ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა2020-07-04 20:19:41

ფოთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარდათ, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა 2020-07-04 20:15:36

სეტყვამ ახალციხის სოფლები დააზარალა2020-07-04 20:11:24

გიორგი გახარია აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - საქართველო და აშშ სანდო, საიმედო სტრატეგიული პარტნიორები არიან2020-07-04 20:07:17

წყალმომარაგების კომპანია- ფოთის წყალარინების ქსელის მშენებარე კონტრაქტორს კიდევ ერთხელ მიეცა გაფრთხილება2020-07-04 19:57:03

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 719 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთის პარლამენტის ორ დეპუტატს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა

ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 531 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 133 ადამიანი

04.06.2020

19:24

ირაკლი კობახიძე: არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის უკეთესი ჩვენი ქვეყმის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის

„მე პირადად, მიმაჩნია ძალიან მყარად, რომ არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის უკეთესი ჩვენი ქვეყმის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე მივანიჭეთ უპირატესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ზოგადად, ნებისმიერ საარჩევნო სისტემას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ასეთია ბუნებრივია პროპორციული სისტემაც. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის შემდგომი სტაბილური, დემოკრატიული განვითარებისთვის არის უმჯობესი არსებითად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სრულად პროპორციული არც ერთი სისტემა არ არის, მაგრამ არსებითად პროპორციული სისტემა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პლურალიზმის ხარისხი იყოს მაღალი და პარტიების დაბალანსებული წარმომადგენლობა ქვეყნის ძირითად საკანონმდებლო ორგანოში იყოს უზრუნველყოფილი. მისივე თქმით,  გადაწყვეტილება პროპორციული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ საკონსტიტუციო რეფორმის განხილვის პროცესში იქნა მიღებული, თუმცა, შიდა წინააღმდეგობის გამო და იმის გამო, რომ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ მაშინ მხარი არ დაუჭირა 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, სისტემა ვერ ამოქმედდა. ირაკლი კობახიძემ არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემის დადებით და უარყოფით მხარეებზეც გაამახვილა ყურადღება.

„აქედან გამომდინარე, როდესაც  ჩვენ განვიხილავდით საკონსტიტუციო რეფორმას, მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება პროპორციული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ, მაშინაც იყო სურვილი იმისა, რომ იმთავითვე ამოქმედებულიყო პროპორციული საარჩევნო სისტემა, თუმცა, მაშინ სამწუხაროდ, შიდა წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა 2020 წლისთვის ამ სისტემის ამოქმედება და შეგახსენებთ იმასაც, რომ მაშინ ოპოზიციამ გაუშვა ხელიდან შანსი, ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ჯამში ფლობდნენ საკმარის ხმებს იმისათვის, რომ დაებალანსებინათ ის დანაკლისი, რომელიც ჰქონდა უმრავლესობას.

მათ რომ დაეჭირათ მაშინ მხარი პროპორციული სისტემისთვის 2020 წელს, ეს სისტემა ამოქმედდებოდა, თუმცა მათ თქვეს უარი.  საუბარია იმ ორ პოლიტიკურ პარტიაზე, რომელიც კარგად იცით და შესაბამისად, საბოლოო ჯამში ვერ მოხერხდა პროპორციული სისტემის ამოქმედება 2020 წლისთვის. ჩვენ გადაწყვეტილება მაინც არ შეგვიცვლია, თუმცა, მოგვიწია 2024 წლიდან სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

მმართველ პარტიას ყოველთვის ჰქონდა სუბიექტური ინტერესი, რომ დარჩენილიყო შერეული სისტემა, იმიტომ, რომ  სუბოექტურადაც, ეს მას მათემატიკურადაც აძლევს ბუნებრივია უპირატესობას პაპრლამენტში მანდატების განაწილების დროს.

