ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა2020-07-04 20:19:41

ფოთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარდათ, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა 2020-07-04 20:15:36

სეტყვამ ახალციხის სოფლები დააზარალა2020-07-04 20:11:24

გიორგი გახარია აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - საქართველო და აშშ სანდო, საიმედო სტრატეგიული პარტნიორები არიან2020-07-04 20:07:17

წყალმომარაგების კომპანია- ფოთის წყალარინების ქსელის მშენებარე კონტრაქტორს კიდევ ერთხელ მიეცა გაფრთხილება2020-07-04 19:57:03

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 719 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთის პარლამენტის ორ დეპუტატს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა

ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 531 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 133 ადამიანი

03.06.2020

22:00

ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე, დევნილთა ჩასახლებაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე, დევნილთა ჩასახლებაში,  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი,  ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.

საბავშვო ბაღისთვის განკუთვნილი ტერიტორია დღეს ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის მერმა  გიორგი  შენგელიამ, ლტოლვილთა  დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტოტმა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს დასავლეთ საქართველოს სამხარეო მენეჯერმა მზევინარ ჯოჯუამ დაათვალიერეს.

გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, აგრეთვე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება კ.გამსახურდიას ქუჩაზე არსებულ N1 საბავშო ბაღს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, ახალი საბავშო ბაღი 100 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი და მისი  მშენებლობა 10 თვეში დასრულდება.

პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით საერთო ჯამში 8 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 2 მათგანის რეაბილიტაცია არის დაგეგმილი.
დევნილთა სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვისას მაქსიმალურად არის გათვალისწინებული დასახლებებში არსებული საჭიროებები.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მიერ დაფინანსებული პროექტი „ეკონომიკური მონაწილეობა საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“, რომელიც დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად, მათ გრძელვადიან განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ ხორციელდება საქართველო-გერმანიის ფინანსური თამაშრომლობის ფარგლებში.

 

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

04.07.2020

20:15

ფოთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარდათ, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

მიზნობრივი კვლევის ფარგლებში შემოსავლების სამსახურის 19 თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა. მათი ანალიზის პასუხები უკვე ცნობილია. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა....

04.07.2020

20:11

სეტყვამ ახალციხის სოფლები დააზარალა

სეტყვამ ქალაქ ახალციხესა და მის სოფლებში პრობლემები შექმნა. ...

04.07.2020

19:57

წყალმომარაგების კომპანია- ფოთის წყალარინების ქსელის მშენებარე კონტრაქტორს კიდევ ერთხელ მიეცა გაფრთხილება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ საკითხებში, ირაკლი ნაფეტვარიძემ, შესაბამის სამსახურებთან ერთად, ფოთში წყალარინების ქსელის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. ამ დროისთვის, პროექტის ფარგლებში სამუშოები მიმდინარეობს ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე. მშენებელი კონტრაქტორი ახა...

01.07.2020

18:11

წელს პირველად ზუგდიდის მერია 1 მცირეწლოვანს სასმენ აპარატს შეუძენს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის კომისიამ, 1 მცირეწლოვანს სასმენი აპარატის შეძენა 15000 ლარით დაუფინანსა. აღნიშნული პროგრამა, მუნიციპალიტეტის მერიას წელს დაემატა. კომისიამ სხდომაზე 10 მოქალაქის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო. 3 მოქალაქეს კომპიუტერული გამოკვლევები დაუფინანსდა, 4 მოქალაქეს...

26.06.2020

20:12

ზუგდიდის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის წყლის სისტემის მშენებლობის ძირითადი ნაწილი დასრულებულია

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქ. ზუგდიდში, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის ძირითადი ნაწილი დაასრულა. ...

26.06.2020

19:43

ზუგდიდში წყალმომარაგების სამუშაოების დროს დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზუგდიდში წყალმომარაგების სამუშაოების დროს დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაკურიანის ქუჩას უტარდება. ...

26.06.2020

19:39

საფრანგეთის ელჩი სამეგრელოში ვიზიტს განაგრძობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს მასპინძლობს. სახელმწიფო რწმუნებულმა ელჩს, წალენჯიხის მერთან და ენგურჰესის ხელმძღვანელობასთან ერთად ჰესის ტერიტორია დაათვალიერებინა და მუშაოების სპეციფიკას გაეცნო....

26.06.2020

14:25

გელათის მონასტერთან გამართული ტურისტული ინფრასტრუქტურა დაგხვდებათ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ...

24.06.2020

17:09

სოფელ მუშევანში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს

ბოლნისის სოფელ მუშევანში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. ...

24.06.2020

16:54

ქ. ქუთაისის მერიის თანამშრომელი თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2020 წლის 24 ივნისს თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, ქ. ქუთაისის მერიის ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“...