ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა2020-07-04 20:19:41

ფოთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარდათ, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა 2020-07-04 20:15:36

სეტყვამ ახალციხის სოფლები დააზარალა2020-07-04 20:11:24

გიორგი გახარია აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - საქართველო და აშშ სანდო, საიმედო სტრატეგიული პარტნიორები არიან2020-07-04 20:07:17

წყალმომარაგების კომპანია- ფოთის წყალარინების ქსელის მშენებარე კონტრაქტორს კიდევ ერთხელ მიეცა გაფრთხილება2020-07-04 19:57:03

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 719 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთის პარლამენტის ორ დეპუტატს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა

ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 531 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 133 ადამიანი

04.06.2020

19:34

ირაკლი კობახიძე: სისტემას აქვს ორი მიზანი - სტაბილურობა და პლურალიზმი

„პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება“, -განაცხადა  „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ  საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას.

როგორც მან აღნიშნა, სახელისუფლებო გუნდს დათვლილი ხმები, რომელიც  საკმარისია საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად  იმ ორი ოპოზიციური  პოლიტიკური პარტიის გარეშეც. 

„აქედან გამომდინარე, არ იქნება არანაირი დაბრკოლება საკონსტიტუციო კანონრპოექტის მიღების თვალსაზრისით.  წინა წლების განმავლობაში განვახორციელეთ ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც გადავედით სრულფასოვან საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე, შემოღებული იქნა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა. ეს კონსტიტუცია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრულად ამოქმედდება ჩვენს ქვეყანაში, არის მთლიანად შესაბამისობაში საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან, თუმცა გვრჩებოდა ერთი პრინციპული საკითხი - ეს იყო საარჩევნო სისტემის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც მოქმედებდა დროებითი, გარდამავალი დებულება და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ სწორედ ამ გარდამავალი დებულების  ცვლილებაზე, რომელიც გახდა თავის დროზე ოპოზიციის კრიტიკის საგანი. სწორედ აქ შედის პოზიტიური ცვლილება და ხდება ამ ნორმის გადასინჯვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, 120/30-ზე იძლევა დაბალანსებული წარმომადგენლობის უზრუნველყოფის საშუალებას. 

„პრაქტიკულად, ამ შემთხვევაში, შედეგი რაოდენობრივი თვალსაზრისით, რომ ავიღოთ ჯამურად ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლობა, არის იმის იდენტური, რაც იქნებოდა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, თუ იქნებოდა 5%-იანი ბარიერი დადგენილი. მაგალითისთვის რომ განვმარტო: რომ ჩატარებულიყო 2016 წელს პროპორციული არჩევნები 5%-იანი ბარიერით, „ქართულ ოცნებას“ იმ შედეგით, ანუ 49%-იანი შედეგით ექნებოდა 91 მანდატი პარლამენტში და  ამ სისტემითაც „ქართული ოცნება“ მიიღებდა, ასევე, 91 მანდატს“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ. 

მისი განცხადებით,  შედეგი , რასაც წარმოშობს ეს სისტემა, არის ზუსტად იმის იდენტური, რაც იქნებოდა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემისას.

„ანუ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ, პრაქტიკულად, უკვე გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. აქვს კიდევ ერთი დადებითი მხარე იმ სისტემას, რომელიც არის შემოთავაზებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის - ეს არის დაბალი საარჩევნო ბარიერი, რაც  აძლევს პოლიტიკურ პარტიებს იმის საშუალებას, რომ შედარებით მარტივად მიიღონ საპარლამენტო წარმომადგენლობა და საპარლამენტო მანდატები. ეს არის 1%-იანი ბარიერი პოლიტიკური პარტიებისთვის და ეს არის გამრავლებული საარჩევნო ბარიერი საარჩევნო ბლოკებისთვის. რამდენი პარტიაც იქნება ბლოკში წარმოდგენილი, იმდენპროცენტიანი ბარიერი არის მისთვის დადგენილი“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისი განმარტებით,  ნებისმიერ საარჩევნო სისტემას ორი მიზანი აქვს:  ერთი -  უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური სისტემის სტაბილური განვითარება, მეორე   - უნდა უზრუნველყოს პლურალიზმის მაღალი ხარისხი პოლიტიკურ სისტემაში და საპარლამენტო სპექტრში.

„ამ შემთხვევაში, ეს ორივე მიზანი არის სათანადოდ მიღწეული. ერთი- სტაბილურობა სათანადო დოზით იქნება უზრუნველყოფილი ამ საარჩევნო სისტემის საფუძველზე და მეორე - პლურალიზმის ძალიან მაღალი ხარისხი გვექნება. სავარაუდოდ, 6-7 პოლიტიკური პარტია მაინც გადალახავს იმ საარჩევნო ბარიერს, რომელიც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით არის დადგენილი. შესაბამისად, ყველა ის ზოგადი პრინციპი, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული  საარჩევნო სისტემის შემუშავებისას, არის ამ შემთხვევაში დაცული და ეს იძლევა იმის საფუძველს, რომ ამ სისტემამ უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარება. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა პარლამენტის წევრს, მხარი დაუჭირონ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

04.07.2020

20:07

გიორგი გახარია აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - საქართველო და აშშ სანდო, საიმედო სტრატეგიული პარტნიორები არიან

ჩემთვის დიდი პატივია, დამოუკიდებლობის დღე მივულოცო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარს, ამერიკის შეერთებულ შტატებს; ეს დღე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, როგორც დღე, როდესაც შეიქმნა სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიის და თავისუფლების სიმბოლოა ყვ...

01.07.2020

18:35

კახა კუჭავა გამოცემა atlantico-ს სტატიაზე: ევროპელი ჟურნალისტების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება და იმ მიღწევებზე საუბარი აღარ არის გასაკვირი

„ევროპელი ჟურნალისტების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება და იმ მიღწევებზე საუბარი აღარ არის გასაკვირი. ძალიან საინტერსო სტატიაა, სადაც მითითებულია ის კონკრეტული მიღწევები, რომელი საქართველოს გააჩნია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ გამოცემა atlantico-ში გამოქვეყნებულ...

01.07.2020

18:32

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში: ნება მიბოძეთ, გამოვხატო შეშფოთება ქართველი კანდიდატის, ქ-ნი სოფო კილაძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების თაობაზე

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელს, ანა აბაშიძეს შემდეგი შინაარსის წერილს უგზავნის:...

01.07.2020

18:26

საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი: გვაქვს მზაობა, რომ დავეხმაროთ სოფიო კილაძის ძალისხმევას

საფრანგეთის სრულუფლებიანმა ელჩმა, დიეგო კოლასმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფო კილაძესთან ვიზიტის შემდეგ სოციალურ ქსელ ტვიტერის პირად გვერდზე შეხვედრა შეაფასა: ...

01.07.2020

18:23

ანა დოლიძე პენსიონერების პრობლემებზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს მიმართავს

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართავს და საქართველოს მოქალაქე პენსიონერების პრობლემების დარეგულირებაში ჩართვას სთხოვს....

01.07.2020

18:09

ირაკლი კობახიძე: ამომრჩეველმა არჩევანი უნდა გააკეთოს პოლიტიკური პარტიის როგორც ხედვის და პროგრამის, ასევე წარსულის და აწმყოს შესაბამისად

„საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ეუთო/დირმა 27 რეკომენდაცია მოგვცა და თითქმის ყველა ამ 27-დან უკავშირდება იმ ნორმებს, რომელბიც 2012 წლამდე არის მასში ჩადებული. ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს“, - განაცხადა „ ქართული ოცვნების“- აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში...

29.06.2020

12:16

117 მომხრე, სამი წინააღმდეგი - პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ....

29.06.2020

11:52

ლევან კობერიძე - კლინიკებისა და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, ნაკლებად მიეცათ შესაძლებლობა, ჩართული ყოფილიყვნენ მსჯელობაში

კლინიკებისა და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, ნაკლებად მიეცათ შესაძლებლობა, ჩართული ყოფილიყვნენ მსჯელობაში - აღნიშნულის შესახებ ლევან კობერიძემ დღეს ჯანდაცვის კომიტეტზე ისაუბრა....

29.06.2020

11:48

არჩილ თალაკვაძე - პარლამენტში გამოიკვეთა ახალი ოპოზიცია, ანუ ოპოზიციის ის ფრთა, რომელსაც აქვს მეტი პასუხისმგებლობა და მზად არის, დემოკრატიულ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

დღეს შეგვიძლია, კიდევ ერთმნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ უფრო ევროპული, დემოკრატიული, სტაბილური პოლიტიკური სისტემისკენ და იმედი მაქვს, საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭისყრაზე ექნება სრული მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა....

29.06.2020

11:28

გურამ მაჭარაშვილი - მესამე მოსმენით ჩვენ მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მმართველი გუნდი დღესაც მობილიზებულია

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მმართველი პარტია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარს დაუჭერს. „მმართველი გუნდი, როგორც ყოველთვის, დღესაც ბუნებრივია მობილიზებულია ხმათა აბსოლუტური რაოდენობით, როგორც...