ოპოზიციურ პარტიებს ასევე სუბიექტურად აქვთ ყოველთვის ინტერესი, რომ სისტემა იყოს პროპორციული, იმიტომ, რომ  ასეთ შემთხვევაში მათი მანდატების რაოდენდობა იზრდება, მაგრამ ჩვენ არ უნდა ამოვიდეთ სუბიექტური ინტერესებიდან, უნდა ამოვიდეთ ქვეყნის სუბიექტური ინტერესებიდან“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

04.07.2020

20:07

გიორგი გახარია აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - საქართველო და აშშ სანდო, საიმედო სტრატეგიული პარტნიორები არიან

ჩემთვის დიდი პატივია, დამოუკიდებლობის დღე მივულოცო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარს, ამერიკის შეერთებულ შტატებს; ეს დღე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, როგორც დღე, როდესაც შეიქმნა სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიის და თავისუფლების სიმბოლოა ყვ...

01.07.2020

18:35

კახა კუჭავა გამოცემა atlantico-ს სტატიაზე: ევროპელი ჟურნალისტების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება და იმ მიღწევებზე საუბარი აღარ არის გასაკვირი

„ევროპელი ჟურნალისტების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება და იმ მიღწევებზე საუბარი აღარ არის გასაკვირი. ძალიან საინტერსო სტატიაა, სადაც მითითებულია ის კონკრეტული მიღწევები, რომელი საქართველოს გააჩნია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ გამოცემა atlantico-ში გამოქვეყნებულ...

01.07.2020

18:32

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში: ნება მიბოძეთ, გამოვხატო შეშფოთება ქართველი კანდიდატის, ქ-ნი სოფო კილაძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების თაობაზე

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელს, ანა აბაშიძეს შემდეგი შინაარსის წერილს უგზავნის:...

01.07.2020

18:26

საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი: გვაქვს მზაობა, რომ დავეხმაროთ სოფიო კილაძის ძალისხმევას

საფრანგეთის სრულუფლებიანმა ელჩმა, დიეგო კოლასმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფო კილაძესთან ვიზიტის შემდეგ სოციალურ ქსელ ტვიტერის პირად გვერდზე შეხვედრა შეაფასა: ...

01.07.2020

18:23

ანა დოლიძე პენსიონერების პრობლემებზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს მიმართავს

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართავს და საქართველოს მოქალაქე პენსიონერების პრობლემების დარეგულირებაში ჩართვას სთხოვს....

01.07.2020

18:09

ირაკლი კობახიძე: ამომრჩეველმა არჩევანი უნდა გააკეთოს პოლიტიკური პარტიის როგორც ხედვის და პროგრამის, ასევე წარსულის და აწმყოს შესაბამისად

„საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ეუთო/დირმა 27 რეკომენდაცია მოგვცა და თითქმის ყველა ამ 27-დან უკავშირდება იმ ნორმებს, რომელბიც 2012 წლამდე არის მასში ჩადებული. ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს“, - განაცხადა „ ქართული ოცვნების“- აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში...

29.06.2020

12:16

117 მომხრე, სამი წინააღმდეგი - პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ....

29.06.2020

11:52

ლევან კობერიძე - კლინიკებისა და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, ნაკლებად მიეცათ შესაძლებლობა, ჩართული ყოფილიყვნენ მსჯელობაში

კლინიკებისა და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, ნაკლებად მიეცათ შესაძლებლობა, ჩართული ყოფილიყვნენ მსჯელობაში - აღნიშნულის შესახებ ლევან კობერიძემ დღეს ჯანდაცვის კომიტეტზე ისაუბრა....

29.06.2020

11:48

არჩილ თალაკვაძე - პარლამენტში გამოიკვეთა ახალი ოპოზიცია, ანუ ოპოზიციის ის ფრთა, რომელსაც აქვს მეტი პასუხისმგებლობა და მზად არის, დემოკრატიულ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

დღეს შეგვიძლია, კიდევ ერთმნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ უფრო ევროპული, დემოკრატიული, სტაბილური პოლიტიკური სისტემისკენ და იმედი მაქვს, საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭისყრაზე ექნება სრული მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა....

29.06.2020

11:28

გურამ მაჭარაშვილი - მესამე მოსმენით ჩვენ მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მმართველი გუნდი დღესაც მობილიზებულია

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მმართველი პარტია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარს დაუჭერს. „მმართველი გუნდი, როგორც ყოველთვის, დღესაც ბუნებრივია მობილიზებულია ხმათა აბსოლუტური რაოდენობით, როგორც...