ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა2020-07-04 20:19:41

ფოთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარდათ, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა 2020-07-04 20:15:36

სეტყვამ ახალციხის სოფლები დააზარალა2020-07-04 20:11:24

გიორგი გახარია აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - საქართველო და აშშ სანდო, საიმედო სტრატეგიული პარტნიორები არიან2020-07-04 20:07:17

წყალმომარაგების კომპანია- ფოთის წყალარინების ქსელის მშენებარე კონტრაქტორს კიდევ ერთხელ მიეცა გაფრთხილება2020-07-04 19:57:03

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 719 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთის პარლამენტის ორ დეპუტატს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა

ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 531 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 133 ადამიანი

03.06.2020

22:15

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2020 წლის 2 ივნისს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

2020 წლის 2 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების მიერ შემოვიდა შეტყობინება, რომ ნაპოვნი იქნა ჩვილი. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით, რაც დედის მიერ მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის ახალშობილის ცხედარი გადასვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ შესაბამისი პირები, რომლებიც, შესაძლოა, ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას შემთხვევის შესახებ. მათ შორის, მოწმის სახით, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით გამოიკითხა არასრულწლოვანი გოგონა. საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება გრძელდება ყველა შესაბამისი ვერსიის გადამოწმებისა და რელევანტური მტკიცებულებების შეგროვების მიზნით.

რაც შეეხება ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასრულწლოვანი გოგონას დაკავებასთან, ასევე, პოლიციის თანამშრომლის მიერ ახალშობილის ცხედრის გადაგდებასთან დაკავშირებით, არის დეზინფორმაცია.

მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესიდან და საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, აღნიშნული თემის გაშუქებისას დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი მოთხოვნები და არ მოახდინონ არასრულწლოვნის უფლებების შელახვის პროვოცირება.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

04.07.2020

19:45

თბილისში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,ქალაქ თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, დაურეგისტრირებელისახერხი საამქრო გამოავლინეს. ...

01.07.2020

18:13

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში პოლიციელის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - დ.ს.-ს დაღუპვასთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს. ...

29.06.2020

12:10

სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

„მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, ბრალდებული გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა....

26.06.2020

14:23

პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთი პიროვნება დაკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართელოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, 1969 წელს დაბადებული დ.შ. გორში ცხელ კვალზე დააკავეს. ...

26.06.2020

14:16

ვლადიმერ ბორცვაძე- გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა წრე შესაძლებელია გაიზარდოს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა წრე შესაძლებელია გაიზარდოს. მისი თქმით, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია არაერთი ნივთმტკიცება და საქმის მიმდინარეობისას, არ არის გამორიცხული საქმის კვალიფიკაციაც შეიცვ...

24.06.2020

14:05

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში 10 პირი მისცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად თბილისსა და აჭარის რეგიონში ერთდროულად ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წ...

23.06.2020

14:49

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი

შინაგან საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და თანადგომას უცხადებს მას.მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია 2020 წლის 19 ივნისს მცხეთაში ნარეკვავის დასახლებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. 2020 წლის 19 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხ...

23.06.2020

14:02

არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო....

22.06.2020

18:51

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 3 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკრაინის სამი მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული პ.ბ., 1990 წელს დაბადებული ...

18.06.2020

14:47

ირინა იმერლიშვილი ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დარეგისტრირდა

მოსამართლე ირინა იმერლიშვილი ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატია. ...