.06.2020

17:11

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 ივნისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.0556 ლარი ეღირება, ევრო – 3.4528 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.8278 ლარი. ​ ...

24.06.2020

16:39

ირაკლი კოვზანაძე: მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის აუცილებელია ვალის შემდგომი ზრდის კონტროლი

„2020 წლის კორექტირებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულმა გეგმის ფინანსურ უზრუნველყოფას. ...

23.06.2020

18:14

აფბა „კავკასუს ონლაინის“ საქმესთან დაკავშირებით, ეკონომიკის სამინისტროს და ინვესტორთა საბჭოს მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა” მიმართავს ეკონომიკის სამინისტროს და ინვესტორთა საბჭოს და მოუწოდებს შესაბამისი რეაგირებისკენ ”კავკასუს ონლაინის” საქმესთან დაკავშირებით. ასოციაცია მიმართავს უწყებებს, რათა არ დაუშვან კომუნიკაციების კომისიის დაუსაბუთებე...

23.06.2020

14:19

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაგეგმილ ტენდერებზე ინფორმაცია სამშენებლო კომპანიებს გააცნო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა. შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა სამშენებლო კომპანიებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ დაგეგმილ ტენდერებზე, რომელსაც ფო...

18.06.2020

14:34

აფბა კომუნიკაციების კომისიას მოუწოდებს არ დატოვოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ინტერნეტის გარეშე

ა/ო ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა” მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას შეცვალოს დაგეგმილი სანქციის ფორმა და არ შეუჩეროს ავტორიზაცია ”კავკასუს ონლაინს”. თუ კომისია მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, არსებობს რეალური საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეეებისა და ქვეყანაში მოქმედი ბიზ...

16.06.2020

16:18

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა

16 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0643 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0608 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.35 თეთრი შეადგინა. ...

15.06.2020

14:52

საქსტატი - საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა....